Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • მულტიმედია
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • ქობულეთი

ბათუმის ინკლუზიური დასის ხელმძღვანელობა მერს მიმართავს

სულხან მესხიძე აგვისტო 6, 2024
inkluziuri dasi_AJARATIMES.GE

ბათუმის ინკლუზიური დასი “ცვლილებები თანაბარი უფლებებისთვის” მერს, არჩილ ჩიქოვანს მიმართავს. საქმე უწყების მიერ გამოცხადებულ ტენდერს ეხება, რომელშიც დასის აზრით, გამოუცდელმა მონაწილემ გაიმარჯვა, შედეგად მათი არსებობა საფრთხის ქვეშ დადგა.

ორგანიზაციის წარმომადგენლებმა დღეს პრესკონფერენცია გამართეს და საქმის ირგვლივ ისაუბრეს. აღნიშნეს, რომ იმ შემთხვევაში თუ ბათუმის მერია გადაწყვეტილებას არ შეცვლის უწყების სატენდერო კომისიას სასამართლოში უჩივლებენ.

“ინკლუზიური დასისთვის განკუთვნილი ბიუჯეტი, რომელიც გამოყოფილი იყო მერიის მხრიდან დღეისათვის არის საფრთხის წინაშე. კერძოდ, აღნიშნული თანხა ტენდერზე გავიდა და დაბალი ფასის მქონე პრეტენდენტმა გაიმარჯვა, რომელიც არის არაკვალიფიციური. ორგანიზაციას დოკუმენტაციაც ხარვეზებით აქვს წარდგენილი. ის ვერ აკმაყოფილებს სატენდერო მოთხოვნებს, თუმცა გამარჯვებულად დასახელდა. ამ გარემოებებზე კი სატენდერო კომისიას თვალი აქვს დახუჭული. ჩვენ ძალიან კარგი შედეგები გვქონდა, არაჩვეულებრივი დასი ჩამოყალიბდა, საერთაშორისო დონეზეც კი სხვებს კონკურენციას ვუწევდით. ჩვენ ღია წერილით მივმართავთ ბათუმის მერს. არჩილ ჩიქოვანისგან ვითხოვთ განმარტებებს. ვითხოვთ გამარჯვებული კომპანიის ხარვეზებზე ახსნა განმარტება, მათ შორის ხელშეკრულების გაბათილებას ვითხოვთ,” – აღნიშნა პრესკონფერენციაზე ნატალია გალოგრემ, რომელიც ინკლუზიური დასის ხელმძღვანელია.

რატომ გაიტანა დასის დაფინანსების საკითხი ბათუმის მერიამ ტენდერზე, ასევე, რატომ გაიმარჯვა ხარვეზების მქონე კომპანიამ ტენდერში – ნატალია გალოგრემ შესაძლო გარემო ფაქტორებზეც ისაუბრა. კერძოდ, ინკლუზიური დასის ხელმძღვანელი ვარაუდობს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებში მონაწილეობის გამო მერიამ ისინი დასაჯა. ნატალია გალოგრეს თქმით, ყველგან და ყოველთვის პროევროპულ პოზიციას აფიქსირებს, რაც შესაძლოა ხელისუფლებისთვის მიუღებელი აღმოჩნდა.

“დაბეჯითებით ამაზე ვერ ვისაუბრებ, თუმცა გარემოებები ამის თქმის საფუძველს მაძლევს. გაუგებარია რატომ გაიმაჯრვა იმ კომპანიამ, რომელსაც ყველამ მხრივ დარღვევები აქვს, მათ შორის გამოცდილების არმქონეა. ფაქტი სახეზეა, შესაძლოა ეს უკავშირდებოდეს პოლიტიკურ განწყობებს, სხვა შემთხვევაში ჩვენი დასი დაკისრებულ მოვალეობას მაღალპროფესიულად ასრულებდა და ამ მხრივ პრეტენზიები არ არსებობდა” – აღნიშნა ნატალია გალოგრემ.

ინფორმაციისთვის: ინკლუზიური დასი 2019 წლიდან მოქმედებს და ამ დრომდე 10-მდე წარმოდგენა აქვთ დადგმული.

ორგანიზაცია “ცვლილებები თანაბარი უფლებებისთვის” პრესკონფერენციას მერიაში არ უპასუხეს.

Post navigation

Previous: გადასახადისათვის განზრახ თავის არიდების ფაქტზე 1 პირს ბრალდება წარედგინა
Next: რა აჩვენა ბათუმის საკრებულოს 2023 წლის საქმიანობის კვლევამ

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

saxlis dazianeba_AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ქობულეთში, სოფელ აჭში მეწყერი ჩამოწვა, საცხოვრებელი სახლის კედელი დაზიანდა

აჭარა თაიმსი სექტემბერი 1, 2026
_AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ქობულეთში სპორტული კომპლექსის მშენებლობას ადგილობრივები ეწინააღმდეგებიან – 7 ოჯახი აცხადებს, რომ ტერიტორია მათ ეკუთვნით

აჭარა თაიმსი აგვისტო 19, 2026
_AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ქობულეთში წარმოებულ სვანურ მარილში აკრძალული საღებავები გამოვლინდა

აჭარა თაიმსი აგვისტო 17, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

მარიამისა და აჩის საერთო ღირებულებები და ბრძოლა _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

მარიამისა და აჩის საერთო ღირებულებები და ბრძოლა

სექტემბერი 5, 2026
ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი უცხოელი ბათუმში დააკავეს dakaveba_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი უცხოელი ბათუმში დააკავეს

სექტემბერი 5, 2026
ქობულეთ-ხელვაჩაურის დამაკავშირებელ მაგისტრალზე ავარია მოხდა – გადაყირავდა სატვირთო _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ქობულეთ-ხელვაჩაურის დამაკავშირებელ მაგისტრალზე ავარია მოხდა – გადაყირავდა სატვირთო

სექტემბერი 4, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 5 სექტემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 5 სექტემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

სექტემბერი 4, 2026
ბათუმში ორი კატერი ერთმანეთს შეეჯახა – დაშავდა ხუთი ადამიანი _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში ორი კატერი ერთმანეთს შეეჯახა – დაშავდა ხუთი ადამიანი

სექტემბერი 3, 2026
თურქი მოვაჭრეები მომხმარებლების დაკარგვას უჩივიან, მათი თქმით, ადამიანები საყიდლებზე საქართველოში მიდიან sarfis sabajo, turqeti_AJARATIMES.GE
  • უცხოეთი

თურქი მოვაჭრეები მომხმარებლების დაკარგვას უჩივიან, მათი თქმით, ადამიანები საყიდლებზე საქართველოში მიდიან

სექტემბერი 3, 2026
მარიამისა და აჩის საერთო ღირებულებები და ბრძოლა _AJARATIMES.GE 1
  • ბათუმი

მარიამისა და აჩის საერთო ღირებულებები და ბრძოლა

სექტემბერი 5, 2026
ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი უცხოელი ბათუმში დააკავეს dakaveba_AJARATIMES.GE 2
  • ბათუმი

ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი უცხოელი ბათუმში დააკავეს

სექტემბერი 5, 2026
ქობულეთ-ხელვაჩაურის დამაკავშირებელ მაგისტრალზე ავარია მოხდა – გადაყირავდა სატვირთო _AJARATIMES.GE 3
  • ბათუმი

ქობულეთ-ხელვაჩაურის დამაკავშირებელ მაგისტრალზე ავარია მოხდა – გადაყირავდა სატვირთო

სექტემბერი 4, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 5 სექტემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE 4
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 5 სექტემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

სექტემბერი 4, 2026
ბათუმში ორი კატერი ერთმანეთს შეეჯახა – დაშავდა ხუთი ადამიანი _AJARATIMES.GE 5
  • ბათუმი

ბათუმში ორი კატერი ერთმანეთს შეეჯახა – დაშავდა ხუთი ადამიანი

სექტემბერი 3, 2026

სიახლეების კალენდარი

სექტემბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  
« აგვ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.