6 სექტემბერს, შუახევის სპორტის სასახლეში, სტარტს აიღებს აჭარის 2024 წლის აბსოლუტური ფალავნობა ქართულ ჭიდაობაში. ტურნირი 7 სექტემბრამდე გაგრძელდება. შეჯიბრებაში მონაწილეობას აჭარის ყველა მუნიციპალიტეტების 18 წლის და ზემოთ ასაკის სპორტსმენები შეძლებენ. ბრძოლები, 80კგ, 90კგ, 100კგ და +100კგ წონით კატეგორიებში გაიმართება.
მოჭიდავეების განაცხადების მიღება და აწონა, ექვს სექტემბერს 16-იდან 18-საათის ფარგლებში გაიმართება. ორთაბრძოლები შვიდ სექტემბერს 12 საათზე დაიწყება. აჭარის 2024 წლის აბსოლუტური ფალავნობა ქართულ ჭიდაობაში, აჭარის ქართული ჭიდაობის ფედერაციის ორგანიზებით ტარდება.
ავტორი: დიმიტრი გორგილაძე [სტაჟიორი]