Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • ქობულეთი

ვოლიერი წინასაარჩევნოდ, ფარშევანგები სამომავლოდ – ქობულეთის მერია ადგილობრივებს სანახაობას ჰპირდება

სულხან მესხიძე ოქტომბერი 17, 2024
farshevangebi_AJARATIMES.GE

წლებია ქობულეთის ათეულობით სოფელი სასმელი წყლის გარეშეა, ამ დროს კი მუნიციპალიტეტის მერია წინასაარჩევნოდ მოსახლეობას ფარშევანგების ვოლიერს უშენებს.

ტურისტული ქალაქის ცენტრალურ პარკში რკინის კონსტრუქციის მონტაჟი ცოტა ხნის წინ დასრულდა, თუმცა არავინ იცის გალიებში ფარშევანგებს როდის გამოკეტავენ. მერიაში “აჭარა თაიმს” უთხრეს, რომ წელს მხოლოდ ვოლიერის მშენებლობის ფული გააჩნდათ, ხოლო ფარშევანგების ყიდვას სამომავლოდ აპირებენ.

„მაშინ, როდესაც ქობულეთის მუნიციპალიტეტში არაერთი პრობლემაა, მაგალითად მოსახლეობა ებრძვის გაზიფიცირების პრობლემას, მათ არ აქვთ სასმელი წყალი და ინფრასტრუქტურა მოუწესრიგებელია ამ დროს ხელისუფლება დასცინის ადამიანებს წინასაარჩევნოდ. ეს ადგილობრივების შეურაცხყოფაა,“ – ამბობს ჩვენთან საუბრისას ერთ-ერთი ადგილობრივი თედო ზოიძე.

ვისი სურვილით ან მოთხვნით შენდება ფარშევანგის ვოლიერები და რამდენი დაიხარჯა პროექტისთვის? კითხვებზე ქობულეთის მერიაში არ გვიპასუხეს.

“დიდი გალია გვჭირდება ჩვენ, რომ ამ პირობებში ვცხოვრობთ. ასე ტურისტები უფრო კარგად ნახავენ რა ექსპონატებიც ვართ. ეს ვოლიერი ალბათ ჩემს სოფელში ბუნებრივი აირის დაზიანებული და ჩამოყრილი მილებით გააკეთეს. იმდენი პრობლემა და საჭიროება გვაქვს, გადარჩენისთვის ვიბრძვით და მერია დაგვცინის, ვოლიერს გვიშენებს. ალბათ ივანიშვილს გამოექცა ფარშევანგები ზოოპარკიდან და აჰა იყოს ქობულეთში ნახავენო. წინ მნიშვნელოვანი არჩევნები გვაქვს, კარგი თემები გვეძლევა სამჯელოდ რომ მარტივად დავფიქრდეთ და მივიღოთ გადაწყვეტილება,” – თქვა ჩვენთან საუბრისას ნიგო ცეზარიშვილმა. 

[embedyt] https://www.youtube.com/watch?v=lYR847_nqCo[/embedyt]

Post navigation

Previous: შსს-მ ავტომობილები უკანონოდ ჩამოგვართვა – ენმ
Next: პოდკასტი: ნინო ჩხეტია საკანონდებლო ინიციატივებსა და საარჩევნო გეგმებზე

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

_AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ქობულეთის მე-2 საჯარო სკოლაში მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა

აჭარა თაიმსი ოქტომბერი 30, 2026
qobuleti_AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

შუქნიშანი, რომელსაც ქობულეთელები წლებია ელოდებიან

ლევან ურიდია ოქტომბერი 30, 2026
_AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ციხისძირში ავარია მოხდა – დაშავდა ორი ადამიანი

ლევან ურიდია ოქტომბერი 29, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

საქართველოში მკვლევართა 55.1% ქალია kvlevari_AJARATIMES.GE
  • საქართველო

საქართველოში მკვლევართა 55.1% ქალია

ნოემბერი 2, 2026
საქართველოში ვიზიტორების რაოდენობა გაიზარდა, თუმცა მათი დანახარჯები შემცირდა – ყველაზე მეტი ვიზიტორი რუსეთიდან იყო rusebi saqartveloshi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

საქართველოში ვიზიტორების რაოდენობა გაიზარდა, თუმცა მათი დანახარჯები შემცირდა – ყველაზე მეტი ვიზიტორი რუსეთიდან იყო

ნოემბერი 2, 2026
ავტომობილების რეექსპორტის გზით გადასახადებისგან თავის არიდების საქმეზე 3 პირი დააკავეს dakaveba_ajaratimes.ge
  • საქართველო

ავტომობილების რეექსპორტის გზით გადასახადებისგან თავის არიდების საქმეზე 3 პირი დააკავეს

ნოემბერი 2, 2026
„დინამო ბათუმმა“ 1:0 დაამარცხა „მეშახტე“ _AJARATIMES.GE
  • სპორტი

„დინამო ბათუმმა“ 1:0 დაამარცხა „მეშახტე“

ნოემბერი 1, 2026
ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს policia_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს

ნოემბერი 1, 2026
64 300 ლარი საკონსტიტუციო სასამართლოს საერთაშორისო კონფერენციის ტექნიკური უზრუნველყოფისა და სატელევიზიო მომსახურებისთვის sakonstitucio sasamartlo_AJARATIMES.GE
  • საქართველო

64 300 ლარი საკონსტიტუციო სასამართლოს საერთაშორისო კონფერენციის ტექნიკური უზრუნველყოფისა და სატელევიზიო მომსახურებისთვის

ნოემბერი 1, 2026
საქართველოში მკვლევართა 55.1% ქალია kvlevari_AJARATIMES.GE 1
  • საქართველო

საქართველოში მკვლევართა 55.1% ქალია

ნოემბერი 2, 2026
საქართველოში ვიზიტორების რაოდენობა გაიზარდა, თუმცა მათი დანახარჯები შემცირდა – ყველაზე მეტი ვიზიტორი რუსეთიდან იყო rusebi saqartveloshi_AJARATIMES.GE 2
  • საქართველო

საქართველოში ვიზიტორების რაოდენობა გაიზარდა, თუმცა მათი დანახარჯები შემცირდა – ყველაზე მეტი ვიზიტორი რუსეთიდან იყო

ნოემბერი 2, 2026
ავტომობილების რეექსპორტის გზით გადასახადებისგან თავის არიდების საქმეზე 3 პირი დააკავეს dakaveba_ajaratimes.ge 3
  • საქართველო

ავტომობილების რეექსპორტის გზით გადასახადებისგან თავის არიდების საქმეზე 3 პირი დააკავეს

ნოემბერი 2, 2026
„დინამო ბათუმმა“ 1:0 დაამარცხა „მეშახტე“ _AJARATIMES.GE 4
  • სპორტი

„დინამო ბათუმმა“ 1:0 დაამარცხა „მეშახტე“

ნოემბერი 1, 2026
ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს policia_AJARATIMES.GE 5
  • ბათუმი

ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს

ნოემბერი 1, 2026

სიახლეების კალენდარი

ნოემბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30  
« ოქტ    

კატეგორიები

არქივი

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.