Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • ბათუმი

სტუდენტებისა და ლექტორების პროტესტი

აჭარა თაიმსი დეკემბერი 2, 2024
bsu_AJARATIMES.GE

აქცია ბსუ-ს ეზოში

ბათუმში, შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ხელოვნების უნივერსიტეტის და საზღვაო აკადემიის სტუდენტთა და ლექტორთა დიდი ნაწილი გაიფიცა. ისინი ქუჩაში გამოვიდნენ და მთელი დღის განმავლობაში, მსვლელობას მართავდნენ.

თავდაპირველად გაფიცვის შესახებ გადაწყვეტილება ხელოვნების უნივერსიტეტმა გამოაცხადა. სტუდენტები და ლექტორები დილით უნივერსიტეტის ფოიეში შეიკრიბნენ, განცხადებები გააკეთეს და მოგვიანებით ბსუ-ს ეზოში გადაინაცვლეს.

ფოტო: ხელოვნების უნივერსიტეტი

“სტუდენტები არ ვაპირებთ გაჩერებას, არ დავიღლებით. არ გვსურს ასეთ ვითარებაში სწავლა. იქამდე გაგრძელდება ეს პროტესტი, ვიდრე თითოეული სტუდენტი არ შემოგვიერთდება. ღამეებს გავათენებთ თუ საჭირო გახდება. ძალიან დიდი როლი გვაქვს სტუდენტებს, ჩვენზე დგას ეს ქვეყანა. სტუდენტი არის დიდი ძალა, რომლისაც ეძინია ხელისუფლებას,” – განაცხადა ჩვენთან საუბრისას ხელოვნების უნივერსიტეტის სტუდენტმა მარიამ მღებრიშვილმა.

ბსუ-ში კი, 1000-ზე მეტი სტუდენტი და 100-მდე ლექტორ, პროფესორი გაიფიცა. ისინი უნივერსიტეტის ეზოში შეიკრიბნენ, სადაც ერთ საათზე მეტხანს სიტყვით გამოსვლები იყო. შეკრებილებმა ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის 2028 წლამდე შეჩერების შესახებ საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებას გააპროტესტეს.

სტუდენტების გაფიცვას არ შეუერთდა თვითმმართველობის თავმჯდომარე, მიზეზი ლიკა დიასამიძემ ჩვენთან არ განმარტა. ის აქციის მიმდინარეობისას ლექციებს არ ესწრებოდა და ეზოში გამოსული, გაფიცული ასობით სტუდენტის მისამართით ცინიკურ რეპლიკებს სკანდირებდა.

„არჩევნების გაუქმებას ვითხოვთ, ხელახლა უნდა ჩატარდეს სამართლიანი და ობიექტური არჩევნები. სტუდენტებთან ერთად პროფესორებიც არიან, სკოლის მოსწავლეებიც შემოგვიერთდნენ. ჩვენი ყველას ერთად გასაკეთებელია ეს საქმე, რათა ბოლომდე მივიყვანოთ ევროკავშირში გაწევრიანების საკითხი. რუსული რეჟიმი თავის მეთოდებით უნდა გავისტუმროთ ხელისუფლებიდან“, – განაცხადეს სტუდენტებმა.

სტუდენტებმა და ლექტორებმა მოგვიანებით მსვლელობით, რუსთაველის ქუჩის გავლით, საზღვაო აკადემიასთან გადაინაცვლეს, სადაც მათ უნივერსიტეტის შესასვლელი ჭიშკარი ბოქლომით დაკეტილი დახვდათ. სტუდენტების ძალისხმევით ჭიშკარი მალევე გაიხსნა და ისინი შენობასა და ეზოში შევიდნენ. აქციის მონაწილეები სკანდირებდნენ “დამოდით”, “შემოგვიერთდით” “არა რუსულ კანონებს”.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უამრავი სტუდენტი და პროფესორი არის ჩართული გაფიცვაში. არ გვჭირდება გაუნათლებელი პრეზიდენტი, არ გვინდა რუსული რეჟიმი, გამოდით ხალხო და დაიცავით ჩვენი კონსტიტუცია,”- აღნიშნეს სტუდენტებმა.

ფოტო: საზღვაო აკადემია

საზღვაო აკადემიიდან სტუდენტებმა აჭარის მთავრობის სამინისტროებთან გადაინაცვლეს, სადაც საჯარო მოხელეებს გაფიცვისა და სოლიდაროებისკენ მოუწეოდეს.

„განათლების სამინისტრო პედაგოგებს პარტიულ აგიტაციას უტარებს. მივმართავთ განათლების მინისტრს მაია ხაჯიშვილს, თავი დაანებეთ პედაგოგებს! გაუმარჯოს თავისუფალ ევროპულ საქართველოს. ბიძინა ივანიშვილს ეგონა, დავიღლებოდით, ჩვენ არ დავიღლებით. განათლების სამინისტროსთან არ არის ევროკავშირის დროშა გადმოფინეთ ან ჩვენ თვითონ გადმოვფენთ. ვხედავდით არჩევნებზე სკოლის მასწავლებლები სიებით საპოლიციო რეჟიმთან და ქუჩის ბიჭებთან ერთად დადიოდნენ, ისინი არიან გაყალბების და სამშობლოს წართმევის პროცესში”,- განაცხადეს შეკრებილებმა.

ფოტო: მსვლელობა აჭარის მთავრობისკენ

ბოლო ადგილი, სადაც სტუდენტები შეჩერდნენ გმირთა ხეივანი იყო, სადაც 9 აპრილის მემორიალთან ფიცი დადეს. მათი თქმით, საქართველოს ერთიანობისთვის იბრძოლებენ.

“ბათუმელმა ახალგაზრდებმა ერთხელ ილიას ძეგლთან ფიცი დავდეთ, ახლა 9 აპრილის მემორიალთან ვდებთ. ვფიცავ, რომ დაუღალავად ვიბრძოლებ საქართველოს დამოუკიდებლობისთვის. ვფიცავ, არ დავივიწყებ მათ დაღვრილ წმინდა სისხლს და არ დავუშვებ საქართველოს გარუსებას. აღვასრულებ თაობების ოცნებას, საქართველომ დაიკავოს კუთვნილი ადგილი ევროპულ ოჯახში. ვფიცავ, ვიდგები დემოკრატიის სადარაჯოზე. ვფიცავ არ დავნებდები საბოლოო გამარჯვებამდე”,- თქვეს სტუდენტებმა ფიცის დადებისას.

Post navigation

Previous: პატიმრობა და ჯარიმა – ბათუმში აქციაზე დაკავებულების საქმე
Next: აქცია აჭარის მაუწყებელთან, პირდაპირი ეთერისა და შეჩერებული გადაცემების აღდგენის მოთხოვნით

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი ფართოვდება – ტერმინალის გამტარუნარიანობა 25%-მდე გაიზრდება

აჭარა თაიმსი ივნისი 26, 2026
_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

„ქართული ოცნების“ შემწირველებთან დაკავშირებული კომპანია ანგისაში 103-მეტრიანი კორპუსის აშენებას გეგმავს

აჭარა თაიმსი ივნისი 26, 2026
kafe tyupebi_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ძველ ბულვარში ახალი სკვერის სანაცვლოდ სამშენებლო კომპანიები შეღავათებს მიიღებენ

აჭარა თაიმსი ივნისი 25, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 29 ივნისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 29 ივნისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ივნისი 26, 2026
ირაკლი კობახიძის თქმით, ბათუმი–სარფის ახალი მაგისტრალის მშენებლობა წელს დაიწყება და 2031 წელს დასრულდება kvariati,sarfi_AJARATIMES.GE
  • ხელვაჩაური

ირაკლი კობახიძის თქმით, ბათუმი–სარფის ახალი მაგისტრალის მშენებლობა წელს დაიწყება და 2031 წელს დასრულდება

ივნისი 26, 2026
ბათუმსა და ხელვაჩაურში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის ორი მოქალაქე დააკავეს dakaveba_AJARATIMES.GE
  • ხელვაჩაური

ბათუმსა და ხელვაჩაურში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის ორი მოქალაქე დააკავეს

ივნისი 26, 2026
ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი ფართოვდება – ტერმინალის გამტარუნარიანობა 25%-მდე გაიზრდება _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი ფართოვდება – ტერმინალის გამტარუნარიანობა 25%-მდე გაიზრდება

ივნისი 26, 2026
„ქართული ოცნების“ შემწირველებთან დაკავშირებული კომპანია ანგისაში 103-მეტრიანი კორპუსის აშენებას გეგმავს _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

„ქართული ოცნების“ შემწირველებთან დაკავშირებული კომპანია ანგისაში 103-მეტრიანი კორპუსის აშენებას გეგმავს

ივნისი 26, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 26 ივნისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 26 ივნისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ივნისი 25, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 29 ივნისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE 1
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 29 ივნისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ივნისი 26, 2026
ირაკლი კობახიძის თქმით, ბათუმი–სარფის ახალი მაგისტრალის მშენებლობა წელს დაიწყება და 2031 წელს დასრულდება kvariati,sarfi_AJARATIMES.GE 2
  • ხელვაჩაური

ირაკლი კობახიძის თქმით, ბათუმი–სარფის ახალი მაგისტრალის მშენებლობა წელს დაიწყება და 2031 წელს დასრულდება

ივნისი 26, 2026
ბათუმსა და ხელვაჩაურში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის ორი მოქალაქე დააკავეს dakaveba_AJARATIMES.GE 3
  • ხელვაჩაური

ბათუმსა და ხელვაჩაურში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის ორი მოქალაქე დააკავეს

ივნისი 26, 2026
ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი ფართოვდება – ტერმინალის გამტარუნარიანობა 25%-მდე გაიზრდება _AJARATIMES.GE 4
  • ბათუმი

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი ფართოვდება – ტერმინალის გამტარუნარიანობა 25%-მდე გაიზრდება

ივნისი 26, 2026
„ქართული ოცნების“ შემწირველებთან დაკავშირებული კომპანია ანგისაში 103-მეტრიანი კორპუსის აშენებას გეგმავს _AJARATIMES.GE 5
  • ბათუმი

„ქართული ოცნების“ შემწირველებთან დაკავშირებული კომპანია ანგისაში 103-მეტრიანი კორპუსის აშენებას გეგმავს

ივნისი 26, 2026

სიახლეების კალენდარი

ივნისი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  
« მაი    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.