Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • მულტიმედია
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • საქართველო

დაუშვებელია, ეს საქმეები არ იქნას გამოძიებული – სახალხო დამცველი დაშავებულებზე

აჭარა თაიმსი დეკემბერი 10, 2024
aqcia_AJARATIMES.GE

აქციაზე დაკავებულ 327 ადამიანს შევხვდით, აქედან 225 პირი მიუთითებს არასათანადო მოპყრობაზე, ხოლო 157 პირს აღენიშნება ფიზიკური დაზიანებები – ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

“დაუშვებელია, რომ ეს საქმეები არ იქნეს გამოძიებული, ეს კიდევ უფრო წაახალისებს კანონდამრღვევებს და ჩვენ შემდგომში მივიღებთ კიდევ უფრო მძიმე სურათს, როდესაც აქციების დაშლას ექნება ადგილი. კიდევ ერთხელ გამოვეხმაურები ჟურნალისტების როლს ამ ყველაფერში, ჟურნალისტების როლი არის განუსაზღვრელად დიდი. გუშინ იყო უფლებადამცველთა საერთაშორისო დღე და ჟურნალისტებიც არიან უფლებადამცველები, შესაბამისად, სახელმწიფომ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ მათი საქმიანობა იყოს უსაფრთხო. მათ შეძლონ ყოველგვარი ზეწოლის გარეშე გააშუქონ მოვლენები, ისე როგორც თვლიან საჭიროდ და რა თქმა უნდა, დაუშვებელია მათზე რაიმე ტიპის ზემოქმედება, განსაკუთრებით, ის რაც ბოლო დღეებში ვიხილეთ რამდენიმე ჟურნალისტის მიმართ, როდესაც მოქალაქეები დაესხნენ თავს და უსასტიკესი მეთოდებით გაუსწორდნენ. ყველა ეს შემთხვევა უნდა იქნეს გამოძიებული, ყველა ამ შემთხვევაზე, ადამიანებმა, ფიზიკურმა პირებმა, ვინც ეს ჩაიდინეს, პასუხი უნდა აგონ.

კიდევ ერთხელ გავამახვილებ ყურადღებას ამ არაფორმალური ჯგუფების გამოჩენაზე, რომელმაც საზოგადოების ძალიან სამართლიანი აღშფოთება გამოიწვია, არ დარჩა არავინ, ვინც არ დაგმო ეს მოვლენა, იმიტომ, რომ ეს ძალიან საშიში მოვლენა, როდესაც ნიღბიანებში ჩაცმული ადამიანები უსწორდებიან მშვიდობიან მოქალაქეებს, უსწორდებიან ჟურნალისტებს. ეს შემთხვევა უნდა იქნეს, ალბათ, პირველ რიგში გამოძიებული და დადგინდეს ამ ადამიანების ვინაობა და ისინი უნდა წარდგნენ კანონის და სამართლის წინაშე. ეს არის ის გადაუდებელი, რაც უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ. კიდევ ერთხელ მადლობა მინდა გადავუხადო ჟურნალისტებს, იმ საქმიანობისთვის, რომელსაც ისინი ახორციელებენ ძალიან მძიმე პირობებში. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველას, პირველ რიგში ხელისუფლებას, მაგრამ ამავე დროს, აქციის მონაწილეებს არ დაუშვან რაიმე ტიპის ხელშეშლა ჟურნალისტების საქმიანობაზე, მათ უნდა ჰქონდეთ საშუალება მოვლენები გააშუქონ ისე, როგორც ამას თვითონ თვლიან საჭიროდ, უსაფრთხო გარემოში“-განაცხადა ლევან იოსელიანმა.

Post navigation

Previous: სოლიდარობა დაკავებულ დეკანსა და სტუდენტებს – ხელოვნების უნივერსიტეტში აქცია გაიმართა
Next: ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის დეკანი და 4 სტუდენტი პატიმრობაში რჩებიან

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 25 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-სქსელში ჩართულ აბონენტებს

აჭარა თაიმსი ოქტომბერი 23, 2026
_AJARATIMES.GE
  • საქართველო

წარსულში როინ შავაძის მკვლელობის საქმის პროკურორი ვასილ როინიშვილი ახლა ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საკითხს განიხილავს

აჭარა თაიმსი ოქტომბერი 22, 2026
sakonstitucio rusul kanonze_AJARATIMES.GE
  • საქართველო

მეორე დღე – საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეზე განხილვა გრძელდება

აჭარა თაიმსი ოქტომბერი 22, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 25 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-სქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 25 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-სქსელში ჩართულ აბონენტებს

ოქტომბერი 23, 2026
სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე თურქეთის მოქალაქე 100 გრამამდე კოკაინის შემოტანის ბრალდებით დააკავეს sarfis sabajo_AJARATIMES.GE
  • ხელვაჩაური

სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე თურქეთის მოქალაქე 100 გრამამდე კოკაინის შემოტანის ბრალდებით დააკავეს

ოქტომბერი 23, 2026
წარსულში როინ შავაძის მკვლელობის საქმის პროკურორი ვასილ როინიშვილი ახლა ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საკითხს განიხილავს _AJARATIMES.GE
  • საქართველო

წარსულში როინ შავაძის მკვლელობის საქმის პროკურორი ვასილ როინიშვილი ახლა ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საკითხს განიხილავს

ოქტომბერი 22, 2026
მეორე დღე – საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეზე განხილვა გრძელდება sakonstitucio rusul kanonze_AJARATIMES.GE
  • საქართველო

მეორე დღე – საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეზე განხილვა გრძელდება

ოქტომბერი 22, 2026
ბათუმში, 50-ზე მეტ ოჯახს მესამე დღეა წყალი არ მიეწოდება _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში, 50-ზე მეტ ოჯახს მესამე დღეა წყალი არ მიეწოდება

ოქტომბერი 22, 2026
ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე საბოტაჟის ბრალდებით დააკავეს dito chubinidze_AJARATIMES.GE
  • საქართველო

ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე საბოტაჟის ბრალდებით დააკავეს

ოქტომბერი 22, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 25 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-სქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE 1
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 25 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-სქსელში ჩართულ აბონენტებს

ოქტომბერი 23, 2026
სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე თურქეთის მოქალაქე 100 გრამამდე კოკაინის შემოტანის ბრალდებით დააკავეს sarfis sabajo_AJARATIMES.GE 2
  • ხელვაჩაური

სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე თურქეთის მოქალაქე 100 გრამამდე კოკაინის შემოტანის ბრალდებით დააკავეს

ოქტომბერი 23, 2026
წარსულში როინ შავაძის მკვლელობის საქმის პროკურორი ვასილ როინიშვილი ახლა ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საკითხს განიხილავს _AJARATIMES.GE 3
  • საქართველო

წარსულში როინ შავაძის მკვლელობის საქმის პროკურორი ვასილ როინიშვილი ახლა ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საკითხს განიხილავს

ოქტომბერი 22, 2026
მეორე დღე – საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეზე განხილვა გრძელდება sakonstitucio rusul kanonze_AJARATIMES.GE 4
  • საქართველო

მეორე დღე – საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეზე განხილვა გრძელდება

ოქტომბერი 22, 2026
ბათუმში, 50-ზე მეტ ოჯახს მესამე დღეა წყალი არ მიეწოდება _AJARATIMES.GE 5
  • ბათუმი

ბათუმში, 50-ზე მეტ ოჯახს მესამე დღეა წყალი არ მიეწოდება

ოქტომბერი 22, 2026

სიახლეების კალენდარი

ოქტომბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« სექ    

კატეგორიები

არქივი

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.