Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • ბათუმი

ბათუმის მერიას თოვლის გატანის ვალდებულება აქვს, რომელსაც არ ასრულებს

სულხან მესხიძე მარტი 1, 2025
tovli_AJARATIMES.GE

ბათუმის მერიასა და შპს “სანდასუფთავებას” შორის, 2024 წლის 27 დეკემბერს გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, კონტრაქტორს ქალაქიდან 2 000 კუბ.მ. თოვლის გატანის ვალდებულება აქვს, რომელსაც არ ასრულებს.

როგორც წესი, შპს “სანდასუფთავება” საქმიანობის ამსახველ ფოტოებს სოციალურ ქსელში აქტიურად ტვირთავს, თუმცა თოვლის გატანის დამადასტურებელი კადრები ჯერ არ გამოუქვეყნებია. ორგანიზაციაში გვითხრეს, რომ ჩვენს კითხვებზე პასუხი ჯერჯერობით არ აქვთ.

ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, ქალაქში ვითარება ასეთია: ტროტუარებსა და გზის განაპირა ნაწილზე თოვლის უზარმაზარი გორაკებია. მოქალაქეები სოციალურ ქსელში წერენ, რომ გაწმენდისას ზოგიერთ მათგანს შესასვლელი და/ან დაპარკინგებული ტრანსპორტი ჩაუკეტეს.

ცნობისთვის: საავტომობილო გზასა და ტროტუარზე დაგროვებული თოვლის გატანისთვის, ბათუმის ბიუჯეტიდან 26 000 ლარია გათვალისწინებული.

ინფორმაციისთვის: თოვლის დროს, სამი დღის განმავლობაში ბათუმში საავტომობილო გზები და ტროტუარები არ იწმინდებოდა. არ მუშაობდა მუნიციპალური ტრანსპორტი. საბავშვო ბაღებსა და სკოლებში კი პროცესი დღემდე არ აღდგენილა.

“ქართული ოცნების” დეპუტატების მტკიცებით ბათუმის მერი თოვლისგან გამოწვეულ პრობლემებს ეფექტურად გაუმკლავდა – ვრცლად ამ თემაზე წაიკითხავთ ბმულზე ⇓

“ქართული ოცნების” დეპუტატების მტკიცებით ბათუმის მერი თოვლისგან გამოწვეულ პრობლემებს ეფექტურად გაუმკლავდა

გარემოება: რთული ვითარებაა აჭარის სოფლებთან დამაკავშირებელ გზებზე. ხალხი სოციალურ ქსელში წერს, რომ თოვლიდან ერთი კვირის შემდეგაც გზები არ გაწმენდილა, არ მუშაობს მუნიციპალური ტრანსპორტი. სოფლების უმეტეს ნაწილს არ მიეწოდება ელექტროენერგია და ბუნებრივი აირი.

აქვე დაგაინტერესებთ: ენმ შუქისა და ბუნებრივი აირის სუბსიდირების ინიციატივით გამოდის

ენმ შუქისა და ბუნებრივი აირის სუბსიდირების ინიციატივით გამოდის

Post navigation

Previous: ენმ შუქისა და ბუნებრივი აირის სუბსიდირების ინიციატივით გამოდის
Next: ფრენბურთის კლუბის მორიგი გამარჯვება

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმის მერია ბიუჯეტის ფულით სამანქანე გზას შუახევის მერის მეუღლის მიწის ნაკვეთამდე აკეთებს

სულხან მესხიძე ივნისი 19, 2026
policia_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე ბათუმში დააკავეს

აჭარა თაიმსი ივნისი 18, 2026
_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმის მუნიციპალურ ტრანსპორტში უბილეთო მგზავრობის კონტროლი სამხრე კამერებით განხორციელდება

აჭარა თაიმსი ივნისი 18, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

მოსწავლეებისთვის სასკოლო ფორმებს ჩინეთში შეკერავენ saskolo formebi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

მოსწავლეებისთვის სასკოლო ფორმებს ჩინეთში შეკერავენ

ივნისი 20, 2026
„დინამო ბათუმი“ გუნდის გაძლიერებას განაგრძობს _AJARATIMES.GE
  • სპორტი

„დინამო ბათუმი“ გუნდის გაძლიერებას განაგრძობს

ივნისი 19, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 22 ივნისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 22 ივნისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ივნისი 19, 2026
ბათუმის მერია ბიუჯეტის ფულით სამანქანე გზას შუახევის მერის მეუღლის მიწის ნაკვეთამდე აკეთებს _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმის მერია ბიუჯეტის ფულით სამანქანე გზას შუახევის მერის მეუღლის მიწის ნაკვეთამდე აკეთებს

ივნისი 19, 2026
საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით 2 პირი დააკავეს sarfis sabajo_AJARATIMES.GE
  • ხელვაჩაური

საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით 2 პირი დააკავეს

ივნისი 19, 2026
ხელვაჩაურში ავტოსაგზაო შემთხვევას 1 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა – დაშავებულია ორი policia_AJARATIMES.GE
  • ხელვაჩაური

ხელვაჩაურში ავტოსაგზაო შემთხვევას 1 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა – დაშავებულია ორი

ივნისი 18, 2026
მოსწავლეებისთვის სასკოლო ფორმებს ჩინეთში შეკერავენ saskolo formebi_AJARATIMES.GE 1
  • საქართველო

მოსწავლეებისთვის სასკოლო ფორმებს ჩინეთში შეკერავენ

ივნისი 20, 2026
„დინამო ბათუმი“ გუნდის გაძლიერებას განაგრძობს _AJARATIMES.GE 2
  • სპორტი

„დინამო ბათუმი“ გუნდის გაძლიერებას განაგრძობს

ივნისი 19, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 22 ივნისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE 3
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 22 ივნისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ივნისი 19, 2026
ბათუმის მერია ბიუჯეტის ფულით სამანქანე გზას შუახევის მერის მეუღლის მიწის ნაკვეთამდე აკეთებს _AJARATIMES.GE 4
  • ბათუმი

ბათუმის მერია ბიუჯეტის ფულით სამანქანე გზას შუახევის მერის მეუღლის მიწის ნაკვეთამდე აკეთებს

ივნისი 19, 2026
საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით 2 პირი დააკავეს sarfis sabajo_AJARATIMES.GE 5
  • ხელვაჩაური

საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით 2 პირი დააკავეს

ივნისი 19, 2026

სიახლეების კალენდარი

ივნისი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  
« მაი    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.