Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • მულტიმედია
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • ბათუმი

„აქ ვინმე პარლამენტარი რომ ცხოვრობდეს, ორ დღეში გააკეთებდნენ ყველაფერს,“ – ინფრასტრუქტურული სამუშაოების გაჭიანურება ბათუმში

სულხან მესხიძე აპრილი 25, 2025
quchis reabilitacia_AJARATIMES.GE

ბათუმში, ადლიის ქუჩაზე მცხოვრები მოქალაქეები ინფრასტრუქტურული სამუშაოების გაჭიანურებით შეწუხებულნი არიან და პასუხისმგებელ პირებს დროულ რეაგირებას სთხოვენ. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, მჭიდროდ დასახლებულ უბანში სარეაბილიტაციო სამუშაოები ერთი თვის წინ დაიწყო, თუმცა ამ დროისთვის პროცესი შეჩერებულია და მიზეზი მათთვის უცნობია.

„აქ ვინმე პარლამენტარი რომ ცხოვრობდეს, ორ დღეში გააკეთებდნენ ყველაფერს,“ – ამბობს ერთ-ერთი მცხოვრები, რომელიც გადათხრილ ქუჩაზე გადაადგილების სირთულეზე საუბრობს.

ადგილზე სანიაღვრე არხების ღია მდგომარეობაშია, არ არის დაცული უსაფრთხოების მინიმალური ნორმები, რაც ადგილობრივების თქმით, სერიოზულ რისკს ქმნის ბავშვებისთვის და განსაკუთრებით ღამით გადაადგილებისას.

„სასწრაფო ვერ შემოდის. ოჯახში მყავს მძიმე ავადმყოფი. საკუთარი ხელით ვცდილობ ორმოების გასწორებას. შემთხვევა რომ მოხდეს, მერე იყვირებენ – ბავშვი ჩავარდაო. რისკებს ვხედავთ და ვითხოვთ დროულ რეაგირებას,“ – განუცხადა „აჭარა თაიმსს“ ადგილობრივმა მცხოვრებმა, თამაზ ასამბაძემ.

უბანში არ არის განთავსებული საინფორმაციო აბრა, რომელიც საზოგადოებას პროექტის დეტალებზე მიაწვდიდა ინფორმაციას – როგორიცაა სამუშაოების დამკვეთი, შემსრულებელი კომპანია და სამუშაოების დასრულების ვადები. დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით „აჭარა თაიმსმა“ მიმართა ბათუმის მერიას, თუმცა უწყებაში კომენტარი არ გააკეთეს.

Post navigation

Previous: აშშ ამკაცრებს ზომებს „სამშობიარო ტურიზმის“ წინააღმდეგ
Next: დინამოელთა დერბი ფრედ დასრულდა

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

წყარო: შიდა დაპირისპირების გამო ბათუმის საზღვაო აკადემიაში სასწავლო პროცესი ვერ განახლდა

აჭარა თაიმსი ოქტომბერი 1, 2026
_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში მიკროავტობუსებით მგზავრობა გაძვირდა – ტარიფი 1 ლარი გახდა

სულხან მესხიძე ოქტომბერი 1, 2026
_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

რესპუბლიკური საავადმყოფოს ემერჯენსის ხელმძღვანელის თქმით, მინისტრები მას სამსახურის დატოვებას აიძულებენ

სულხან მესხიძე ოქტომბერი 1, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

წყარო: შიდა დაპირისპირების გამო ბათუმის საზღვაო აკადემიაში სასწავლო პროცესი ვერ განახლდა _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

წყარო: შიდა დაპირისპირების გამო ბათუმის საზღვაო აკადემიაში სასწავლო პროცესი ვერ განახლდა

ოქტომბერი 1, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 2ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 2ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ოქტომბერი 1, 2026
ბათუმში მიკროავტობუსებით მგზავრობა გაძვირდა – ტარიფი 1 ლარი გახდა _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში მიკროავტობუსებით მგზავრობა გაძვირდა – ტარიფი 1 ლარი გახდა

ოქტომბერი 1, 2026
რესპუბლიკური საავადმყოფოს ემერჯენსის ხელმძღვანელის თქმით, მინისტრები მას სამსახურის დატოვებას აიძულებენ _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

რესპუბლიკური საავადმყოფოს ემერჯენსის ხელმძღვანელის თქმით, მინისტრები მას სამსახურის დატოვებას აიძულებენ

ოქტომბერი 1, 2026
ბობოყვათში „აჭარა ტექსტილის“ თანამშრომლების ნაწილი გაიფიცა _AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ბობოყვათში „აჭარა ტექსტილის“ თანამშრომლების ნაწილი გაიფიცა

ოქტომბერი 1, 2026
აჭარაში გამოძალვის ბრალდებით უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავეს dakaveba_ajaratimes.ge
  • ბათუმი

აჭარაში გამოძალვის ბრალდებით უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავეს

ოქტომბერი 1, 2026
წყარო: შიდა დაპირისპირების გამო ბათუმის საზღვაო აკადემიაში სასწავლო პროცესი ვერ განახლდა _AJARATIMES.GE 1
  • ბათუმი

წყარო: შიდა დაპირისპირების გამო ბათუმის საზღვაო აკადემიაში სასწავლო პროცესი ვერ განახლდა

ოქტომბერი 1, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 2ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE 2
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 2ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ოქტომბერი 1, 2026
ბათუმში მიკროავტობუსებით მგზავრობა გაძვირდა – ტარიფი 1 ლარი გახდა _AJARATIMES.GE 3
  • ბათუმი

ბათუმში მიკროავტობუსებით მგზავრობა გაძვირდა – ტარიფი 1 ლარი გახდა

ოქტომბერი 1, 2026
რესპუბლიკური საავადმყოფოს ემერჯენსის ხელმძღვანელის თქმით, მინისტრები მას სამსახურის დატოვებას აიძულებენ _AJARATIMES.GE 4
  • ბათუმი

რესპუბლიკური საავადმყოფოს ემერჯენსის ხელმძღვანელის თქმით, მინისტრები მას სამსახურის დატოვებას აიძულებენ

ოქტომბერი 1, 2026
ბობოყვათში „აჭარა ტექსტილის“ თანამშრომლების ნაწილი გაიფიცა _AJARATIMES.GE 5
  • ქობულეთი

ბობოყვათში „აჭარა ტექსტილის“ თანამშრომლების ნაწილი გაიფიცა

ოქტომბერი 1, 2026

სიახლეების კალენდარი

ოქტომბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« სექ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.