ბათუმში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მსუბუქი ავტომობილი ამოყირავდა. ინციდენტი აჭარის მთავრობის სახლის წინ მოხდა.
მძღოლი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, შეეჯახა ხესა და ტროტუარზე დამონტაჟებულ ბოძკინტებს, რის შემდეგაც ამოტრიალდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში “აჭარა თაიმსს განუცხადეს, რომ შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა და გამოძიება ადმინისტრაციული წესით დაიწყო.



