ბათუმში, გვიან ღამით, შარტავასა და ფიროსმანის ქუჩების გზაჯვარედინთან, კაზინოს მიმდებარედ სროლა მოხდა. “აჭარა თაიმსის” ინფორმაციით, გასროლა კაზინოს ერთ-ერთი მომხმარებლის მისამართით განხორციელდა.
ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა. შემთხვევის ადგილას იმყოფებოდნენ პოლიციელები. ინციდენტში სავარაუდოდ, თურქეთის მოქალაქეები ფიგურირებენ, თუმცა აღნიშნული ფაქტი ჯერჯერობით ოფიციალურად არ დასტურდება.
შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტეს, რომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 236-ე მუხლით არის დაწყებული.



