Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • საქართველო

აქციებზე დაკავებული ქალების ნაწილის მიმართ ადგილი ჰქონდა გაუპატიურების მუქარას – NGO

აჭარა თაიმსი დეკემბერი 27, 2024
specrazmi_AJARATIMES.GE

ფოტო: აჭარა თაიმსი / ბაჩანა საჯაია

არასამთავრობო ორგანიზაციების ინფორმაციით, საპროტესტო აქციებზე დაკავებული ქალების ნაწილის მიმართ პოლიციის მიერ ადგილი ჰქონდა პოლიციის მხრიდან ფიზიკური ძალადობის, არაადამიანური, ღირსების შემლახავი მოპყრობის, სექსუალური შევიწროების და გაუპატიურების მუქარის ფაქტებს.

“მოგეხსენებათ, ნოემბერ-დეკემბრის თვეში პოლიცია აქციებზე აკავებდა არა მხოლოდ კაცებს, არამედ ქალებსაც. 28 ნოემბრის შემდეგ, ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციათა ცხელ ხაზზე შემოვიდა 10 შეტყობინება 10 ქალის დაკავების შესახებ, თუმცა, სამწუხაროდ, ოფიციალური მონაცემების არარსებობის გამო, ჩვენ არ გვაქვს ზუსტი მონაცემები და სტატისტიკა თუ რამდენი ქალი დააკავეს საპროტესტო აქციების მიმდინარეობის დროს.

შემაძრწუნებელია ის გარემოება, რომ აქციაზე დაკავებულმა რამდენიმე ქალმა საჯაროდ ისაუბრა მათ მიმართ დაკავების დროს და შემდგომ პერიოდში პოლიციის მხრიდან ფიზიკური ძალადობის, არაადამიანური, ღირსების შემლახავი მოპყრობის, სექსუალური შევიწროების და გაუპატიურების მუქარის ფაქტების თაობაზე.

ქალების განცხადებით, დაკავების პროცესში სპეცრაზმი მათ ფიზიკურად გაუსწორდათ, ემუქრებოდნენ გაუპატიურებით და სიცოცხლის მოსპობით. გაუპატიურების მუქარის კიდევ უფრო სიცხადისთვის, ადგილი ჰქონდა გაუპატიურების აქტის აღწერას, უწმაწური სიტყვების გამოყენებას, დაკავების სპეციალური მანქანისკენ წაყვანის მუქარას, რაც მსხვერპლისთვის კიდევ უფრო დამაჯერებელს ხდიდა აღნიშნულ სიტყვებს.

აქციაზე დაკავებული ქალის მიერ გაკეთებული საჯარო განცხადების თანახმად, დაკავების მანქანაში მას არ მისცეს საშუალება სკამზე დაჯდომის, მთელი გზა მუხლებზე დაჩოქილი ამგზავრეს და ამასთან, ადგილი სექსუალური შევიწროების ფაქტს. ერთ-ერთი დაკავებული ქალის მიერ გაკეთებული საჯარო განცხადებით, მას პოლიციის განყოფილებაში გადაუღეს ვიდეოები, ამცირებდნენ სექსუალური შინაარსის კომენტარებით.

აქციის მონაწილე ერთ-ერთმა ქალმა, რომელსაც სახეზე ფიზიკური დაზიანებები აღენიშნებოდა, საჯაროდ გააკეთა განცხადება, რომ ის აქციის დაშლის დროს პოლიციელებმა თითქოსდა გარიდების მიზნით გაიყვანეს, რის შემდეგაც სცემეს. დაუშვებელია სახელმწიფოს წარმომადგენლის მხრიდან ასეთი ქმედებების განხორციელება, ან ისეთი ქმედებების შესრულების მოთხოვნა, რომელიც დამამცირებელია, ლახავს მოქალაქის ღირსებას და მიმართულია სექსუალური თუ სხვა ნიშნით შევიწროებისკენ.

წამება, არაადამიანური, ღირსების შემლახავი მოპყრობა არის აკრძალული და წარმოადგენს სისხლის სამართლის დანაშაულს. ჩვენ გვსურს, მივმართოთ იმ ქალებს, რომელთაც შესაძლოა შეემთხვათ მსგავსი ფაქტები და ჯერ საჯაროდ არ უსაუბრიათ, ჩვენ, ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები მზად ვართ, აღმოგიჩინოთ სამართლებრივი დახმარება, კონფიდენციალურობის სრული დაცვით და წარმოვადგინოთ თქვენი ინტერესები როგორც ქართულ, ასევე საერთაშორისო სამართლებრივ მექანიზმებში. ასევე, დაგეხმაროთ, რომ მიიღოთ ყველა საჭირო სარეაბილიტაციო სერვისი”. – აღნიშნულია NGO-ების განცხადებაში.

Post navigation

Previous: ქობულეთის მერიისა და საკრებულოს ჩინოვნიკებს ხელფასები გაეზარდათ
Next: აჭარის მაუწყებელი ხალხს პირდაპირ ეთერს კვლავ არ უთმობს

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

police_AJARATIMES.GE
  • საქართველო

ბათუმიდან თბილისში მიმავალი მატარებელი ადამიანს შეეჯახა

აჭარა თაიმსი აპრილი 9, 2026
seqsmushaki_AJARATIMES.GE
  • საქართველო

სექსმუშაკების არგუმენტი სასამართლომ არ გაიზიარა – პროსტიტუციისთვის ადმინისტრაციული დასჯა ძალაში დარჩა

აჭარა თაიმსი აპრილი 8, 2026
shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 8 აპრილი ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

აჭარა თაიმსი აპრილი 7, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ქობულეთში დენის დარტყმით ახალგაზრდა კაცი დაიღუპა _AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ქობულეთში დენის დარტყმით ახალგაზრდა კაცი დაიღუპა

აპრილი 12, 2026
ამერიკიდან დაწყებული საქმე ქვედა აჭყვაში – დავით მახარაძის კოტეჯები და სოფლის განვითარების მაგალითი _AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ამერიკიდან დაწყებული საქმე ქვედა აჭყვაში – დავით მახარაძის კოტეჯები და სოფლის განვითარების მაგალითი

აპრილი 11, 2026
„დინამოების დერბი“ ფრედ 2:2 დასრულდა sporti_AJARATIMES.GE
  • სპორტი

„დინამოების დერბი“ ფრედ 2:2 დასრულდა

აპრილი 11, 2026
ბათუმში 12-13 აპრილს მუნიციპალური ტრანსპორტი უფასო იქნება avtobusebi_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში 12-13 აპრილს მუნიციპალური ტრანსპორტი უფასო იქნება

აპრილი 10, 2026
ხანძარი ბათუმში _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ხანძარი ბათუმში

აპრილი 9, 2026
ბათუმიდან თბილისში მიმავალი მატარებელი ადამიანს შეეჯახა police_AJARATIMES.GE
  • საქართველო

ბათუმიდან თბილისში მიმავალი მატარებელი ადამიანს შეეჯახა

აპრილი 9, 2026
ქობულეთში დენის დარტყმით ახალგაზრდა კაცი დაიღუპა _AJARATIMES.GE 1
  • ქობულეთი

ქობულეთში დენის დარტყმით ახალგაზრდა კაცი დაიღუპა

აპრილი 12, 2026
ამერიკიდან დაწყებული საქმე ქვედა აჭყვაში – დავით მახარაძის კოტეჯები და სოფლის განვითარების მაგალითი _AJARATIMES.GE 2
  • ქობულეთი

ამერიკიდან დაწყებული საქმე ქვედა აჭყვაში – დავით მახარაძის კოტეჯები და სოფლის განვითარების მაგალითი

აპრილი 11, 2026
„დინამოების დერბი“ ფრედ 2:2 დასრულდა sporti_AJARATIMES.GE 3
  • სპორტი

„დინამოების დერბი“ ფრედ 2:2 დასრულდა

აპრილი 11, 2026
ბათუმში 12-13 აპრილს მუნიციპალური ტრანსპორტი უფასო იქნება avtobusebi_AJARATIMES.GE 4
  • ბათუმი

ბათუმში 12-13 აპრილს მუნიციპალური ტრანსპორტი უფასო იქნება

აპრილი 10, 2026
ხანძარი ბათუმში _AJARATIMES.GE 5
  • ბათუმი

ხანძარი ბათუმში

აპრილი 9, 2026

სიახლეების კალენდარი

აპრილი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930  
« მარ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.