Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • მულტიმედია
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • ბათუმი

ბათუმის ნავთობტერმინალმა რვაწლიანი პაუზის შემდეგ საავიაციო ნავთის გადატვირთვა განაახლა

აჭარა თაიმსი ივლისი 20, 2026
batumis porti_AJARATIMES.GE

ბათუმის ნავთობტერმინალმა რვაწლიანი შესვენების შემდეგ საავიაციო ნავთის გადატვირთვა განაახლა. ამის შესახებ ტერმინალის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

მათივე ინფორმაციით, 2026 წლის ივლისიდან ტერმინალი ევროპული ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების მიერ წარმოებული JET A1 მარკის საავიაციო ნავთის დამუშავებას ახორციელებს, რითაც გადასატვირთი ტვირთების ჩამონათვალი გაფართოვდა.

ბათუმის ნავთობტერმინალში საავიაციო ნავთის პირველი პარტია, 10 ათასი ტონა შავი ზღვის გავლით საზღვაო ტრანსპორტით შევიდა. ამჟამად ტვირთი ტერმინალში ინახება და ელოდება სარკინიგზო ვაგონ-ცისტერნებით ყაზახეთის მიმართულებით გაგზავნას.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ბათუმის ნავთობტერმინალი ევროპიდან ყაზახეთში საავიაციო საწვავის მიწოდების ერთ-ერთ საკვანძო ლოგისტიკურ პუნქტად იქცა ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის, ე.წ. შუა დერეფნის ფარგლებში.

ტერმინალის განმარტებით, JET A1 სამოქალაქო ავიაციაში გამოყენებული ერთ-ერთი ძირითადი საავიაციო საწვავია, ხოლო მისი გადატვირთვის განახლება ხელს შეუწყობს შუა დერეფნის განვითარებას, საერთაშორისო ლოგისტიკური ჯაჭვების გაძლიერებასა და სატრანზიტო შესაძლებლობების ზრდას.

ბათუმის ნავთობტერმინალი ნედლი ნავთობის, მაზუთის, დიზელის, საავტომობილო ბენზინის, სხვადასხვა მარკის ნავთის, გათხევადებული ნახშირწყალბადოვანი აირებისა და სხვა თხევადი ნავთობპროდუქტების გადატვირთვასაც უზრუნველყოფს.

ტერმინალის მონაცემებით, 2026 წლის პირველ ნახევარში ბათუმის ნავთობტერმინალში გადატვირთული თხევადი ნავთობტვირთების მოცულობამ დაახლოებით 725 ათასი ტონა შეადგინა.

 

Post navigation

Previous: ოზონის შრის დაცვა იწყება შენი მაცივრით
Next: ბათუმში, „ხოფის“ ბაზრობაზე დაკავებულთა მშობლებს რამდენიმე პირი სიტყვიერად დაუპირისპირდა

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

dakaveba_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

შსს-მ ბათუმში განსაკუთრებით დიდი ოდენობით „მეთადონი“ ამოიღო – დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე

აჭარა თაიმსი სექტემბერი 21, 2026
_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

დატბორვაზე ბათუმის მერიაში 100-ზე მეტი ზარი შევიდა

აჭარა თაიმსი სექტემბერი 20, 2026
giorgi cincadze_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმის დატბორვის დროს მერი შვებულებაში იყო

აჭარა თაიმსი სექტემბერი 20, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

შსს-მ ბათუმში განსაკუთრებით დიდი ოდენობით „მეთადონი“ ამოიღო – დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე dakaveba_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

შსს-მ ბათუმში განსაკუთრებით დიდი ოდენობით „მეთადონი“ ამოიღო – დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე

სექტემბერი 21, 2026
„დინამო ბათუმმა“ დაძაბულ შეხვედრაში „ტორპედო“ დაამარცხა _AJARATIMES.GE
  • სპორტი

„დინამო ბათუმმა“ დაძაბულ შეხვედრაში „ტორპედო“ დაამარცხა

სექტემბერი 20, 2026
დატბორვაზე ბათუმის მერიაში 100-ზე მეტი ზარი შევიდა _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

დატბორვაზე ბათუმის მერიაში 100-ზე მეტი ზარი შევიდა

სექტემბერი 20, 2026
ბათუმის დატბორვის დროს მერი შვებულებაში იყო giorgi cincadze_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმის დატბორვის დროს მერი შვებულებაში იყო

სექტემბერი 20, 2026
გარემოს ეროვნული სააგენტოს მტკიცებით, ბათუმში სექტემბრისთვის უპრეცედენტო ნალექი დაფიქსირდა _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

გარემოს ეროვნული სააგენტოს მტკიცებით, ბათუმში სექტემბრისთვის უპრეცედენტო ნალექი დაფიქსირდა

სექტემბერი 20, 2026
ქობულეთში მეწყრის გამო მატარებელი გაჩერდა _AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ქობულეთში მეწყრის გამო მატარებელი გაჩერდა

სექტემბერი 19, 2026
შსს-მ ბათუმში განსაკუთრებით დიდი ოდენობით „მეთადონი“ ამოიღო – დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე dakaveba_AJARATIMES.GE 1
  • ბათუმი

შსს-მ ბათუმში განსაკუთრებით დიდი ოდენობით „მეთადონი“ ამოიღო – დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე

სექტემბერი 21, 2026
„დინამო ბათუმმა“ დაძაბულ შეხვედრაში „ტორპედო“ დაამარცხა _AJARATIMES.GE 2
  • სპორტი

„დინამო ბათუმმა“ დაძაბულ შეხვედრაში „ტორპედო“ დაამარცხა

სექტემბერი 20, 2026
დატბორვაზე ბათუმის მერიაში 100-ზე მეტი ზარი შევიდა _AJARATIMES.GE 3
  • ბათუმი

დატბორვაზე ბათუმის მერიაში 100-ზე მეტი ზარი შევიდა

სექტემბერი 20, 2026
ბათუმის დატბორვის დროს მერი შვებულებაში იყო giorgi cincadze_AJARATIMES.GE 4
  • ბათუმი

ბათუმის დატბორვის დროს მერი შვებულებაში იყო

სექტემბერი 20, 2026
გარემოს ეროვნული სააგენტოს მტკიცებით, ბათუმში სექტემბრისთვის უპრეცედენტო ნალექი დაფიქსირდა _AJARATIMES.GE 5
  • ბათუმი

გარემოს ეროვნული სააგენტოს მტკიცებით, ბათუმში სექტემბრისთვის უპრეცედენტო ნალექი დაფიქსირდა

სექტემბერი 20, 2026

სიახლეების კალენდარი

სექტემბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  
« აგვ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.