დღეს, ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაამტკიცა გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ილია ჭავჭავაძის ქუჩაზე, გრიბოედოვის ქუჩიდან თბილისის მოედნამდე, სამარშრუტო მიკროავტობუსებისთვის (M3 კატეგორია) ცალკე მოძრაობის ზოლი გამოიყოფა.
ეს ცვლილება ნიშნავს, რომ ამ მონაკვეთზე საზოგადოებრივი ტრანსპორტი იმოძრავებს გამოყოფილ ზოლში, რაც საკრებულოს უმრავლესობის მტკიცებით, ხელს შეუწყობს გადაადგილების სისწრაფეს და მგზავრთა უკეთეს მომსახურებას.
როგორც დოკუმენტშია ასახული გადაწყვეტილების მიღებას წინ უძღოდა ტესტირების პერიოდი, რომლის დროსაც ამ ქუჩებზე დროებით დაწესდა ორმხრივი მოძრაობა. როგორც მერია განმარტავს, შედეგებმა აჩვენა, რომ ქუჩებმა წარმატებით გაუძლო სატრანსპორტო ნაკადს, რამაც შესაძლებლობა შექმნა, საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის პრიორიტეტი მიენიჭებინათ.
როგორც მერიის მუნიციპალური პოლიტიკის სამსახურში ამბობენ, ამ ტიპის მოდელი შესაძლოა მომავალში ქალაქის სხვა ქუჩებზეც გავრცელდეს.
ახალი მიკროავტობუსების მარშრუტები და მგზავრობის საფასური ცნობილია



