ბათუმში, მიმდინარეობს, ფიდე-ს მსოფლიო თასი 8-12 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის. ტურნირში მონაწილეობს 40-მდე ქვეყნის, 300 სპორტსმენი. საქართველოს სახელით შეჯიბრებაში 68 მოჭადრაკე ასპარეზობს, აქედან 13 სპორტსმენი აჭარიდან. ფიდე-ს მსოფლიო თასი, ბათუმში უკვე მეორედ იმართება.
ტურნირმა სტარტი 22 ივნისს აიღო და 3 ივლისამდე გაგრძელდება. შეჯიბრება ორ ეტაპად ტარდება: პირველი ეტაპი – შვეიცარიული სისტემის 7 ტურად გაიმართება; მეორე ეტაპი – ერთმანეთს შეხვდებიან თითოეული ჯგუფიდან ერთსა და იმავე ადგილზე გასული მოთამაშეები.
ავტორი: დიმიტრი გორგილაძე



