Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • მულტიმედია
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • სპორტი

„დინამო ბათუმის“ ახალი მფლობელი ოფიციალურად დასახელდა

აჭარა თაიმსი დეკემბერი 30, 2025
_AJARATIMES.GE

„დინამო ბათუმს“ ახალი მესაკუთრე ჰყავს. კლუბის 100%-იან წილს სააქციო საზოგადოება „დ.ბ 1923“ უხელმძღვანელებს. ინფორმაცია ახალი მესაკუთრის შესახებ „დინამო ბათუმმა“ სოციალურ ქსელში დაადასტურა.

„საფეხბურთო კლუბ ბათუმის დინამოს გასხვისების პროცესი ოფიციალურად დასრულდა. კლუბი ადასტურებს, რომ „დინამო ბათუმის“ 100%-იანი წილი სააქციო საზოგადოება „დ.ბ 1923“-მა შეიძინა. სააქციო საზოგადოებამ „დინამო ბათუმის“ 100%-იანი წილი 30-მილიონიანი ვალდებულებისა და კლუბის გრძელვადიანი სტრატეგიული განვითარების საფუძველზე მიიღო. „დინამო ბათუმის“ შესყიდვა დამტკიცებულია აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ,“ – წერია განცხადებაში.

„დინამო ბათუმი“ განმარტავს, რომ ახალი ხელმძღვანელობა კლუბის არსებული პრობლემების მოგვარებასა და განვითარების ახალი ეტაპის დაწყებას პირდება. ახალი მენეჯმენტის პირველადი სამოქმედო გეგმა ფინანსური და იურიდიული პრობლემების, მათ შორის ფიფას მიერ დაწესებული სატრანსფერო შეზღუდვის, მოგვარებას ითვალისწინებს. სააქციო საზოგადოება „დ.ბ 1923“-მა კლუბზე სრული კონტროლი 29 დეკემბერს მოიპოვა.

რაც შეეხება „თოლიების“ ახალ მესაკუთრეს, „დ.ბ 1923“ ბათუმელი ბიზნესმენის, თემურ მიქელაძის მფლობელობაშია. „მეტროპოლისისა“ და „კროკობეთის“ თანადამფუძნებლის თქმით:

თემურ მიქელაძე:

„ბედნიერი ვარ, რომ დღეს ბათუმის „დინამოსთან“ ერთად ახალ, ძალიან საინტერესო მოგზაურობას ვიწყებ. ჩვენს გულშემატკივართან ერთად ბევრი დიდი ოცნება და მიზანი გვაქვს შესასრულებელი. ჩემთვის, როგორც ბათუმში დაბადებული და გაზრდილი ადამიანისთვის, განსაკუთრებული პატივია, ვიყო ამ კლუბის წინსვლისა და მისი მომავლის ნაწილი. მინდა მადლობა გადავუხადო ჯონი ბაკურაძისა და არჩილ ბერიძის ოჯახებს ამ პროცესში გამოვლენილი დამოკიდებულებისთვის და იმ გამარჯვებებისთვის, რომელთაც მათ „დინამო ბათუმთან“ ერთად მიაღწიეს.“

განცხადებაში მიქელაძემ სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა. მისი თქმით, „დინამო ბათუმი“ სააქციო საზოგადოებად გარდაიქმნება, რაც კლუბში ფინანსურად მდგრადი გარემოს შექმნას ისახავს მიზნად. თუმცა ჯერჯერობით უცნობია, როდის განხორციელდება აღნიშნული პროექტი. განცხადებაში აღნიშნულია, რომ პროცესი „გარდამავალი პერიოდის დასრულებისთანავე“ დაიწყება.

„ჩვენი მიზანია ფინანსურად მდგრადი კლუბის შექმნა, რომელიც გრძელვადიან წარმატებას მიაღწევს როგორც მოედანზე, ისე მის მიღმა. სწორედ ამიტომ „დინამო ბათუმი“ სააქციო საზოგადოებად გარდაიქმნება. ეს მოდელი ნებისმიერ მსურველს მისცემს საშუალებას, შეიძინოს კლუბის აქციები და ამ ფორმით ჩაერთოს მის განვითარებაში. ეს ეხება როგორც ადგილობრივ ბიზნესმენებს, ისე გულშემატკივართა ჯგუფებსა და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, ვისაც სურვილი ექნება, კლუბი ჩვენთან ერთად განავითაროს. ვთვლი, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივაა და ბევრი ადამიანი მოისურვებს ჩვენი პროექტის მონაწილე გახდეს. ამიტომ გარდამავალი პერიოდის დასრულებისთანავე აქტიურად დავიწყებთ კლუბის აქციების გასხვისების პროცესს,“ – წერია განცხადებაში.

„დინამო ბათუმის“ ტრანსფორმაციისა და ახალი მფლობელისთვის გადაბარების პროცესში ჩართულია საკონსულტაციო კომპანია Sports Orient, რომელიც დეკემბერ-იანვრის პერიოდში კლუბში აუდიტს ჩაატარებს და ახალ მესაკუთრეს ფინანსური და სამართლებრივი მდგომარეობის შეფასებაში დაეხმარება.

ავტორი: დიმიტრი გორგილაძე

Post navigation

Previous: ბათუმში ბუნებრივი აირის მიწოდება დროებით შეწყდა – ქუჩების ჩამონათვალი ცნობილია
Next: ბათუმში განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით თურქეთის მოქალაქე დააკავეს

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

_AJARATIMES.GE
  • სპორტი

„დინამო ბათუმმა“ დაძაბულ შეხვედრაში „ტორპედო“ დაამარცხა

აჭარა თაიმსი სექტემბერი 20, 2026
_AJARATIMES.GE
  • სპორტი

„სკ ბათუმმა“ საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის პირველი მატჩი მოიგო

აჭარა თაიმსი სექტემბერი 17, 2026
_AJARATIMES.GE
  • სპორტი

„დინამო ბათუმისა“ და „გორის დილას“ მატჩი ფრედ დასრულდა

აჭარა თაიმსი სექტემბერი 14, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

„დინამო ბათუმმა“ დაძაბულ შეხვედრაში „ტორპედო“ დაამარცხა _AJARATIMES.GE
  • სპორტი

„დინამო ბათუმმა“ დაძაბულ შეხვედრაში „ტორპედო“ დაამარცხა

სექტემბერი 20, 2026
დატბორვაზე ბათუმის მერიაში 100-ზე მეტი ზარი შევიდა _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

დატბორვაზე ბათუმის მერიაში 100-ზე მეტი ზარი შევიდა

სექტემბერი 20, 2026
ბათუმის დატბორვის დროს მერი შვებულებაში იყო giorgi cincadze_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმის დატბორვის დროს მერი შვებულებაში იყო

სექტემბერი 20, 2026
გარემოს ეროვნული სააგენტოს მტკიცებით, ბათუმში სექტემბრისთვის უპრეცედენტო ნალექი დაფიქსირდა _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

გარემოს ეროვნული სააგენტოს მტკიცებით, ბათუმში სექტემბრისთვის უპრეცედენტო ნალექი დაფიქსირდა

სექტემბერი 20, 2026
ქობულეთში მეწყრის გამო მატარებელი გაჩერდა _AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ქობულეთში მეწყრის გამო მატარებელი გაჩერდა

სექტემბერი 19, 2026
„ყოველ დღე საფრთხეში გვიწევს ცხოვრება“ – ავარიულ სახლში მცხოვრები ოჯახი დახმარებას ითხოვს _AJARATIMES.GE
  • ხელვაჩაური

„ყოველ დღე საფრთხეში გვიწევს ცხოვრება“ – ავარიულ სახლში მცხოვრები ოჯახი დახმარებას ითხოვს

სექტემბერი 19, 2026
„დინამო ბათუმმა“ დაძაბულ შეხვედრაში „ტორპედო“ დაამარცხა _AJARATIMES.GE 1
  • სპორტი

„დინამო ბათუმმა“ დაძაბულ შეხვედრაში „ტორპედო“ დაამარცხა

სექტემბერი 20, 2026
დატბორვაზე ბათუმის მერიაში 100-ზე მეტი ზარი შევიდა _AJARATIMES.GE 2
  • ბათუმი

დატბორვაზე ბათუმის მერიაში 100-ზე მეტი ზარი შევიდა

სექტემბერი 20, 2026
ბათუმის დატბორვის დროს მერი შვებულებაში იყო giorgi cincadze_AJARATIMES.GE 3
  • ბათუმი

ბათუმის დატბორვის დროს მერი შვებულებაში იყო

სექტემბერი 20, 2026
გარემოს ეროვნული სააგენტოს მტკიცებით, ბათუმში სექტემბრისთვის უპრეცედენტო ნალექი დაფიქსირდა _AJARATIMES.GE 4
  • ბათუმი

გარემოს ეროვნული სააგენტოს მტკიცებით, ბათუმში სექტემბრისთვის უპრეცედენტო ნალექი დაფიქსირდა

სექტემბერი 20, 2026
ქობულეთში მეწყრის გამო მატარებელი გაჩერდა _AJARATIMES.GE 5
  • ქობულეთი

ქობულეთში მეწყრის გამო მატარებელი გაჩერდა

სექტემბერი 19, 2026

სიახლეების კალენდარი

სექტემბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  
« აგვ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.