Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • მულტიმედია
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • ხულო

„ოქროს ეძებენ“ – ხულოს სოფელ სხანდარაში უცნობი პირები მიწას თხრიან, ადგილობრივები საფრთხეზე საუბრობენ

აჭარა თაიმსი აგვისტო 27, 2026
_AJARATIMES.GE

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ სხანდარაში, ადგილობრივების ინფორმაციით, რამდენიმე თვეა უცნობი პირები მიწას თხრიან. სოფლის მცხოვრებლების თქმით, მათთვის უცნობია სამუშაოების ზუსტი მიზანი, თუმცა ვარაუდობენ, რომ პირები ტერიტორიაზე ძვირფასეულობას, კერძოდ ოქროს ეძებენ.

ადგილობრივების თქმით, გათხრების შესახებ სოფელმა მოგვიანებით შეიტყო. ამის შემდეგ მათ შესაბამის უწყებებს მიმართეს, მათ შორის, ადგილობრივ მერიას, პოლიციას, გარემოსდაცვით უწყებებსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრს.

მათი თქმით, ადგილზე სხვადასხვა უწყების წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ და არსებული ვითარება შეისწავლეს, თუმცა სამუშაოების შეჩერება არ მომხდარა.

„თავიდან ვერ შევამჩნიეთ, რა ხდებოდა. როდესაც გავიგეთ, უკანონო გათხრები მიმდინარეობდა, შემდეგ მივმართეთ ყველა უწყებას. ადგილზე იყვნენ ადგილობრივი მერიიდან, პოლიცია იყო, გარემოსდაცვითი უწყებიდან, შეისწავლეს არსებული ვითარება, თქვეს, რომ საფრთხე ნამდვილად არსებობს. მიუხედავად ამისა, არავინ არაფერი გააკეთა, პრემიერსაც მივმართეთ, მაგრამ არაფერი. რა ხდება რეალურად არავინ გვითხრა. ჩვენი ინფორმაციით, ოქროს ეძებენ,“ – გვიყვებიან სოფელში მცხოვრებლები.

ადგილობრივები ამბობენ, რომ სოფლის თავში დიდი ზომის ლოდებიც ამოთხარეს, რაც, დამატებით საფრთხეს ქმნის. მათი თქმით, სოფელი მეწყერსაშიშ ზონაში მდებარეობს და მიწის მასების ინტენსიურმა ამოღებამ შესაძლოა ბუნებრივი პროცესები გაააქტიუროს.

„საფრთხეს იმაში ვხედავთ, რომ ქვემოთ ორი მოსახლე ვცხოვრობთ, რომლებსაც ადგილმონაცვლეობის საშუალება არ გვაქვს. ზვავსაშიშ ზონაში ვცხოვრობთ. ამოღებული დიდი ზომის ქვები, ლოდები, ესენი რომ გადმოგორდეს, ამ ორ მოსახლეს გაგვანადგურებს, მოსალოდნელია მსხვერპლიც,“ – ამბობენ ადგილობრივები.

სოფლის მცხოვრებლების თქმით, მას შემდეგ, რაც მათი მიმართვები შესაბამის უწყებებზე რეაგირების გარეშე დარჩა, გადაწყვიტეს საკითხზე მედიასთან ესაუბრათ.

ხულოს მერიაში ჩვენს კითხვებს არ უპასუხეს.

Post navigation

Previous: მამუკა მდინარაძემ თანამდებობა დატოვა
Next: ბათუმში ბინის გაქურდვა სცადა – ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავეს

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

xe tye_AJARATIMES.GE
  • ხულო

ხულოში სარდაფში უკანონოდ მოპოვებული წიწვოვანი ხე-ტყე აღმოაჩინეს

აჭარა თაიმსი სექტემბერი 10, 2026
dakaveba_AJARATIMES.GE
  • ხულო

ქრთამის აღებისა და კომერციული მოსყიდვის ფაქტებზე სამი პირი დააკავეს

აჭარა თაიმსი აგვისტო 17, 2026
police_AJARATIMES.GE
  • ხულო

ხულოში, ხრამში გარდაცვლილი კაცი იპოვეს

აჭარა თაიმსი მაისი 16, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

„დინამო ბათუმმა“ დაძაბულ შეხვედრაში „ტორპედო“ დაამარცხა _AJARATIMES.GE
  • სპორტი

„დინამო ბათუმმა“ დაძაბულ შეხვედრაში „ტორპედო“ დაამარცხა

სექტემბერი 20, 2026
დატბორვაზე ბათუმის მერიაში 100-ზე მეტი ზარი შევიდა _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

დატბორვაზე ბათუმის მერიაში 100-ზე მეტი ზარი შევიდა

სექტემბერი 20, 2026
ბათუმის დატბორვის დროს მერი შვებულებაში იყო giorgi cincadze_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმის დატბორვის დროს მერი შვებულებაში იყო

სექტემბერი 20, 2026
გარემოს ეროვნული სააგენტოს მტკიცებით, ბათუმში სექტემბრისთვის უპრეცედენტო ნალექი დაფიქსირდა _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

გარემოს ეროვნული სააგენტოს მტკიცებით, ბათუმში სექტემბრისთვის უპრეცედენტო ნალექი დაფიქსირდა

სექტემბერი 20, 2026
ქობულეთში მეწყრის გამო მატარებელი გაჩერდა _AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ქობულეთში მეწყრის გამო მატარებელი გაჩერდა

სექტემბერი 19, 2026
„ყოველ დღე საფრთხეში გვიწევს ცხოვრება“ – ავარიულ სახლში მცხოვრები ოჯახი დახმარებას ითხოვს _AJARATIMES.GE
  • ხელვაჩაური

„ყოველ დღე საფრთხეში გვიწევს ცხოვრება“ – ავარიულ სახლში მცხოვრები ოჯახი დახმარებას ითხოვს

სექტემბერი 19, 2026
„დინამო ბათუმმა“ დაძაბულ შეხვედრაში „ტორპედო“ დაამარცხა _AJARATIMES.GE 1
  • სპორტი

„დინამო ბათუმმა“ დაძაბულ შეხვედრაში „ტორპედო“ დაამარცხა

სექტემბერი 20, 2026
დატბორვაზე ბათუმის მერიაში 100-ზე მეტი ზარი შევიდა _AJARATIMES.GE 2
  • ბათუმი

დატბორვაზე ბათუმის მერიაში 100-ზე მეტი ზარი შევიდა

სექტემბერი 20, 2026
ბათუმის დატბორვის დროს მერი შვებულებაში იყო giorgi cincadze_AJARATIMES.GE 3
  • ბათუმი

ბათუმის დატბორვის დროს მერი შვებულებაში იყო

სექტემბერი 20, 2026
გარემოს ეროვნული სააგენტოს მტკიცებით, ბათუმში სექტემბრისთვის უპრეცედენტო ნალექი დაფიქსირდა _AJARATIMES.GE 4
  • ბათუმი

გარემოს ეროვნული სააგენტოს მტკიცებით, ბათუმში სექტემბრისთვის უპრეცედენტო ნალექი დაფიქსირდა

სექტემბერი 20, 2026
ქობულეთში მეწყრის გამო მატარებელი გაჩერდა _AJARATIMES.GE 5
  • ქობულეთი

ქობულეთში მეწყრის გამო მატარებელი გაჩერდა

სექტემბერი 19, 2026

სიახლეების კალენდარი

სექტემბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  
« აგვ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.