„რაგბის კლუბი ბათუმი“ აქტიურად აგრძელებს მზადებას 2025-2026 წლების რაგბი დიდი 10-ის სეზონისთვის და შემადგენლობას ახალი მოთამაშეებით აძლიერებს.
კლუბმა სოციალურ ქსელებში დაადასტურა, რომ გუნდს ორი ახალწვეული, ძმები გიორგი და რეზო მარგალიტაძეები შეუერთდნენ.
კლუბის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ:
„ტრანსფერი: ძმები მარგალიტაძეები — გიორგი და რეზო — 2025-2026 წლის სეზონზე სარაგბო კლუბ ბათუმში ითამაშებენ. გიორგი პოზიცია: 9; რეზო პოზიცია: 3.“
ავტორი: დიმიტრი გორგილაძე



