საქსტატის ინფორმაციით, 2025 წლის II კვარტალში საქართველოს ნავსადგურებში და ტერმინალებში 4 221 გემი შემოვიდა. მათ შორის 50.5% გენერალური (ზოგადი სახის) ტვირთის გადამზიდი იყო, 23.2% — თხევადი ტვირთმზიდი, 15.6% — კონტეინერმზიდი, ხოლო 10.7% — ნაყარი ტვირთმზიდი და სპეციალიზებული გემი.
წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 2025 წლის II კვარტალში 53.8%-ით მეტი სპეციალიზებული და 49%-ით მეტი გენერალური ტვირთმზიდი გემი შემოვიდა, თუმცა კონტეინერმზიდების რაოდენობა 38.9%-ით, ხოლო თხევადი ტვირთმზიდების მაჩვენებელი 31.5%-ით შემცირდა.
ქვეყნის ნავსადგურებში შემოსული გემების 17.1% პანამის დროშის ქვეშ დაცურავდა, 15.6% — თურქეთის, 10.9% — მალტის, 7.1% — ლიბერიის, ხოლო დანარჩენი 49.3% სხვა ქვეყნებზე მოდიოდა.
მეორე კვარტალში საქართველოს ნავსადგურებმა 3.0 ათას მგზავრს მოემსახურეს, რაც 17%-ით აღემატება წინა წლის მაჩვენებელს. ამასთან, მგზავრთა ნაკადში გასული მგზავრების წილი 51.8%-ს შეადგენდა, რაც შემოსულების მაჩვენებელზე მაღალია.
ანგარიშის მიხედვით, 2025 წლის II კვარტალში ნავსადგურებმა და ტერმინალებმა 4 024.1 ათასი ტონა ტვირთი გადაამუშავეს, რაც 5%-ით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. გადამუშავებული ტვირთის 52.1% გენერალური (ზოგადი სახის) ტვირთი იყო, 30.7% — თხევადი ტვირთი, ხოლო 17.2% — ნაყარი ტვირთი.



