დღეს, 22 დამოუკიდებელი ონლაინმედია შეუერთდა კამპანიას „სინათლე არ უნდა ჩაქრეს“, რომელიც მიზნად ისახავს თავისუფალი მედიის მხარდაჭერასა და მისი არსებობისთვის ბრძოლას.
სიმბოლური აქციის ფარგლებში, მედიასაშუალებებმა დროებით გათიშეს საკუთარი ვებგვერდები, რათა მკითხველისთვის თვალსაჩინოდ ეჩვენებინათ – რა ხდება, როცა „სინათლე ქრება“, ანუ როდესაც საზოგადოება თავისუფალი ინფორმაციის წყაროს კარგავს.
კამპანიის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ რეპრესიული რეჟიმის პირობებში დამოუკიდებელი ონლაინმედიები რეალურ საფრთხესთან არიან შეჯახებულნი – მათი ჩახშობა და გაქრობა ხელისუფლების მიზნად არის ქცეული. სწორედ ამ საფრთხის საპასუხოდ შეიქმნა ერთიანი პლატფორმა, საიდანაც შესაძლებელია 22 მედიის მხარდაჭერა ერთი ანგარიშზე ჩარიცხვით.
„სინათლის ჩაქრობა ნიშნავს სიმართლის გაქრობას. თავისუფალი მედიის გარეშე საზოგადოება კარგავს შესაძლებლობას, მიიღოს მიუკერძოებელი ინფორმაცია და დაიცვას საკუთარი უფლებები,“ – აცხადებენ კამპანიის ორგანიზატორები.
კამპანია მკითხველს სთავაზობს:
- დაინახოს დამოუკიდებელი ონლაინმედიების ერთიანობა;
- გააცნობიეროს რეპრესიების ფონზე მათი გაქრობის საფრთხე;
- ჩაერთოს სინათლისა და სიმართლის შენარჩუნების საქმეში.
მხარდაჭერის დეტალები ხელმისაწვდომია სპეციალურ ონლაინპლატფორმაზე: https://sinatle.media/
ანგარიშის ნომრები:
- #GE76TB7548536080100013
- #GE06BG0000000609779465
მედიასაშუალებები, რომლებიც გაერთიანებულ კამპანიაში მონაწილეობენ ⇓
- აჭარა თაიმსი • The Ajara Times;
- ბათუმელები • Netgazeti;
- პუბლიკა • Publika • Publika;
- ინდიგო • Indigo;
- ქართლის ამბები;
- GURIA NEWS;
- სამხრეთის კარიბჭე;
- Chai Khana;
- Info imereti;
- სტუდია მონიტორი・Studio Monitori;
- Kutaisipost • ქუთაისიპოსტი;
- OCMedia;
- Radio Marneuli 96.9 FM/ რადიო მარნეული 96.9 FM;
- აი, ფაქტი;
- 64;
- მედიაჩეკერი • Mediachecker;
- ჩემი ხარაგაული;
- აპრილი • Aprili;
- გურიის მოამბე;
- TOK2Region’;
- ჯავახეთის საინფორმაციო ცენტრი



