აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, დავით გაბაიძე შესაძლო გადადგომასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ამ დრომდე ოფიციალური დადასტურება არ მოჰყოლია.
„აჭარა თაიმსმა“ საკითხზე განმარტება უმაღლესი საბჭოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს სთხოვა, თუმცა კითხვაზე – ტოვებს თუ არა თანამდებობას თავმჯდომარე? პასუხი ვერ მივიღეთ. თავად დავით გაბაიძემაც ჩვენი მიმართვა უპასუხოდ დატოვა, მიუხედავად იმისა, რომ შეტყობინება ნანახი აქვს.
გუშინ, ორგანიზაცია „კორუფციასთან ბრძოლის საინფორმაციო ცენტრმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, შესაძლოა დავით გაბაიძემ თანამდებობა დატოვოს.
ამასთან, გავრცელებული ინფორმაციის შესახებ არაფერი იციან „ქართული ოცნების“ დეპუტატებმაც. მათი განცხადებით, აღნიშნულ საკითხზე მათთან კომუნიკაცია არ ყოფილა.
ამ ეტაპზე უცნობია, რა საფუძველი შეიძლება ჰქონდეს გავრცელებულ ინფორმაციას.
თემები, რაც დავით გაბაიძესთან არის დაკავშირებული:
> დავით გაბაიძემ მედიას საჯარო სხდომის გაშუქების უფლება არ მისცა
> დავით გაბაიძემ, ისტორიაში პირველად, უმაღლესი საბჭოს სხდომა დახურა
> რა დამსახურებით მოხვდნენ დავით გაბაიძის ნათესავები უმაღლეს საბჭოში



