Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • მულტიმედია
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • ქედა

ქედაში კაცი მეუღლის 15 წლის დისშვილს სექსუალურად ავიწროვებდა

სულხან მესხიძე მარტი 12, 2024
dzaladoba qalze_ajaratimes.ge

AJARATIMES.GE-ის ინფორმაციით, ქედის მუნიციპალიტეტში დააკავეს კაცი, რომელიც მეუღლის დისშვილს სექსუალურად ავიწროვებდა. წყარო გვიყვება, რომ კაცს 15 წლის გოგოს გაუპატიურების მცდელობა რამდენჯერმე ჰქონდა.

“კაცი მეუღლის დისშვილსთან სექსუალური ურთიერთობის დამყარებას ცდილობდა. ავიწროვებდა მუდმივად, რის გამოც გოგო სახლიდან ხშირად გარბოდა, მათ შორის სცადა თვითმკვლელობაც. ძალადობის მსხვერპლმა მოზადმა სექსუალური შევიწროვების ფაქტი დეიდას უამბო, რომელიც გოგოს ფიზიკურად გაუსწორდა. დეიდა არასრულწლოვანს ტყუილსა და ფაქტის გაზვიადებაში ადანაშაულებდა. გოგო ცემის შემდეგ გაიქცა სახლიდან და პოლიციაში უჩივლა.

ვიდრე პოლიცია რეაგირებას მოახდენდა 15 წლის გოგომ მომხდარის შესახებ შეყვარებულსაც უამბო, ამ უკანასკნელმა კი სექსუალურად მოძალადე კაცთან გასაუბრება სცადა, რაც გოგოს შეყვარებულის დაჭრით დასრულდა. მოგვიანებით ცოლ-ქმარი პოლიციამ დააკავა, თუმცა ქალი გირაოს სანაცვლოდ მალევე გათავისუფლეს,” – უყვება წყარო “აჭარა თაიმსს”. 

წყარო ჩვენთან საუბრისას იმასაც აღნიშნავს, რომ არასრულწლოვანზე ახლა ფსიქოლოგიური ძალადობა მიმდინარეობს. ბრალდებულების ოჯახის წევრები არასრულწლოვანს გამოძიებისთვის მიცემული ჩვენების შეცვლას აიძულებენ. წყაროს ინფორმაციითვე, 15 წლის გოგოს დედა ემიგრაციაშია, შვილი კი მის დასთან ჰყავს დატოვებული.

“ახლა ტ.თ. წინასწარ პატიმრობაშია, მაგრამ გოგოზე ზეწოლა მიმდინარეობს და რას ათქმევინებენ არავინ იცის. ალბათ დააშინებენ. ამ ამბავს არ ახმაურებენ და პოლიციაც მალავს. ამ კაცს პოლიციაშიც ახლობლები ჰყავს და ალბათ დაეხმარებიან. საქმე გვაქვს პედოფილიასთან, რაც ასე გაუხმაურებლად არ უნდა დარჩეს, ბატონო სულხან იმედი მაქვს უყურადღებოდ არ დაგვტოვებთ,” – უყვება წყარო “აჭარა თაიმსის” დამფუძნებელს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს რომ ტ.თ. დაკავებულია, გამოძიება კი სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სექსუალური ხასიათის ძალმომრეობით მოქმედებას გულისხმობს.

რაც შეეხება კაცის მეუღლეს, (არასრულწლოვანის დეიდას) ამ შემთხვევაში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126 მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს. ქალი ამ ეტაპზე გირაოს სანაცვლოდაა გათავისუფლებული.

Post navigation

Previous: ავარია ბათუმში – ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და ელექტრო ავტობუსი შეეჯახა
Next: ხანძარი ბობოყვათში

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

policia_AJARATIMES.GE
  • ქედა

ქედაში მეწარმეს 190 ათას ლარამდე და მიკროავტობუსი გამოსძალე

აჭარა თაიმსი სექტემბერი 23, 2026
qeda.keda_AJARATIMES.GE
  • ქედა

ქედის მუნიციპალიტეტში 3 მილიონ ლარზე მეტი აუთვისებელი დარჩა, გამოვლინდა ფინანსური და შესყიდვების ხარვეზები – აუდიტი

აჭარა თაიმსი მარტი 10, 2026
shuqi_AJARATIMES.GE
  • ქედა

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 2 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

აჭარა თაიმსი ოქტომბერი 1, 2025

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ხულოს მუნიციპალიტეტში მოსახლეობის რიცხოვნობა მკვეთრად შემცირდა xulo_AJARATIMES.GE
  • ხულო

ხულოს მუნიციპალიტეტში მოსახლეობის რიცხოვნობა მკვეთრად შემცირდა

ოქტომბერი 25, 2026
სექტემბერში ბათუმში გაყიდული ბინების 48% უცხოელებმა შეიძინეს batumi_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

სექტემბერში ბათუმში გაყიდული ბინების 48% უცხოელებმა შეიძინეს

ოქტომბერი 25, 2026
საკალათბურთო კლუბმა „ბათუმმა“ „CIU-სთან“ მატჩი წააგო _AJARATIMES.GE
  • სპორტი

საკალათბურთო კლუბმა „ბათუმმა“ „CIU-სთან“ მატჩი წააგო

ოქტომბერი 25, 2026
„დინამო ბათუმმა“ „სამგურალი“ დაამარცხა _AJARATIMES.GE
  • სპორტი

„დინამო ბათუმმა“ „სამგურალი“ დაამარცხა

ოქტომბერი 24, 2026
გმირთა ხეივანში, ხიდის ქვეშ კომერციული ობიექტების უმეტესობა არ გახსნილა, მოიჯარეებისთვის შეღავათებს განიხილავენ gmirta xeivani_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

გმირთა ხეივანში, ხიდის ქვეშ კომერციული ობიექტების უმეტესობა არ გახსნილა, მოიჯარეებისთვის შეღავათებს განიხილავენ

ოქტომბერი 23, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 25 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-სქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 25 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-სქსელში ჩართულ აბონენტებს

ოქტომბერი 23, 2026
ხულოს მუნიციპალიტეტში მოსახლეობის რიცხოვნობა მკვეთრად შემცირდა xulo_AJARATIMES.GE 1
  • ხულო

ხულოს მუნიციპალიტეტში მოსახლეობის რიცხოვნობა მკვეთრად შემცირდა

ოქტომბერი 25, 2026
სექტემბერში ბათუმში გაყიდული ბინების 48% უცხოელებმა შეიძინეს batumi_AJARATIMES.GE 2
  • ბათუმი

სექტემბერში ბათუმში გაყიდული ბინების 48% უცხოელებმა შეიძინეს

ოქტომბერი 25, 2026
საკალათბურთო კლუბმა „ბათუმმა“ „CIU-სთან“ მატჩი წააგო _AJARATIMES.GE 3
  • სპორტი

საკალათბურთო კლუბმა „ბათუმმა“ „CIU-სთან“ მატჩი წააგო

ოქტომბერი 25, 2026
„დინამო ბათუმმა“ „სამგურალი“ დაამარცხა _AJARATIMES.GE 4
  • სპორტი

„დინამო ბათუმმა“ „სამგურალი“ დაამარცხა

ოქტომბერი 24, 2026
გმირთა ხეივანში, ხიდის ქვეშ კომერციული ობიექტების უმეტესობა არ გახსნილა, მოიჯარეებისთვის შეღავათებს განიხილავენ gmirta xeivani_AJARATIMES.GE 5
  • ბათუმი

გმირთა ხეივანში, ხიდის ქვეშ კომერციული ობიექტების უმეტესობა არ გახსნილა, მოიჯარეებისთვის შეღავათებს განიხილავენ

ოქტომბერი 23, 2026

სიახლეების კალენდარი

ოქტომბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« სექ    

კატეგორიები

არქივი

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.