Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • მულტიმედია
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • ბათუმი

ჩაქვში მიუსაფარ ცხოველთა თავშესაფარს აშენებენ – „კუპატას“ დაპირება შეუსრულებელი დარჩა

აჭარა თაიმსი იანვარი 28, 2026
cxovelta tavshesafari_AJARATIMES.GE

„ქართული ოცნების“ აჭარის მთავრობის ინფორმაციით, დაბა ჩაქვის ტერიტორიაზე მიუსაფარ ცხოველთა თავშესაფრის კომპლექსის მშენებლობა დაიწყო. პროექტის მიხედვით, 26 696 კვადრატულ მეტრ ფართობზე ორი იდენტური ბლოკი მოეწყობა.

თავშესაფარში განთავსდება 180 დამოუკიდებელი ვოლიერი, რომლებიც აღჭურვილი იქნება წყალმომარაგებისა და სადრენაჟე სისტემებით. ნაგებობის ცენტრალურ ნაწილში დაგეგმილია ძაღლების გასასეირნებელი შიდა ეზოს მოწყობა.

ოფიციალური ინფორმაციით, კომპლექსი მოიცავს რვა დამხმარე შენობას, მათ შორის – ვეტერინარულ, ადმინისტრაციულ, საკარანტინო, სამზარეულო, „გრუმინგის“ და ძაღლების სასტუმრო ბლოკებს. ტერიტორიაზე ასევე მოეწყობა ძაღლების სავარჯიშო სივრცე. ხელშეკრულების თანახმად, მშენებლობა 2026 წლის 10 დეკემბრამდე უნდა დასრულდეს. პროექტის სავარაუდო ღირებულება ცხრა მილიონ ლარამდეა.

პროექტის პრეზენტაცია მედიის გარეშე გაიმართა, რის გამოც ჟურნალისტებს დამატებითი კითხვების დასმის შესაძლებლობა არ ჰქონდათ.

გავრცელებულ მასალაში არ არის განმარტებული, რატომ შეიცვალა თავშესაფრის მშენებლობის ადგილი და ასევე, პროექტის სახელწოდება. აღსანიშნავია, რომ აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე წინასაარჩევნოდ აცხადებდა, რომ ჩაქვში „კუპატას“ სახელობის თავშესაფარი აშენდებოდა, თუმცა აღნიშნული დაპირება არ შესრულდა.

ინფორმაციისთვის: „კუპატას“ სახელობის თავშესაფრისა და იპოდრომის მშენებლობა ჩაქვში, ბოტანიკური ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე იგეგმებოდა. ბათუმის მერიის მიერ გამოცხადებული ბოლო ტენდერი არ შედგა – მასში მონაწილეობა არავინ მიიღო.

ცნობისთვის: კუპატა იყო ბათუმში მცხოვრები მიუსაფარი ძაღლი, რომელიც მელიქიშვილის ქუჩაზე ბავშვებს გზის უსაფრთხოდ გადაკვეთაში ეხმარებოდა. კუპატა ზებრაზე ჩერდებოდა, აჩერებდა ავტომობილებს და მხოლოდ ამის შემდეგ აძლევდა ბავშვებს ქუჩის გადაკვეთის საშუალებას. მისი ეს ქცევა სოციალურ ქსელებში ფართოდ გავრცელდა და კუპატა ჰუმანური დამოკიდებულების სიმბოლოდ იქცა. მაშინ, მის შესახებ მსოფლიო მედია აქტიურად წერდა. 

საარჩევნო პროგრამები მიუსაფარ ცხოველებზე ზრუნვის გარეშე

Post navigation

Previous: შსს-მ ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 6 წევრი დააკავა, მათ შორის არასრულწლოვნები და ჯგუფის ლიდერი
Next: გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 29 იანვარს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

მარიამისა და აჩის საერთო ღირებულებები და ბრძოლა

სულხან მესხიძე სექტემბერი 5, 2026
dakaveba_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი უცხოელი ბათუმში დააკავეს

აჭარა თაიმსი სექტემბერი 5, 2026
_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ქობულეთ-ხელვაჩაურის დამაკავშირებელ მაგისტრალზე ავარია მოხდა – გადაყირავდა სატვირთო

აჭარა თაიმსი სექტემბერი 4, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

მარიამისა და აჩის საერთო ღირებულებები და ბრძოლა _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

მარიამისა და აჩის საერთო ღირებულებები და ბრძოლა

სექტემბერი 5, 2026
ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი უცხოელი ბათუმში დააკავეს dakaveba_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი უცხოელი ბათუმში დააკავეს

სექტემბერი 5, 2026
ქობულეთ-ხელვაჩაურის დამაკავშირებელ მაგისტრალზე ავარია მოხდა – გადაყირავდა სატვირთო _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ქობულეთ-ხელვაჩაურის დამაკავშირებელ მაგისტრალზე ავარია მოხდა – გადაყირავდა სატვირთო

სექტემბერი 4, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 5 სექტემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 5 სექტემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

სექტემბერი 4, 2026
ბათუმში ორი კატერი ერთმანეთს შეეჯახა – დაშავდა ხუთი ადამიანი _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში ორი კატერი ერთმანეთს შეეჯახა – დაშავდა ხუთი ადამიანი

სექტემბერი 3, 2026
თურქი მოვაჭრეები მომხმარებლების დაკარგვას უჩივიან, მათი თქმით, ადამიანები საყიდლებზე საქართველოში მიდიან sarfis sabajo, turqeti_AJARATIMES.GE
  • უცხოეთი

თურქი მოვაჭრეები მომხმარებლების დაკარგვას უჩივიან, მათი თქმით, ადამიანები საყიდლებზე საქართველოში მიდიან

სექტემბერი 3, 2026
მარიამისა და აჩის საერთო ღირებულებები და ბრძოლა _AJARATIMES.GE 1
  • ბათუმი

მარიამისა და აჩის საერთო ღირებულებები და ბრძოლა

სექტემბერი 5, 2026
ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი უცხოელი ბათუმში დააკავეს dakaveba_AJARATIMES.GE 2
  • ბათუმი

ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი უცხოელი ბათუმში დააკავეს

სექტემბერი 5, 2026
ქობულეთ-ხელვაჩაურის დამაკავშირებელ მაგისტრალზე ავარია მოხდა – გადაყირავდა სატვირთო _AJARATIMES.GE 3
  • ბათუმი

ქობულეთ-ხელვაჩაურის დამაკავშირებელ მაგისტრალზე ავარია მოხდა – გადაყირავდა სატვირთო

სექტემბერი 4, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 5 სექტემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE 4
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 5 სექტემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

სექტემბერი 4, 2026
ბათუმში ორი კატერი ერთმანეთს შეეჯახა – დაშავდა ხუთი ადამიანი _AJARATIMES.GE 5
  • ბათუმი

ბათუმში ორი კატერი ერთმანეთს შეეჯახა – დაშავდა ხუთი ადამიანი

სექტემბერი 3, 2026

სიახლეების კალენდარი

სექტემბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  
« აგვ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.