
AJARATIMES.GE-ის ინფორმაციით, სოფელ ბობოყვათში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია, შედეგად არავინ დაშავებულა. ცეცხლი დასახლებულ ტერიტორიაზე არსებულ კონტეინერებს გაუჩნდა.
ადგილობრივთა თქმით, ცეცხლის კერა იმდენად ძლიერი იყო, რომ სახლებზე გავრცელების საშიშროება შეიქმნა. შემთხვევის ადგილზე მეხანძრე მაშველები იმყოფებოდნენ. ამ ეტაპზე უცნობია ხანძრის გამომწვევი მიზეზი.
თუ „აჭარა თაიმსის“ მასალებს იყენებთ, აუცილებელია წყაროსა და ბმულის მითითება. გთხოვთ, მასალის გადაბეჭდვის შემთხვევაში გაითვალისწინეთ ვალდებულება!