Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • მულტიმედია
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • ხელვაჩაური

ხელვაჩაურის საკრებულოს თავჯდომარეს ასფალტი სახლამდე დაუგეს, სასმელი წყალი კი ინდივიდუალურად მიუყვანეს, მეზობლებს არა

სულხან მესხიძე აგვისტო 28, 2024
tengiz iremadze_AJARATIMES.GE

“აჭარა თაიმსს” ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ზედა ერგეში მცხოვრებლები დაუკავშირდნენ და უთანასწორო მიდგომის შესახებ უამბეს. ადგილობრივთა თქმით, სოფელში გზა საკრებულოს თავჯდომარის სახლამდე მოასფალტეს.

სოფელში მცხოვრებლებმა ფაქტის ამსახველი ფოტოებიც გამოგვიგზავნეს, სადაც ნათლად ჩანს რომ ასფალტი თენგიზ ირემაძის სახლის ჭიშკართან სრულდება, არადა გზის გაგრძელებაზე, როგორც თავად ამბობენ კიდევ რამდენიმე ოჯახი ცხოვრობს.

“ასფალტი სრულდება იქ საიდანაც მარჯვნივ მისი სახლის ასახვევია. არადა სოფლის ცენტრალური გზის იქით 20-ზე მეტი მოსახლეა,” – ამბობს ადგილობრივი. 

ზედა ერგეში მცხოვრებლები იმასაც ამბობენ, რომ თენგიზ ირემაძემ სასმელი წყალი სახლამდე ინდივიდუალურად მიიყვანა, მან მილი ცენტრალური მაგისტრალის სათავე ნაგებობასთან დააერთა.

“ცენტრალურ მილზე დააერთა ზევით წყლის სათავე ნაგებობასთან ახლოს, ხოლო სხვა ყველას დაერთებული აქვს ქვევით. პირველ რიგში მასთან მივა სასმელი წყალი და მერე სხვასთან, შესაბამისად მას მაღალი წნევით მიეწოდება. ასევე, ზაფხულში მას ექნება წყალი და სხვა არა,” – ამბობს ჩვენთან საუბრისას ერთ-ერთი მეზობელი.

ინფორმაციისთვის: სახლში, რომელიც თენგიზ ირემაძეს ეკუთვნის ამ ეტაპზე არავინ ცხოვრობს. მეზობლების ინფორმაციით, ჩინოვნიკი ტერიტორიაზე კოტეჯების მოწყობას გეგმავს.

საჯარო რეესტრის 2012 წლის მონაცემების მიხედვით, სახლი და ტერიტორია თენგიზ ირემაძის სახელზე ფიქსირდებოდა, თუმცა მეზობლების თქმით, ქონება ახლა დედის, ლიანა ირემაძის სახელზეა რეგისტრირებული.

“აჭარა თაიმსის” კითხვებს, ხელვაჩაურის საკრებულოს თავმჯდომარემ, თენგიზ ირემაძემ არ უპასუხა. კითხვები უპასუხოდ დატოვეს ხელვაჩაურის მერიაში, საკრებულოსა და აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტში.

აქვე დაგაინტერესებთ: რას აკეთებდა ხელვაჩაურის საკრებულოს თავჯდომარე 2023 წელს – ფაქტები თენგიზ ირემაძის საქმიანობის ამსახველი დოკუმენტიდან:

Post navigation

Previous: სარფში დიდი რაოდენობით არადეკლარირებული ოქრო აღმოაჩინეს
Next: მურმან დუმბაძის თქმით, მას ფიზიკურად გაუსწორდნენ

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

_AJARATIMES.GE
  • ხელვაჩაური

„ყოველ დღე საფრთხეში გვიწევს ცხოვრება“ – ავარიულ სახლში მცხოვრები ოჯახი დახმარებას ითხოვს

აჭარა თაიმსი სექტემბერი 19, 2026
_AJARATIMES.GE
  • ხელვაჩაური

63 წლის მარტოხელა ქალს სოციალური დახმარება შეუწყვიტეს

სულხან მესხიძე სექტემბერი 13, 2026
sarfis axaligza_AJARATIMES.GE
  • ხელვაჩაური

ბათუმი–სარფის ახალი გზის მშენებლობაზე ხელშეკრულება ჩინურ კომპანიასთან გაფორმდა

აჭარა თაიმსი სექტემბერი 10, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

„დინამო ბათუმმა“ დაძაბულ შეხვედრაში „ტორპედო“ დაამარცხა _AJARATIMES.GE
  • სპორტი

„დინამო ბათუმმა“ დაძაბულ შეხვედრაში „ტორპედო“ დაამარცხა

სექტემბერი 20, 2026
დატბორვაზე ბათუმის მერიაში 100-ზე მეტი ზარი შევიდა _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

დატბორვაზე ბათუმის მერიაში 100-ზე მეტი ზარი შევიდა

სექტემბერი 20, 2026
ბათუმის დატბორვის დროს მერი შვებულებაში იყო giorgi cincadze_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმის დატბორვის დროს მერი შვებულებაში იყო

სექტემბერი 20, 2026
გარემოს ეროვნული სააგენტოს მტკიცებით, ბათუმში სექტემბრისთვის უპრეცედენტო ნალექი დაფიქსირდა _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

გარემოს ეროვნული სააგენტოს მტკიცებით, ბათუმში სექტემბრისთვის უპრეცედენტო ნალექი დაფიქსირდა

სექტემბერი 20, 2026
ქობულეთში მეწყრის გამო მატარებელი გაჩერდა _AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ქობულეთში მეწყრის გამო მატარებელი გაჩერდა

სექტემბერი 19, 2026
„ყოველ დღე საფრთხეში გვიწევს ცხოვრება“ – ავარიულ სახლში მცხოვრები ოჯახი დახმარებას ითხოვს _AJARATIMES.GE
  • ხელვაჩაური

„ყოველ დღე საფრთხეში გვიწევს ცხოვრება“ – ავარიულ სახლში მცხოვრები ოჯახი დახმარებას ითხოვს

სექტემბერი 19, 2026
„დინამო ბათუმმა“ დაძაბულ შეხვედრაში „ტორპედო“ დაამარცხა _AJARATIMES.GE 1
  • სპორტი

„დინამო ბათუმმა“ დაძაბულ შეხვედრაში „ტორპედო“ დაამარცხა

სექტემბერი 20, 2026
დატბორვაზე ბათუმის მერიაში 100-ზე მეტი ზარი შევიდა _AJARATIMES.GE 2
  • ბათუმი

დატბორვაზე ბათუმის მერიაში 100-ზე მეტი ზარი შევიდა

სექტემბერი 20, 2026
ბათუმის დატბორვის დროს მერი შვებულებაში იყო giorgi cincadze_AJARATIMES.GE 3
  • ბათუმი

ბათუმის დატბორვის დროს მერი შვებულებაში იყო

სექტემბერი 20, 2026
გარემოს ეროვნული სააგენტოს მტკიცებით, ბათუმში სექტემბრისთვის უპრეცედენტო ნალექი დაფიქსირდა _AJARATIMES.GE 4
  • ბათუმი

გარემოს ეროვნული სააგენტოს მტკიცებით, ბათუმში სექტემბრისთვის უპრეცედენტო ნალექი დაფიქსირდა

სექტემბერი 20, 2026
ქობულეთში მეწყრის გამო მატარებელი გაჩერდა _AJARATIMES.GE 5
  • ქობულეთი

ქობულეთში მეწყრის გამო მატარებელი გაჩერდა

სექტემბერი 19, 2026

სიახლეების კალენდარი

სექტემბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  
« აგვ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.