Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • ხულო

ხულოს კლინიკის თანამშრომლები გაფიცვასა და პროტესტს აანონსებენ

სულხან მესხიძე დეკემბერი 19, 2024
xulos klinika_AJARATIMES.GE

ხულოს კლინიკის თანამშრომლები გაფიცვასა და პროტესტს აანონსებენ. ამბობენ, რომ იმ შეთხვევაში თუ სამედიცინო დაწესებულების მენეჯმენტი მათ მოთხოვნებს არ გაითვალისწინებს ისინი პროფესიული მოვალეობის შესრულებაზე უარს იტყვიან.

ექიმების თქმით, კლინიკის ადმინისტრაცია სამეანო განყოფილებაში კადრებისა და სამუშაო საათების შემცირებას გეგმავს, რაც დახურვის ტოლფასია. მიმართვაში, რომელსაც ექიმები ავრცელებენ ყვებიან, რომ სამშობიარო ბლოკი მაღალთიან აჭარაში ერთადერთია და ის ხულოს გარდა შუახევის მუნიციპალიტეტსაც ემსახურება.

“ვემიჯნებით კლინიკის გადაწყვეტილებას, თუ ჩვენი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება ვხურავთ კარებს და ყველანი გავდივართ გარეთ,” – ამბობენ ექიმები ვიდეო მიმართვისას.

“აჭარა თაიმსი” კომენტარისთვის ხულოს კლინიკის დირექტორს დაუკავშირდა. ნიკა ბოლქვაძის მტკიცებით, თანამშრომლების შემცირება და სამშობიარო განყოფილების დახურვა არ იგეგმება. გარდა ამისა, ბოლქვაძის თქმით, სამუშაო საათების შემცირება მოქმედ რეგულაციებთანაა დაკავშირებული და გადაწყვეტილებები სწორედ ამას ეფუძნება.

ნიკა ბოლქვაძე, ხულოს კლინიკის დირექტორი: სამეანო ბლოკი არ იხურება, პირიქით განვითარებას ვგეგმავთ, მათ შორის არც თანამშრომლების გათავისუფლებას ვაპირებთ. ამ ეტაპზე საუბარია იმაზე, რომ საათობრივი გრაფიკები შეიცვალა და დატვირთვის შესაბამისი იქნება. ეს გადაწყვეტილება მარეგულირებელ ფარგლებს არ სცდება. ყველაფერი პაციენტის რაოდენობის შესაბამისი უნდა იყოს, ამ მოთხოვნებს უნდა ვაკმაყოფილებდეთ.

აჭარა თაიმსი: გასაგებია, რომ რეგულაციების შესაბამისად განსაზღვრავს კლინიკა სამუშაო საათებს, თუმცა მეორეს მხრივ ეს იმას ნიშნავს, რომ დასაქმებულებს შემოსავალი მნიშვნელოვნად უმცირდებათ. თქვენ არ ფიქრობთ თანამშრომლების შრომის პირობებზე?

ნიკა ბოლქვაძე, ხულოს კლინიკის დირექტორი: (პაუზა) ყველა გადაწყვეტილება გამყარებულია რეგულაციების შესაბამისად. კლინიკის ფუნქციონირება ბევრ კომპონენტზეა დამოკიდებული, თუ წესის მიხედვით არ ვიმოქმედეთ მაშინ სამედიცინო დაწესებულება დახურვის წინაშე აღმოჩნდება.

აჭარა თაიმსი: თანამშრომლები ამბობენ, რომ პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართავენ და უარს იტყვიან პროფესიული მოვალეობის შესრულებაზე. ამაზე გიფიქრიათ, თუ ასე მოხდა, მაშინ როგორ გააგრძელებს სამეანო განყოფილება ფუნქციონირებას? რას უპასუხებდით იმ თანამშრომლებს, რომლებიც უკმაყოფილებას გამოთქვამენ?

ნიკა ბოლქვაძე, ხულოს კლინიკის დირექტორი: კანონის ფარგებში გავაგრძელებთ საქმიანობას. ჩვენ ყველა თანამშრომელს პატივს ვცემთ და კომუნიკაციის პრობლემა არ გვაქვს. გადავჭრით მაგ პრობლემებს ისე, რომ კლინიკის ფუნქციონირებას საფრთხე არ შეექმნას.

Post navigation

Previous: პროტესტის 21-ე დღე, ბათუმში აქცია განახლდა
Next: შუახევში დამეწყრილი საავტომობილო გზის გაწმენდა მიმდინარეობს

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

xulos meria_AJARATIMES.GE
  • ხულო

ხულოს მერია დასანქცირებულ „იმედს“ ბიუჯეტის თანხას ვეღარ ურიცხავს

სულხან მესხიძე აპრილი 6, 2026
xe.tye_AJARATIMES.GE
  • ხულო

აჭარაში უკანონო ტყითსარგებლობის ფაქტები გამოვლინდა – ხულოსა და შუახევში ათეულობით მორი ამოიღეს

აჭარა თაიმსი აპრილი 3, 2026
_AJARATIMES.GE
  • ხულო

ხულოში ხანძრის შედეგად სახლი დაიწვა

აჭარა თაიმსი მარტი 24, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ქობულეთში დენის დარტყმით ახალგაზრდა კაცი დაიღუპა _AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ქობულეთში დენის დარტყმით ახალგაზრდა კაცი დაიღუპა

აპრილი 12, 2026
ამერიკიდან დაწყებული საქმე ქვედა აჭყვაში – დავით მახარაძის კოტეჯები და სოფლის განვითარების მაგალითი _AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ამერიკიდან დაწყებული საქმე ქვედა აჭყვაში – დავით მახარაძის კოტეჯები და სოფლის განვითარების მაგალითი

აპრილი 11, 2026
„დინამოების დერბი“ ფრედ 2:2 დასრულდა sporti_AJARATIMES.GE
  • სპორტი

„დინამოების დერბი“ ფრედ 2:2 დასრულდა

აპრილი 11, 2026
ბათუმში 12-13 აპრილს მუნიციპალური ტრანსპორტი უფასო იქნება avtobusebi_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში 12-13 აპრილს მუნიციპალური ტრანსპორტი უფასო იქნება

აპრილი 10, 2026
ხანძარი ბათუმში _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ხანძარი ბათუმში

აპრილი 9, 2026
ბათუმიდან თბილისში მიმავალი მატარებელი ადამიანს შეეჯახა police_AJARATIMES.GE
  • საქართველო

ბათუმიდან თბილისში მიმავალი მატარებელი ადამიანს შეეჯახა

აპრილი 9, 2026
ქობულეთში დენის დარტყმით ახალგაზრდა კაცი დაიღუპა _AJARATIMES.GE 1
  • ქობულეთი

ქობულეთში დენის დარტყმით ახალგაზრდა კაცი დაიღუპა

აპრილი 12, 2026
ამერიკიდან დაწყებული საქმე ქვედა აჭყვაში – დავით მახარაძის კოტეჯები და სოფლის განვითარების მაგალითი _AJARATIMES.GE 2
  • ქობულეთი

ამერიკიდან დაწყებული საქმე ქვედა აჭყვაში – დავით მახარაძის კოტეჯები და სოფლის განვითარების მაგალითი

აპრილი 11, 2026
„დინამოების დერბი“ ფრედ 2:2 დასრულდა sporti_AJARATIMES.GE 3
  • სპორტი

„დინამოების დერბი“ ფრედ 2:2 დასრულდა

აპრილი 11, 2026
ბათუმში 12-13 აპრილს მუნიციპალური ტრანსპორტი უფასო იქნება avtobusebi_AJARATIMES.GE 4
  • ბათუმი

ბათუმში 12-13 აპრილს მუნიციპალური ტრანსპორტი უფასო იქნება

აპრილი 10, 2026
ხანძარი ბათუმში _AJARATIMES.GE 5
  • ბათუმი

ხანძარი ბათუმში

აპრილი 9, 2026

სიახლეების კალენდარი

აპრილი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930  
« მარ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.