Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • ქობულეთი
  • ხულო

აჭარის მუნიციპალიტეტებში სასმელი წყალი დაბინძურებულია – სურსათის ეროვნული სააგენტო

სულხან მესხიძე დეკემბერი 28, 2023
wyali_ajaratimes.ge

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ აჭარის მუნიციპალიტეტებში არსებული სასმელი წყლის სათავე ნაგებობები ლაბორატორიულად გამოიკვლია. აღებული სინჯებიდან უმეტეს მათგანში დარღვევა დაფიქსირდა. კვლევით ირკვევა, რომ სოფლად მცხოვრები ადამიანებისთვის ადგილობრივი მუნიციპალიტეტები ხარისხიანი წყლის მიწოდებას ვერ უზრუნველყოფენ.

კვლევის შედეგები სურსათის ეროვნული სააგენტოს 2023 წლის მესამე კვარტლის ანგარიშშია ასახული.

მიკრობიოლოგიური ბაქტერიებით იყო სასმელი წყალი შუახევში, სოფელ ნიგაზეულში არსებული სათავე ნაგებობა, რომლის მოვლა პატრონობაზე პასუხისმგებელია შპს „შუახევის წყალკანალია“. საბორატორიული კვლევით დადგინდა, რომ  300 მლ-ში აღმოჩნდა საერთო კოლიფორმები 60 კწე (ნორმა: არ დაიშვება).E.coli 40 (ნორმა: არ დაიშვება); St. Faecalis -250მლ აღმოჩნდა – 16 კწე  (ნორმა: არ დაიშვება).

დაბიძნურებული წყლის მარაგდებოდა მოსახლეობა სოფელ ნენიას სათავე ნაგებობიდანაც. მაფანმრ – 1მლ  აღმოჩნდა 37ºC – 23 კწე(ნორმა <20 კწე) 22ºC – 130 კწე(ნორმა <100 კწე); 300 მლ-ში აღმოჩნდა E.coli 21 (ნორმა: არ დაიშვება); St. Faecalis -250მლ აღმოჩნდა – 15 კწე  (ნორმა: არ დაიშვება). ამ შემთხვევაში წყლის ხარისხზე პასუხისმგებელი ადგილობრივი მერიაა.

იდენტური დარღვევები აღმოჩნდა შუახევის სოფლებში: ფურტიო, ნიგაზეულსა დაწაბლანაში. ლაბორატორიული კვლევით ირკვევა, რომ შუახევის მერია ხარისხიანი წყლის მიწოდებას ვერც ამ სოფლებში უზრუნველყობს.

სასმელი წყლის სათავე ნაგებობა დაბინძურებული იყო ქედაშიც, სოფელ ზენდიდში. ამ შემთხვევაშიც წყლის მიწოდების ხარისხზე ადგილობრივი მუნიციპალიტეტია. ლაბორატორიულმა კვლევამ აჩვენა, რომ 300 მლ წყალში აღმოჩნდა საერთო კოლიფორმები 29 კწე (ნორმა: არ დაიშვება). დაბინძურებული წყალი მიეწოდებოდა სოფელ მერისში არსებული სათავე ნაგებობიდან სკოლას, ბაღს, გამგეობასა და დაბა ქედას.

სილიბაური, ოქტომბერი, სირაბიძეები, კვაშტა, აბუქეთა, კოლოტაური, ზუნდაგა, ცხმორისი, ახო და წონიარისი – ქედის ამ სოფლებში სასმელი წყალი დაბინძურებულია.


დაბინძურებულ წყალს სვამენ ხულოში. ლაბორატორიულმა კვლევამ მიკრობიოლოგიური ბაქტერიებით დაბინძურება დაადგინა. 300 მლ-ში აღმოჩნდა: E.coli 65 (ნორმა: არ დაიშვება); St. Faecalis -250მლ აღმოჩნდა – 9 კწე  (ნორმა: არ დაიშვება). მოსახლეობას დაბიძურებული წყალი სოფელ ვაშლოვანის ორივე სათავე ნაგებობიდან მიეწოდებოდა.

ირკვევა, რომ კურორტი ბეშუმიც დაბინძურებული წყლით მარაგდებოდა, რომელზეც პასუხისმგებელი ხულოს მერიაა. ლაბორატორიული კვლევით დადგინდა, რომ 300 მლ-ში აღმოჩნდა: E.coli 180 (ნორმა: არ დაიშვება); St. Faecalis -250მლ აღმოჩნდა – 70 კწე  (ნორმა: არ დაიშვება).


სასმელი წყალი დაბინძურებული დაფიქსირდა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დაქვემდებარებულ სათავე ნაგებობაშიც. კვლევამ აჩვენა, რომ სოფელ სამებაში წყალში მაფანმრ – 1მლ  აღმოჩნდა 22ºC – 140 კწე(ნორმა <100 კწე); 300 მლ-ში აღმოჩნდა E.coli 28 (ნორმა: არ დაიშვება); St. Faecalis -250მლ აღმოჩნდა – 10 კწე  (ნორმა: არ დაიშვება).


მიკრობიოლოგიური პათოგენებით დაბინძურებულ წყალს სვამდნენ ქობულეთის სოფლებში: ლეღვა, სოფ. ქობულეთი, ხუცუბანი, კვირიკე, ბობოყვათი, ციხისძირი, დაბა ჩაქვის ნაწილი და ჩაისუბანი. ამ სოფლების ხარისხიან წყალმომარაგებაზე პასუხისმგებელი ქობულეთის მერიაა.

ინფორმაციისთვის: სურსათის ეროვნული სააგენტოს ანგარიშში აღნიშნულია, რომ დარღვევების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს.

Post navigation

Previous: ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს – დაკავებულია 14 პირი
Next: ელექტროენერგიის ტარიფი 3 თეთრით მცირდება

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

_AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ხელოვნური კუნძულისთვის მთას შლიან

აჭარა თაიმსი ივლისი 9, 2026
policia_AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ჩაქვში ვეტერინარულ აფთიაქში ვადაგასული პრეპარატები აღმოაჩინეს

აჭარა თაიმსი ივლისი 1, 2026
_AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

„არჩევნების დროს მხოლოდ დაპირებებს ვისმენთ“ – კვირიკეში მოსახლეობა გზის, წყლისა და გარეგანათების პრობლემების მოგვარებას ითხოვს

სულხან მესხიძე ივნისი 29, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ბათუმში, 1900 წელს აგებული შენობის რეკონსტრუქციისთვის მშენებლობის ნებართვა გაიცა _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში, 1900 წელს აგებული შენობის რეკონსტრუქციისთვის მშენებლობის ნებართვა გაიცა

ივლისი 14, 2026
ბათუმში, კორპუსში ხანძრის შედეგად ბინა დაიწვა _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში, კორპუსში ხანძრის შედეგად ბინა დაიწვა

ივლისი 14, 2026
ბათუმში, ბინაში გაზის ბალონი აფეთქდა – ერთი ადამიანი დაშავდა _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში, ბინაში გაზის ბალონი აფეთქდა – ერთი ადამიანი დაშავდა

ივლისი 14, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 15 ივლისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • სპორტი

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 15 ივლისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ივლისი 14, 2026
„დინამო ბათუმმა“ ნოდარ ყალიჩავა დაიმატა _AJARATIMES.GE
  • სპორტი

„დინამო ბათუმმა“ ნოდარ ყალიჩავა დაიმატა

ივლისი 14, 2026
ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი უზბეკეთის მოქალაქე სარფში დააკავეს sarfi_AJARATIMES.GE
  • ხელვაჩაური

ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი უზბეკეთის მოქალაქე სარფში დააკავეს

ივლისი 14, 2026
ბათუმში, 1900 წელს აგებული შენობის რეკონსტრუქციისთვის მშენებლობის ნებართვა გაიცა _AJARATIMES.GE 1
  • ბათუმი

ბათუმში, 1900 წელს აგებული შენობის რეკონსტრუქციისთვის მშენებლობის ნებართვა გაიცა

ივლისი 14, 2026
ბათუმში, კორპუსში ხანძრის შედეგად ბინა დაიწვა _AJARATIMES.GE 2
  • ბათუმი

ბათუმში, კორპუსში ხანძრის შედეგად ბინა დაიწვა

ივლისი 14, 2026
ბათუმში, ბინაში გაზის ბალონი აფეთქდა – ერთი ადამიანი დაშავდა _AJARATIMES.GE 3
  • ბათუმი

ბათუმში, ბინაში გაზის ბალონი აფეთქდა – ერთი ადამიანი დაშავდა

ივლისი 14, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 15 ივლისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE 4
  • სპორტი

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 15 ივლისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ივლისი 14, 2026
„დინამო ბათუმმა“ ნოდარ ყალიჩავა დაიმატა _AJARATIMES.GE 5
  • სპორტი

„დინამო ბათუმმა“ ნოდარ ყალიჩავა დაიმატა

ივლისი 14, 2026

სიახლეების კალენდარი

ივლისი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
« ივნ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.