Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • მულტიმედია
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • ბათუმი

ბათუმის მე-4 საჯარო სკოლის რეაბილიტაციის ვადა და ღირებულება კვლავ გაიზარდა

აჭარა თაიმსი მაისი 20, 2026
_AJARATIMES.GE

ბათუმის მეოთხე საჯარო სკოლის რეკონსტრუქცია/რეაბილიტაციის ვადაგადაცილებულ პროექტზე „ფაქტ-მეტრმა“ კვლევა ჯერ კიდევ 2025 წლის ივნისში გამოაქვეყნა. ამჯერად, ერთი წლის შემდეგ, „აჭარა თაიმსი“ დაინტერესდა, რა ეტაპზეა სამუშაოები და როდის აპირებს კომპანია პროექტის დასრულებას.

როგორც სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული დოკუმენტაცია გვეუბნება, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ 2023 წლის 19 ოქტომბერს გაფორმებული ხელშეკრულება, რომლის ღირებულებაც დასაწყისში 4 606 174 ლარით განისაზღვრა, მიმწოდებელმა ამ დრომდე ვერ შეასრულა.

შპს „ქრიათივ იმფრეშენს კავკასუსს“  სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს ექვსი თვის ვადაში უნდა დაეწყო და 15 თვეში დაესრულებინა.  თუ მაქსიმალურ პერიოდს ვივარაუდებთ, კომპანიას ობიექტი 2025 წლის ივლისში მაინც უნდა ჩაებარებინა.

ხელშეკრულების გაფორმებიდან დღემდე სკოლის რეაბილიტაციის საბოლოო ვადა რამდენჯერმე შეიცვალა: 2025 წლის 15 აპრილს მხარეებმა პროექტი 2026 წლის 13 თებერვლამდე გაახანგრძლივეს. მათ ასევე 1 114 257 ლარით გაზარდეს ხელშეკრულების ფასი, რის შემდეგაც პროექტის ღირებულება 5 720 431 ლარი გახდა.

ამ ეტაპზე ჯერაც გაურკვეველია, დასრულდება, თუ – არა ბათუმის მე-4 საჯარო სკოლის მოსწავლეების, მათი მშობლებისა და პერსონალის დისკომფორტი წელს და დაიწყებენ, თუ – არა ისინი ახალ სასწავლო წელს რეაბილიტირებულ შენობაში, რადგან ბოლო შეთანხმებით, შპს „ქრიათივ იმფრეშენს კავკასუსმა“ სამუშაოები 2026 წლის 31 მაისამდე უნდა დაასრულოს. მითითებულ თარიღამდე კი ათი დღე დარჩა.

აღსანიშნავია, რომ ღირებულება კვლავ გაიზარდა, ამჯერად – 468 331 ლარით. ეს ნიშნავს, რომ, არსებული მონაცემებით, ბათუმის მე-4 საჯარო სკოლის რეაბილიტაციის ვადა, საბოლოო ჯამში, გაიზარდა ერთ წელზე მეტი ხნით, ხოლო ღირებულება – 1 582 588 ლარით.

მხარეებმა ცვლილებების ხელშეკრულებებში მიუთითეს, რომ სამუშაოების პერიოდისა და ღირებულების გაზრდა ჯერ სადემონტაჟო სამუშაოების პროცესში გამოვლენილმა კონსტრუქციულმა პრობლემებმა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მიერ ნებართვის დაგვიანებით გაცემამ გამოიწვია, ხოლო შემდეგ – ისეთი სამუშაოების წარმოების აუცილებლობამ, რომლებიც საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციით გათვალისწინებული არ იყო.

2026 წლის 20 მაისის მდგომარეობით, კომპანიას უკვე ჩაერიცხა 4 513 976 ლარი, რაც პროექტის მთლიანი  ღირებულების 73%-ს შეადგენს.

Post navigation

Previous: გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 21 მაისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს
Next: „მე უდანაშაულო ვარ“ – თურქეთის მოქალაქე ციხეში შიმშილობს და საქმეზე მძიმე დარღვევებზე საუბრობს

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

batumi, qalaqi, shenobebi_AJARATIMES.GE (1)
  • ბათუმი

გაყიდული აჭარა – როგორ ინაწილებენ უკონკურენტოდ რეგიონის ქონებას „ქართული ოცნების“ დონორები

აჭარა თაიმსი სექტემბერი 10, 2026
_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში, ფიროსმანის ქუჩაზე, კორპუსებს შორის მოწყობილი აივნები დაიბზარა

აჭარა თაიმსი სექტემბერი 9, 2026
_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ისტორიულ შენობაზე მიმდინარე სამუშაოების კანონიერების შესწავლას ორი ოპოზიციონერი ითხოვს

აჭარა თაიმსი სექტემბერი 9, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ხულოში სარდაფში უკანონოდ მოპოვებული წიწვოვანი ხე-ტყე აღმოაჩინეს xe tye_AJARATIMES.GE
  • ხულო

ხულოში სარდაფში უკანონოდ მოპოვებული წიწვოვანი ხე-ტყე აღმოაჩინეს

სექტემბერი 10, 2026
გაყიდული აჭარა – როგორ ინაწილებენ უკონკურენტოდ რეგიონის ქონებას „ქართული ოცნების“ დონორები batumi, qalaqi, shenobebi_AJARATIMES.GE (1)
  • ბათუმი

გაყიდული აჭარა – როგორ ინაწილებენ უკონკურენტოდ რეგიონის ქონებას „ქართული ოცნების“ დონორები

სექტემბერი 10, 2026
„დინამო ბათუმმა“ საშინაო შეხვედრა მოიგო და მნიშვნელოვანი სამი ქულა ჩაიწერა აქტივში _AJARATIMES.GE
  • სპორტი

„დინამო ბათუმმა“ საშინაო შეხვედრა მოიგო და მნიშვნელოვანი სამი ქულა ჩაიწერა აქტივში

სექტემბერი 10, 2026
ბათუმი–სარფის ახალი გზის მშენებლობაზე ხელშეკრულება ჩინურ კომპანიასთან გაფორმდა sarfis axaligza_AJARATIMES.GE
  • ხელვაჩაური

ბათუმი–სარფის ახალი გზის მშენებლობაზე ხელშეკრულება ჩინურ კომპანიასთან გაფორმდა

სექტემბერი 10, 2026
პირდაპირი უცხოური ინვესტიციები საქართველოში 23.2%-ით შემცირდა investicia,saqstati,statistika,fuli_AJARATIMES.GE
  • საქართველო

პირდაპირი უცხოური ინვესტიციები საქართველოში 23.2%-ით შემცირდა

სექტემბერი 10, 2026
ბათუმში, ფიროსმანის ქუჩაზე, კორპუსებს შორის მოწყობილი აივნები დაიბზარა _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში, ფიროსმანის ქუჩაზე, კორპუსებს შორის მოწყობილი აივნები დაიბზარა

სექტემბერი 9, 2026
ხულოში სარდაფში უკანონოდ მოპოვებული წიწვოვანი ხე-ტყე აღმოაჩინეს xe tye_AJARATIMES.GE 1
  • ხულო

ხულოში სარდაფში უკანონოდ მოპოვებული წიწვოვანი ხე-ტყე აღმოაჩინეს

სექტემბერი 10, 2026
გაყიდული აჭარა – როგორ ინაწილებენ უკონკურენტოდ რეგიონის ქონებას „ქართული ოცნების“ დონორები batumi, qalaqi, shenobebi_AJARATIMES.GE (1) 2
  • ბათუმი

გაყიდული აჭარა – როგორ ინაწილებენ უკონკურენტოდ რეგიონის ქონებას „ქართული ოცნების“ დონორები

სექტემბერი 10, 2026
„დინამო ბათუმმა“ საშინაო შეხვედრა მოიგო და მნიშვნელოვანი სამი ქულა ჩაიწერა აქტივში _AJARATIMES.GE 3
  • სპორტი

„დინამო ბათუმმა“ საშინაო შეხვედრა მოიგო და მნიშვნელოვანი სამი ქულა ჩაიწერა აქტივში

სექტემბერი 10, 2026
ბათუმი–სარფის ახალი გზის მშენებლობაზე ხელშეკრულება ჩინურ კომპანიასთან გაფორმდა sarfis axaligza_AJARATIMES.GE 4
  • ხელვაჩაური

ბათუმი–სარფის ახალი გზის მშენებლობაზე ხელშეკრულება ჩინურ კომპანიასთან გაფორმდა

სექტემბერი 10, 2026
პირდაპირი უცხოური ინვესტიციები საქართველოში 23.2%-ით შემცირდა investicia,saqstati,statistika,fuli_AJARATIMES.GE 5
  • საქართველო

პირდაპირი უცხოური ინვესტიციები საქართველოში 23.2%-ით შემცირდა

სექტემბერი 10, 2026

სიახლეების კალენდარი

სექტემბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  
« აგვ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.