Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • საქართველო

„მე უდანაშაულო ვარ“ – თურქეთის მოქალაქე ციხეში შიმშილობს და საქმეზე მძიმე დარღვევებზე საუბრობს

აჭარა თაიმსი მაისი 20, 2026
cixe_AJARATIMES.GE

თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე სელაჰათთინ შექერჯი, რომელსაც სასამართლომ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვის საქმეზე 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, უკვე 10 დღეზე მეტია, N1 პენიტენციურ დაწესებულებაში შიმშილობს. ამის შესახებ პატიმარმა „აჭარა თაიმსს“ წერილობით აცნობა.

ადვოკატის თქმით, მსჯავრდებული თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს და აცხადებს, რომ საქმეში არაერთი გარემოებაა, რომელიც გამოძიებისა და სასამართლო პროცესის მიმართ კითხვებს აჩენს.

დავით დუმბაძის განმარტებით, სელაჰათთინ შექერჯი ტაქსის მძღოლად მუშაობდა და სარფიდან ბათუმში მგზავრის ჩამოყვანის შეკვეთა მიიღო. როგორც ადვოკატი ამბობს, ადგილზე მისულ მძღოლს უთხრეს, რომ მხოლოდ ხელჩანთების გადატანა მოუწევდა. სწორედ ამ ჩანთებში აღმოჩნდა, გამოძიების ვერსიით, აკრძალული ნივთიერება.

დაცვის მხარე ამტკიცებს, რომ დაკავების პროცესსა და საქმის მტკიცებულებებში სერიოზული შეუსაბამობებია. ადვოკატის თქმით, საქმეში არსებული ლუქის ნომრები ერთმანეთს არ ემთხვევა, საბაჟოდან ამოღებული და დალუქული ნივთიერების ნომერი განსხვავდება ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული ნომრისგან.

მისივე თქმით, პრობლემურია მობილური ტელეფონის საკითხიც. დაცვის მხარე ამტკიცებს, რომ დაკავებულის ტელეფონში არსებობდა შეტყობინებები და სხვა მონაცემები, რაც შესაძლოა მისი უდანაშაულობის დამადასტურებელი ყოფილიყო, თუმცა ტელეფონი ადვოკატებს დღემდე არ გადასცემიათ დამოუკიდებელი ექსპერტიზისთვის.

„ვოთსაფში არსებული შეტყობინებები წაშლილია, ტელეფონში კი გაჩნდა სქრინები, რომელთა წარმომავლობაც გაურკვეველია. პოლიცია ტელეფონს არ გვაძლევს ექსპერტიზისთვის, მიუხედავად იმისა, რომ თითქმის ერთი წელია სამხარაულის ბიუროშია გადაგზავნილი,“ – ამბობს ადვოკატი.

დავით დუმბაძის განცხადებით, სასამართლოს მიერ განაჩენი 2026 წლის 10 მარტს გამოცხადდა, თუმცა დაცვის მხარეს გადაწყვეტილება დღემდე არ ჩაბარებია, რაც, მისი შეფასებით, სააპელაციო პროცედურებს აფერხებს.

„სასამართლოს მიერ დროულად რომ დაკმაყოფილებულიყო შუამდგომლობა მიმდებარე ჯიხურიდან ვიდეოკამერების ჩანაწერების გამოთხოვისა და დათვალიერების შესახებ, შესაძლოა, ისინი წაშლილი აღარ დაგვხვედროდა. სასამართლოს უარი რომ არ ეთქვა პროკურატურის მიერ უგულებელყოფილი რეალური ეჭვმიტანილების დაკითხვაზე, იქნებ ნამდვილი დამნაშავე დასჯილიყო. სასამართლოს ეკრანიდან დაკითხული გამომძიებლებისთვის თავზე ხელი რომ არ გადაესვა „არაუშავს, ტექნიკური შეცდომა დაგიშვიათ, მომავალშიც სხვა ნივთიერება დალუქეთ და სხვა ნივთიერების დასკვნით მოდით, მაინც თვალს დავხუჭავო“ – შესაძლოა, სამართლიანი განაჩენიც დამდგარიყო. დაცვის მხარის ისედაც შეზღუდული შესაძლებლობების მინიმუმამდე დაყვანა, ზოგ შემთხვევაში კი სრულად გაუქმება, აზიანებს ქართულ მართლმსაჯულებას და ამყარებს სტერეოტიპს, რომ სასამართლო, როგორც დამოუკიდებელი ინსტიტუტი, რეალურად აღარ არსებობს“ – ამბობს დავით დუმბაძე.

სელაჰათთინ შექერჯიმ „აჭარა თაიმსს“ ციხიდან წერილი გამოუგზავნა, სადაც ამბობს, რომ ბრალს არ აღიარებს და თავს  უსამართლობის მსხვერპლად მიიჩნევს.

„მე არასდროს შევეგუები ამ დანაშაულს, თუნდაც ეს ჩემი სიცოცხლის ბოლომდე დამჭირდეს. უდანაშაულობის მიუხედავად, ოჯახისა და შვილებისგან განცალკევებით ვცხოვრობ როგორც პატიმარი, დამნაშავეები კი თავისუფლები არიან,“ – წერს მსჯავრდებული.

მისი განცხადებით, სამართლებრივი პროცესის პარალელურად მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა მისი ოჯახიც. წერილში აღნიშნავს, რომ დედა 2025 წლის დეკემბერში გარდაეცვალა, ხოლო ავადმყოფი მამა მომვლელის გარეშე დარჩა. ასევე ამბობს, რომ პატიმრობის გამო მისი შვილების სოციალური და საგანმანათლებლო მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუარესდა.

ადვოკატი დავით დუმბაძე აცხადებს, რომ სასამართლომ დაცვის მხარის რამდენიმე მნიშვნელოვანი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა, მათ შორის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ვიდეოკამერების ჩანაწერების დროული ამოღება და იმ პირების დაკითხვა, რომლებსაც დაცვა რეალურ ბრალდებულებად მიიჩნევდა.

„ბათუმში დამაპატიმრეს და დაახლოებით 9 თვეა პატიმრობაში ვიმყოფები. სასამართლომ 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მომისაჯა. ბრალდება უკავშირდება ჩანთებში აღმოჩენილ აკრძალულ ნივთიერებებს, რომლებიც თან ჰქონდა ადამიანს, რომლის გადაყვანაც სარფიდან ბათუმში მიწევდა, როდესაც ტაქსის მძღოლად ვმუშაობდი. მე არ ვიცოდი, რა იდო ამ ჩანთებში, მაგრამ მიუხედავად ამისა, ცრუ ბრალდება წამიყენეს. საქართველოს მოქალაქის სიტყვას ენდნენ, რომელიც ფაქტობრივად ტვირთის მფლობელი იყო და დაპატიმრების გარეშე გაათავისუფლეს, მე კი, როგორც თურქეთის მოქალაქეს, არავინ მომისმინა,“ – წერს შექერჯი.

მისი თქმით, საქმეში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მტკიცებულება მისი ტელეფონი და სატელეფონო მონაცემებია, თუმცა ამ დრომდე არ ჩატარებულა სრულყოფილი ექსპერტიზა.

„ტელეფონი, რომლითაც შეიძლებოდა ჩემი უდანაშაულობის დამტკიცება, არც ჩემს ადვოკატებს და არც ჩემს ოჯახს არ მისცეს. მიუხედავად იმისა, რომ ტელეფონი შეიცავდა მნიშვნელოვან ზარებსა და მდებარეობის მონაცემებს, სასამართლო უარს ამბობდა იმ ადამიანების დაკითხვაზე, ვინც ამ საქმეზე რეალურ ინფორმაციას ფლობდა,“ – აღნიშნავს მსჯავრდებული.

შექერჯი წერილში ყურადღებას ამახვილებს მტკიცებულებების ჯაჭვზეც და ამბობს, რომ საქმეში არსებული დოკუმენტები ურთიერთგამომრიცხავია.

„საქმის მასალები შეიცავს მნიშვნელოვან დარღვევას მტკიცებულებათა ჯაჭვში. სრულიად ცხადია, რომ ამოღების ოქმებზე მითითებული ლუქის ნომრები არ ემთხვევა ექსპერტიზისთვის წარდგენილი ამანათის ნომრებს. სასამართლო პროცესზე ექსპერტებმა განაცხადეს, რომ ასეთ რამეს ყურადღებას არ აქცევენ და მსგავსი შეცდომები შეიძლება მოხდეს. ჩემთვის გაუგებარია, როგორ შეიძლება ადამიანის ბედი ასეთ „შეცდომებზე“ იყოს დამოკიდებული,“ – წერს ის.

მისივე განცხადებით, სამართალდამცავები მას დანაშაულის აღიარებას სთავაზობდნენ.

„მითხრეს, თუ დანაშაულს ვაღიარებდი, გარკვეული დროის შემდეგ გამათავისუფლებდნენ, თუმცა დიდი თანხის გადახდა მომიწევდა. მე არ ჩამიდენია ეს დანაშაული და ვერ ვაღიარებ იმას, რაც არ გამიკეთებია,“ – აცხადებს მსჯავრდებული.

სელაჰათთინ შექერჯი აცხადებს, რომ შიმშილობა მისთვის უკიდურესი ფორმაა, რათა საკუთარი ხმა საზოგადოებამდე მიიტანოს.

„არჩევანი არ დამიტოვეს, გარდა იმისა, რომ შიმშილობა დამეწყო, რათა საქმე სწრაფად და სამართლიანად განიხილონ. მივმართავ როგორც ჩემს სამშობლოს, ისე საქართველოს სახელმწიფოს ლიდერებს, გთხოვთ, დასრულდეს ეს პატიმრობა. მე უდანაშაულო ვარ,“ – წერს მსჯავრდებული.

Post navigation

Previous: ბათუმის მე-4 საჯარო სკოლის რეაბილიტაციის ვადა და ღირებულება კვლავ გაიზარდა

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 21 მაისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

აჭარა თაიმსი მაისი 20, 2026
shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 20 მაისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

აჭარა თაიმსი მაისი 19, 2026
shuqi, santeli_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 19 მაისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

აჭარა თაიმსი მაისი 18, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

„მე უდანაშაულო ვარ“ – თურქეთის მოქალაქე ციხეში შიმშილობს და საქმეზე მძიმე დარღვევებზე საუბრობს cixe_AJARATIMES.GE
  • საქართველო

„მე უდანაშაულო ვარ“ – თურქეთის მოქალაქე ციხეში შიმშილობს და საქმეზე მძიმე დარღვევებზე საუბრობს

მაისი 20, 2026
ბათუმის მე-4 საჯარო სკოლის რეაბილიტაციის ვადა და ღირებულება კვლავ გაიზარდა _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმის მე-4 საჯარო სკოლის რეაბილიტაციის ვადა და ღირებულება კვლავ გაიზარდა

მაისი 20, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 21 მაისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 21 მაისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

მაისი 20, 2026
რას სთავაზობს ექსპრს ლომბარდი მომხმარებლებს? IMG_9043
  • რეკლამა

რას სთავაზობს ექსპრს ლომბარდი მომხმარებლებს?

მაისი 20, 2026
ბათუმში ვეტკლინიკა „ოთხ თათში“ ვადაგასული პრეპარატი აღმოაჩინეს _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში ვეტკლინიკა „ოთხ თათში“ ვადაგასული პრეპარატი აღმოაჩინეს

მაისი 20, 2026
ბათუმში 5 ტონაზე მეტი ვადაგასული თევზი აღმოაჩინეს _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში 5 ტონაზე მეტი ვადაგასული თევზი აღმოაჩინეს

მაისი 20, 2026
„მე უდანაშაულო ვარ“ – თურქეთის მოქალაქე ციხეში შიმშილობს და საქმეზე მძიმე დარღვევებზე საუბრობს cixe_AJARATIMES.GE 1
  • საქართველო

„მე უდანაშაულო ვარ“ – თურქეთის მოქალაქე ციხეში შიმშილობს და საქმეზე მძიმე დარღვევებზე საუბრობს

მაისი 20, 2026
ბათუმის მე-4 საჯარო სკოლის რეაბილიტაციის ვადა და ღირებულება კვლავ გაიზარდა _AJARATIMES.GE 2
  • ბათუმი

ბათუმის მე-4 საჯარო სკოლის რეაბილიტაციის ვადა და ღირებულება კვლავ გაიზარდა

მაისი 20, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 21 მაისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE 3
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 21 მაისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

მაისი 20, 2026
რას სთავაზობს ექსპრს ლომბარდი მომხმარებლებს? IMG_9043 4
  • რეკლამა

რას სთავაზობს ექსპრს ლომბარდი მომხმარებლებს?

მაისი 20, 2026
ბათუმში ვეტკლინიკა „ოთხ თათში“ ვადაგასული პრეპარატი აღმოაჩინეს _AJARATIMES.GE 5
  • ბათუმი

ბათუმში ვეტკლინიკა „ოთხ თათში“ ვადაგასული პრეპარატი აღმოაჩინეს

მაისი 20, 2026

სიახლეების კალენდარი

მაისი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
« აპრ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.