ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის ინფორმაციით, მუნიციპალურ ტრანსპორტში უბილეთო მგზავრობაზე მონიტორინგის პროცესი დამატებით კონტროლისა და გამჭვირვალობის მექანიზმებით გაძლიერდა.
უწყების ცნობით, კონტროლის პროცესის სრულყოფისა და ობიექტურად აღრიცხვის მიზნით, მუნიციპალური ინსპექციის სპეციალისტები სამხრე ვიდეოკამერებით აღიჭურვნენ.
⇔ ბათუმის მუნიციპალურ ავტობუსებში ანტისანიტარიული მდგომარეობაა
ახალი წესის მიხედვით, კონკრეტულ ლოკაციაზე მომუშავე კონტროლიორების ჯგუფიდან ვიდეოკამერას ერთი თანამშრომელი ატარებს და მონიტორინგის პროცესის ვიდეოფიქსაციას უზრუნველყოფს. ინსპექციის განმარტებით, აღნიშნული სისტემა მიზნად ისახავს როგორც მგზავრთა უფლებების დაცვას, ისე სპეციალისტების საქმიანობის მეტი გამჭვირვალობის უზრუნველყოფას.
ამავე ინფორმაციით, მგზავრთა ნაკადების ზედამხედველობის განყოფილებამ მიმდინარე წელს მუნიციპალურ ტრანსპორტში საფასურის გადაუხდელად გადაადგილების 5265 შემთხვევა გამოავლინა.
⇔ ბათუმში ავტობუსებით მგზავრობის საფასური იზრდება
მუნიციპალური ინსპექცია მოქალაქეებს კიდევ ერთხელ ახსენებს, რომ მგზავრი ვალდებულია ტრანსპორტში ასვლისთანავე გადაიხადოს მგზავრობის საფასური.
⇔ რუსული და „ქურდული“ სიმღერების ჩართვის გამო ბათუმის ავტობუსებიდან მაგნიტოფონები ამოიღეს



