Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • მულტიმედია
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • ბათუმი

ბათუმში, ფიროსმანის ქუჩაზე, კორპუსებს შორის მოწყობილი აივნები დაიბზარა

აჭარა თაიმსი სექტემბერი 9, 2026
_AJARATIMES.GE

ბათუმში, ფიროსმანის ქუჩაზე, ერთი კორპუსის ორ ფლიგელს შორის არსებულ სივრცეში მოწყობილი აივნები დაიბზარა. ნაპრალები იმდენად დიდია, რომ მათი დანახვა შორიდანაც შესაძლებელია. ადგილობრივების თქმით, აივნები კორპუსის ორ ნაწილს შორის არსებულ სივრცეშია მოწყობილი.

კორპუსის ამხანაგობის თავმჯდომარის განმარტებით, შენობა ორ ნაწილად არის გაყოფილი ე.წ. სეისმური ნაკერით, რომელიც კორპუსის ბლოკებს ერთმანეთისგან დამოუკიდებლად მოძრაობის საშუალებას აძლევს.

თუმცა, კითხვაზე, რატომ მოეწყო აივნები სწორედ კორპუსის ორ ნაწილს შორის არსებულ თავისუფალ სივრცეში და რამდენად შეესაბამება მათი მოწყობა შენობის კონსტრუქციულ თავისებურებებს, ამხანაგობის თავმჯდომარე პასუხს ვერ გვცემს და განმარტებისთვის ბათუმის მერიაში გვამისამართებს.

ბათუმის მერიაში „აჭარა თაიმსს“ განუმარტეს, რომ ფიროსმანისა და ჯავახიშვილის ქუჩების კვეთაზე კომპანია „ანაგის“ მიერ აშენებული ორი კორპუსის შეერთების ადგილზე ბჟენია მოწყობილი, ხოლო ზედა სართულებზე დატოვებულია ტემპერატურული ნაკერი, რომელიც ნაგებობას ცალკეულ, ერთმანეთისგან დამოუკიდებელ ბლოკებად ყოფს.

მერიის განმარტებით, ასეთი ნაკერი აუცილებელია, რათა შენობის სხვადასხვა ნაწილმა შესაძლო განსხვავებული ჩაჯდომისა და ტემპერატურული ცვლილებებით გამოწვეული მოძრაობის შემთხვევაში ერთმანეთზე ზეწოლა არ მოახდინოს.

„ბათუმში ფიროსმანისა და ჯავახიშვილოს ქუჩების კვეთაში, კომპანია „ანაგის“ მიერ დამოუკიდებლად აშენებული ორი კორპუსის ერთმანეთთან შეერთების ბჟენის ადგილია. რაც შეეხება ზემო სართულებს, ბზარი არ არის, ტემპერატურული ნაკერია დატოვებული, რომელიც ყოფს ნაგებობას ცალკეულ დამოუკიდებელ ბლოკებად/შენობებად. ტემპერატურული ნაკერი წარმოადგენს შენობის კონსტრუქციულ ელემენტს, რომელიც ყოფს ნაგებობას ცალკეულ დამოუკიდებელ ბლოკებად/შენობებად. თუ შენობის სხვადასხვა ნაწილს აქვს განსხვავებული სართულიანობა ან გრუნტის განსხვავებული მზიდუნარიანობა, ნაკერი საშუალებას აძლევს ბლოკებს/შენობებს ჯდომა განახორციელონ ერთმანეთისგან დამოუკიდებლად. ასევე ტემპერატურის ცვლილებისას სამშენებლო მასალები განიცდიან გაფართოებას ან შეკუმშვას ტემპერატურული ნაკერი უზრუნველყოფს ამ მოძრაობის თავისუფლებასაც. ორივე შენობა განსხვავებულად ჯდება გრუნტში გამომდინარე აქედან ბჟენი უნდა იყოს დეფორმირებადი, რათა არ შეზღუდოს ეს მოძრაობა,“ – მოგვწერეს ბათუმის მერიიდან

Post navigation

Previous: ისტორიულ შენობაზე მიმდინარე სამუშაოების კანონიერების შესწავლას ორი ოპოზიციონერი ითხოვს
Next: პირდაპირი უცხოური ინვესტიციები საქართველოში 23.2%-ით შემცირდა

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

batumi_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

სექტემბერში ბათუმში გაყიდული ბინების 48% უცხოელებმა შეიძინეს

აჭარა თაიმსი ოქტომბერი 25, 2026
gmirta xeivani_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

გმირთა ხეივანში, ხიდის ქვეშ კომერციული ობიექტების უმეტესობა არ გახსნილა, მოიჯარეებისთვის შეღავათებს განიხილავენ

აჭარა თაიმსი ოქტომბერი 23, 2026
_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში, 50-ზე მეტ ოჯახს მესამე დღეა წყალი არ მიეწოდება

აჭარა თაიმსი ოქტომბერი 22, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ხულოს მუნიციპალიტეტში მოსახლეობის რიცხოვნობა მკვეთრად შემცირდა xulo_AJARATIMES.GE
  • ხულო

ხულოს მუნიციპალიტეტში მოსახლეობის რიცხოვნობა მკვეთრად შემცირდა

ოქტომბერი 25, 2026
სექტემბერში ბათუმში გაყიდული ბინების 48% უცხოელებმა შეიძინეს batumi_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

სექტემბერში ბათუმში გაყიდული ბინების 48% უცხოელებმა შეიძინეს

ოქტომბერი 25, 2026
საკალათბურთო კლუბმა „ბათუმმა“ „CIU-სთან“ მატჩი წააგო _AJARATIMES.GE
  • სპორტი

საკალათბურთო კლუბმა „ბათუმმა“ „CIU-სთან“ მატჩი წააგო

ოქტომბერი 25, 2026
„დინამო ბათუმმა“ „სამგურალი“ დაამარცხა _AJARATIMES.GE
  • სპორტი

„დინამო ბათუმმა“ „სამგურალი“ დაამარცხა

ოქტომბერი 24, 2026
გმირთა ხეივანში, ხიდის ქვეშ კომერციული ობიექტების უმეტესობა არ გახსნილა, მოიჯარეებისთვის შეღავათებს განიხილავენ gmirta xeivani_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

გმირთა ხეივანში, ხიდის ქვეშ კომერციული ობიექტების უმეტესობა არ გახსნილა, მოიჯარეებისთვის შეღავათებს განიხილავენ

ოქტომბერი 23, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 25 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-სქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 25 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-სქსელში ჩართულ აბონენტებს

ოქტომბერი 23, 2026
ხულოს მუნიციპალიტეტში მოსახლეობის რიცხოვნობა მკვეთრად შემცირდა xulo_AJARATIMES.GE 1
  • ხულო

ხულოს მუნიციპალიტეტში მოსახლეობის რიცხოვნობა მკვეთრად შემცირდა

ოქტომბერი 25, 2026
სექტემბერში ბათუმში გაყიდული ბინების 48% უცხოელებმა შეიძინეს batumi_AJARATIMES.GE 2
  • ბათუმი

სექტემბერში ბათუმში გაყიდული ბინების 48% უცხოელებმა შეიძინეს

ოქტომბერი 25, 2026
საკალათბურთო კლუბმა „ბათუმმა“ „CIU-სთან“ მატჩი წააგო _AJARATIMES.GE 3
  • სპორტი

საკალათბურთო კლუბმა „ბათუმმა“ „CIU-სთან“ მატჩი წააგო

ოქტომბერი 25, 2026
„დინამო ბათუმმა“ „სამგურალი“ დაამარცხა _AJARATIMES.GE 4
  • სპორტი

„დინამო ბათუმმა“ „სამგურალი“ დაამარცხა

ოქტომბერი 24, 2026
გმირთა ხეივანში, ხიდის ქვეშ კომერციული ობიექტების უმეტესობა არ გახსნილა, მოიჯარეებისთვის შეღავათებს განიხილავენ gmirta xeivani_AJARATIMES.GE 5
  • ბათუმი

გმირთა ხეივანში, ხიდის ქვეშ კომერციული ობიექტების უმეტესობა არ გახსნილა, მოიჯარეებისთვის შეღავათებს განიხილავენ

ოქტომბერი 23, 2026

სიახლეების კალენდარი

ოქტომბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« სექ    

კატეგორიები

არქივი

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.