Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • მულტიმედია
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • ბათუმი

ისტორიულ შენობაზე მიმდინარე სამუშაოების კანონიერების შესწავლას ორი ოპოზიციონერი ითხოვს

აჭარა თაიმსი სექტემბერი 9, 2026
_AJARATIMES.GE

ძველი ბათუმის ტერიტორიაზე მდებარე ისტორიულ შენობაზე მიმდინარე სამუშაოების კანონიერების შესწავლას პარტია „თავისუფლების მოედნის“ წევრი აზა გაბუნია და „ძლიერი საქართველო-ლელოს“ წევრი ვაჟა დარჩია ითხოვენ.

აზა გაბუნიამ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ოფიციალურად მიმართა და შენობაზე მიმდინარე სამუშაოებთან დაკავშირებით შესაბამისი დოკუმენტაციისა და ინფორმაციის გასაჯაროება მოითხოვა.

მისი მოთხოვნა მოიცავს სააგენტოსთან შეთანხმებულ თავდაპირველ პროექტს და მასში შეტანილ ცვლილებებს, გაცემულ ნებართვებს, ბრძანებებსა და სხვა ადმინისტრაციულ აქტებს, ასევე კომისიებისა და საბჭოების სხდომების ოქმებსა და გადაწყვეტილებებს.

გაბუნია ასევე ითხოვს ინფორმაციას მესაკუთრისა და სხვა დაინტერესებული პირების მიერ სააგენტოში წარდგენილი დოკუმენტების, ასევე სააგენტოს მიერ ჩატარებული მონიტორინგისა და ინსპექტირების შესახებ.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია დადგინდეს, დაირღვა თუ არა სამუშაოების მიმდინარეობისას გაცემული ნებართვის ან შეთანხმებული პროექტის პირობები და, დარღვევის არსებობის შემთხვევაში, რა სამართლებრივი რეაგირება განხორციელდა ან მიმდინარეობს.

„თავისუფლების მოედნის“ წევრი ასევე ითხოვს, რომ სამუშაოებთან დაკავშირებული შესაბამისი დოკუმენტაცია საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი გახდეს.

დღესვე აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსა და ბათუმის მერიას მიმართა „ძლიერი საქართველო-ლელოს“ წევრმა ვაჟა დარჩიამაც.

დარჩია ითხოვს, დადგინდეს, რამდენად კანონიერად მიმდინარეობს მე-19 საუკუნის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სარესტავრაციო და სამღებრო სამუშაოები. მისი განცხადებით, შესაბამისმა უწყებებმა უნდა გაასაჯაროონ ძეგლზე მიმდინარე სამუშაოებთან დაკავშირებული ყველა შეთანხმებული დოკუმენტი.

„გვინდა, ამ დოკუმენტაციის საფუძველზე ვნახოთ, რამდენად კანონიერად მიმდინარეობს სამუშაოები. აღნიშნული ძეგლი ეროვნული მნიშვნელობის მქონე მემკვიდრეობაა და აუცილებელია, საზოგადოების კითხვებს გაეცეს პასუხი“, – განაცხადა ვაჟა დარჩიამ.

საკრებულოს წევრი ასევე ითხოვს საკითხის შესასწავლად დროებითი სამუშაო ჯგუფის შექმნას. მისი თქმით, ჯგუფმა უნდა შეაფასოს როგორც უკვე შესრულებული, ისე მიმდინარე სამუშაოების შესაბამისობა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კანონმდებლობასთან.

შეგახსენებთ, ბათუმში მე-19 საუკუნის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ფასადი მკვეთრ ფერებში შეიღება, რასაც საზოგადოებისა და სოციალურ ქსელებში მომხმარებლების კრიტიკა მოჰყვა. კრიტიკის შემდეგ ისტორიული შენობა სამშენებლო ბადით შეფუთეს.

ბათუმში მე-19 საუკუნის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ფასადი უნებართვოდ შეღებეს

Post navigation

Previous: ხელვაჩაურში ახალგაზრდა კაცს ცივი იარაღით სხეულზე დაზიანებები მიაყენეს – შსს
Next: ბათუმში, ფიროსმანის ქუჩაზე, კორპუსებს შორის მოწყობილი აივნები დაიბზარა

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

batumi_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

სექტემბერში ბათუმში გაყიდული ბინების 48% უცხოელებმა შეიძინეს

აჭარა თაიმსი ოქტომბერი 25, 2026
gmirta xeivani_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

გმირთა ხეივანში, ხიდის ქვეშ კომერციული ობიექტების უმეტესობა არ გახსნილა, მოიჯარეებისთვის შეღავათებს განიხილავენ

აჭარა თაიმსი ოქტომბერი 23, 2026
_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში, 50-ზე მეტ ოჯახს მესამე დღეა წყალი არ მიეწოდება

აჭარა თაიმსი ოქტომბერი 22, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ხულოს მუნიციპალიტეტში მოსახლეობის რიცხოვნობა მკვეთრად შემცირდა xulo_AJARATIMES.GE
  • ხულო

ხულოს მუნიციპალიტეტში მოსახლეობის რიცხოვნობა მკვეთრად შემცირდა

ოქტომბერი 25, 2026
სექტემბერში ბათუმში გაყიდული ბინების 48% უცხოელებმა შეიძინეს batumi_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

სექტემბერში ბათუმში გაყიდული ბინების 48% უცხოელებმა შეიძინეს

ოქტომბერი 25, 2026
საკალათბურთო კლუბმა „ბათუმმა“ „CIU-სთან“ მატჩი წააგო _AJARATIMES.GE
  • სპორტი

საკალათბურთო კლუბმა „ბათუმმა“ „CIU-სთან“ მატჩი წააგო

ოქტომბერი 25, 2026
„დინამო ბათუმმა“ „სამგურალი“ დაამარცხა _AJARATIMES.GE
  • სპორტი

„დინამო ბათუმმა“ „სამგურალი“ დაამარცხა

ოქტომბერი 24, 2026
გმირთა ხეივანში, ხიდის ქვეშ კომერციული ობიექტების უმეტესობა არ გახსნილა, მოიჯარეებისთვის შეღავათებს განიხილავენ gmirta xeivani_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

გმირთა ხეივანში, ხიდის ქვეშ კომერციული ობიექტების უმეტესობა არ გახსნილა, მოიჯარეებისთვის შეღავათებს განიხილავენ

ოქტომბერი 23, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 25 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-სქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 25 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-სქსელში ჩართულ აბონენტებს

ოქტომბერი 23, 2026
ხულოს მუნიციპალიტეტში მოსახლეობის რიცხოვნობა მკვეთრად შემცირდა xulo_AJARATIMES.GE 1
  • ხულო

ხულოს მუნიციპალიტეტში მოსახლეობის რიცხოვნობა მკვეთრად შემცირდა

ოქტომბერი 25, 2026
სექტემბერში ბათუმში გაყიდული ბინების 48% უცხოელებმა შეიძინეს batumi_AJARATIMES.GE 2
  • ბათუმი

სექტემბერში ბათუმში გაყიდული ბინების 48% უცხოელებმა შეიძინეს

ოქტომბერი 25, 2026
საკალათბურთო კლუბმა „ბათუმმა“ „CIU-სთან“ მატჩი წააგო _AJARATIMES.GE 3
  • სპორტი

საკალათბურთო კლუბმა „ბათუმმა“ „CIU-სთან“ მატჩი წააგო

ოქტომბერი 25, 2026
„დინამო ბათუმმა“ „სამგურალი“ დაამარცხა _AJARATIMES.GE 4
  • სპორტი

„დინამო ბათუმმა“ „სამგურალი“ დაამარცხა

ოქტომბერი 24, 2026
გმირთა ხეივანში, ხიდის ქვეშ კომერციული ობიექტების უმეტესობა არ გახსნილა, მოიჯარეებისთვის შეღავათებს განიხილავენ gmirta xeivani_AJARATIMES.GE 5
  • ბათუმი

გმირთა ხეივანში, ხიდის ქვეშ კომერციული ობიექტების უმეტესობა არ გახსნილა, მოიჯარეებისთვის შეღავათებს განიხილავენ

ოქტომბერი 23, 2026

სიახლეების კალენდარი

ოქტომბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« სექ    

კატეგორიები

არქივი

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.