Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • ბათუმი

თორნიკე რიჟვაძემ შვილები კერძო, ძვირადღირებულ სკოლაში გადაიყვანა

სულხან მესხიძე დეკემბერი 27, 2024
tornike rijvadze_AJARATIMES.GE

თორნიკე რიჟვაძემ შვილები კერძო, ძვირადღირებულ სკოლაში გადაიყვანა, ამის შესახებ „აჭარა თაიმს“ ბათუმის მერვე საჯარო სკოლის მშობლებმა აცნობეს, სადაც მანამდე და-ძმა რიჟვაძეები სწავლობდნენ. მშობლების თქმით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის შვილები ყოფილ კლასელებს უკვე დაემშვიდობნენ და სწავლა კერძო სკოლაში გააგრძელეს.

ცნობისთვის: მერვე საჯარო სკოლა თორნიკე რიჟვაძის მეუღლემ, მაგდა მამულაძემაც დატოვა, რომელიც ამავე სკოლის პედაგოგი იყო.

„აჭარა თაიმსის“ წყაროების ცნობით, თორნიკე რიჟვაძემ შვილები სასწვლებლად ამერიკულ საერთაშორისო სკოლა „პროგრესში“ გადაიყვანა, სადაც წლიურად სწავლის საფასური ერთ მოსწავლეზე 8 000 ₾არამდე აღწევს, ამას ემატება წიგნებისა და ფორმის საფასურიც.

„აჭარა თაიმსი“ ინფორმაციის დაზუსტების მიზნით სკოლა „პროგრესის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს დაუკავშირდა, სადაც ფაქტი დაგვიდასტურეს, თუმცა დამატებითი განმარტებები დაწესებულებაში არ კეთდება. აჭარის განათლების მინისტრის თქმით, ფაქტის შესახებ არაფერი სმენია, შესაბამისად საკითხის შეფასება გაუჭირდება.

“სადმე გვიწერია, რომ მოსწავლისა და მშობლის არჩევანი შეზღუდულია? ჩვეულებრივად ხდება სკოლის არჩევა, ჩვენ ისევე ვუწყობთ კერძო სკოლების განვითარებას ხელს როგორც საჯაროს. ეს არის კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნა. მე ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ, რომ მხოლოდ საჯარო სკოლა იყოს პრიორიტეტული. საკითხს არ ვიცნობ და ვერ გეტყვით რატომ გადაიყვანა კერძო სკოლაში,” – განაცხადა “აჭარა თაიმსთან” საუბრისას მაია ხაჯიშვილმა, აჭარის განათლების მინისტრმა.

გვსურდა თორნიკე რიჟვაძისთვის გვეკითხა, რატომ ასწავლის შვილებს კერძო სკოლაში მაშინ, როცა მთავრობა ეფექტიანი განათლების სისტემის შესახებ მუდმივად საუბრობს და რას უნდა ნიშნავდეს ეს გადაწყვეტილება საზოგადოებისთვის. თუმცა, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე კრიტიკული მედიისთვის მიუწვდომელია. თორნიკე რიჟვაძე ძირითადად პროპაგანდისტულ, პროსამთავრობო მედიასაშუალებების ჟურნალისტებს ესაუბრება, რომლებიც წინასწარ შეთანხმებულ კითხვებს სვამენ.

თუ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ამ საკითხზე განმარტების გაკეთებას ისურვებს, ცხადია, თორნიკე რიჟვაძეს ამის შესაძლებლობას მივცემთ და მასალა შესაბამისად განახლდება.

აქვე დაგაინტერესებთ:

  • რა კაპიტალი ჰქონდა თანამდებობამდე თორნიკე რიჟვაძეს და რა აქვს ახლა
  • რუსული კანონის მხარდამჭერი ჩინოვნიკები, რომელთა შვილები ევროპასა და ამერიკაში დაიბადნენ

Post navigation

Previous: პროტესტის 29-ე ღამე, ბათუმში აქცია გრძელდება
Next: ქობულეთის მერიისა და საკრებულოს ჩინოვნიკებს ხელფასები გაეზარდათ

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში ახალგაზრდა კაცს ათამდე ტყვია ესროლეს

აჭარა თაიმსი ივლისი 22, 2026
patimrebis mshoblebi_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში, „ხოფის“ ბაზრობაზე დაკავებულთა მშობლებს რამდენიმე პირი სიტყვიერად დაუპირისპირდა

აჭარა თაიმსი ივლისი 20, 2026
batumis porti_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმის ნავთობტერმინალმა რვაწლიანი პაუზის შემდეგ საავიაციო ნავთის გადატვირთვა განაახლა

აჭარა თაიმსი ივლისი 20, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ბათუმში ახალგაზრდა კაცს ათამდე ტყვია ესროლეს _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში ახალგაზრდა კაცს ათამდე ტყვია ესროლეს

ივლისი 22, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 23 ივლისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 23 ივლისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ივლისი 22, 2026
სარფის საბაჟოზე დიდი რაოდენობით იარაღი და საბრძოლო მასალა აღმოაჩინეს – დაკავებულია ორი პირი sarfis sabajo_AJARATIMES.GE
  • ხელვაჩაური

სარფის საბაჟოზე დიდი რაოდენობით იარაღი და საბრძოლო მასალა აღმოაჩინეს – დაკავებულია ორი პირი

ივლისი 22, 2026
დაკავებულების მშობლებმა ქობულეთში გაზეთები დაარიგეს _AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

დაკავებულების მშობლებმა ქობულეთში გაზეთები დაარიგეს

ივლისი 21, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 22 ივლისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 22 ივლისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ივლისი 21, 2026
ქვეყანაში პოლიტიკური პატიმრების რაოდენობა 90-ს აღწევს – NGO _AJARATIMES.GE
  • საქართველო

ქვეყანაში პოლიტიკური პატიმრების რაოდენობა 90-ს აღწევს – NGO

ივლისი 21, 2026
ბათუმში ახალგაზრდა კაცს ათამდე ტყვია ესროლეს _AJARATIMES.GE 1
  • ბათუმი

ბათუმში ახალგაზრდა კაცს ათამდე ტყვია ესროლეს

ივლისი 22, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 23 ივლისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE 2
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 23 ივლისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ივლისი 22, 2026
სარფის საბაჟოზე დიდი რაოდენობით იარაღი და საბრძოლო მასალა აღმოაჩინეს – დაკავებულია ორი პირი sarfis sabajo_AJARATIMES.GE 3
  • ხელვაჩაური

სარფის საბაჟოზე დიდი რაოდენობით იარაღი და საბრძოლო მასალა აღმოაჩინეს – დაკავებულია ორი პირი

ივლისი 22, 2026
დაკავებულების მშობლებმა ქობულეთში გაზეთები დაარიგეს _AJARATIMES.GE 4
  • ქობულეთი

დაკავებულების მშობლებმა ქობულეთში გაზეთები დაარიგეს

ივლისი 21, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 22 ივლისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE 5
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 22 ივლისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ივლისი 21, 2026

სიახლეების კალენდარი

ივლისი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
« ივნ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.