Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • მულტიმედია
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • ხელვაჩაური

მრავალსართულიანში მცხოვრებლები მომიჯნავედ კორპუსის მშენებლობას ეწინააღმდეგებიან და მეზობლებს უპირისპირდებიან

სულხან მესხიძე აგვისტო 1, 2024
aqcia_AJARATIMES.GE

ბათუმში, ფიროსმანის ქუჩის პირველ ნომერში დაგეგმილ მშენებლობას მეზობლები ეწინააღმდეგებიან. მათი თქმით, ცათამბჯენი ხედს დაფარავს, ასევე, ეზოში პარკირების პრობლემა შეიქმნება.

ფიროსმანის პირველ ა-ში მცხოვრებლები ამბობენ, რომ მათი ინვესტორისგან მომიჯნავედ არსებულ ეზოში, სადაც ძველი ორსართულიანია მის ნაცვლად, გამწვანებისა და სკვერის მოწყობის დაპირება მიიღეს, თუმცა მოტყუებულები დარჩნენ.

“ეზო ისეთი პატარა გვაქვს, მანქანის გაჩერებაც გვიჭირს. ბავშვებს თამაშიც კი უჭირთ. ამხელა სახლთან კიდევ ერთი კორპუსის მშენებლობა არ გვინდა, ვეწინააღმდეგებით. სკვერი გააკეთდეს, რომ ბავშვებმა გართობა შეძლონ,” – აღნიშნა ჩვენთან საუბრისას მარინე დოლიძემ.

ორსართულიანი სახლი, რომლის დემონტაჟსა და ახლის მშენებლობას ეწინაღმდეგებიან ავარიულია. საბჭოთა დროინდელ კორპუსში მცხოვრებლების თქმით, შენობა გამაგრებას არ ექვემდებარება, რისი დამადასტურებელი დოკუმენტიც გააჩნიათ. მათი თქმით, შენობის კედლები დაბზარულია და ცხოვრება რისკის ფასად უწევთ.

აქ მცხოვრებლები იმასაც ამბობენ, რომ როცა მომიჯნავედ მრავალსართულიანი შენდებოდა მათ წინააღმდეგობა არ ჰქონიათ, რადგან მეზობლების არსებული ყოფის გაუმჯობესება ახარებდათ. ისინი იმასაც ამბობენ, რომ სხვა ტერიტორიაზე ცხოვრების გაგრძელება არ სურთ, ამიტომაც მოიძიეს ინვესტორი.

“როდესაც ჩვენს მეზობლად კორპუსი შენდებოდა ჩვენ გავჩუმდით, ხელი არ შეგვიშლია. მე მესმის მათი, რომ ხედი აღარ ექნებათ, მაგრამ ჩვენ რა დავაშავეთ? სკვერი და კაი ცხოვრება ჩვენც გვინდა, მაგრამ შემქნილი ვითარების ფონზე ამის ფუფუნება აღარაა. ჩვენ ვითხოვთ ელემენტარულს, ჩვენს ტერიტორიაზე ახალი კორპუსის მშენებლობას. ეს ძალიან ძველი სახლია, რეაბილიტაციას აღარ ექვემდებარება. ინვესტორი ვერ იწყებს მშენებლობას წინააღმდეგობის გამო,” – ამობობს ზვიად მაკარაძე.

Post navigation

Previous: ბათუმის ბულვარში 3 ადამიანის დაჭრისთვის 1 პირი დააკავეს
Next: მწვანე ტბის მიმდებარედ ინერტული მასალის მოპოვება დანაშაულის ნიშნებს შეიცავს – ენმ

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

sarfis sabajo_AJARATIMES.GE
  • ხელვაჩაური

სარფის საბაჟოზე ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შემოტანა აღკვეთეს – ამოღებულია 8 იარაღი

აჭარა თაიმსი ოქტომბერი 15, 2026
sarfis sabajo_AJARATIMES.GE
  • ხელვაჩაური

სარფში 8 კილოგრამამდე ოქროს ნაკეთობების უკანონოდ შემოტანის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

აჭარა თაიმსი ოქტომბერი 5, 2026
_AJARATIMES.GE
  • ხელვაჩაური

„აღსაზრდელები ბარცხანის ბაღიდან ამორიცხეს, ორთაბათუმის ბაღი კი ჯერ არ გახსნილა, ბავშვები ბაღის გარეშე დარჩნენ“

ლევან ურიდია ოქტომბერი 2, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 23 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 23 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ოქტომბერი 22, 2026
ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე საბოტაჟის ბრალდებით დააკავეს dito chubinidze_AJARATIMES.GE
  • საქართველო

ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე საბოტაჟის ბრალდებით დააკავეს

ოქტომბერი 22, 2026
„ბათუმი“ FIBA Europe Cup-ზე „პრომითეასთან“ დამარცხდა _AJARATIMES.GE
  • სპორტი

„ბათუმი“ FIBA Europe Cup-ზე „პრომითეასთან“ დამარცხდა

ოქტომბერი 22, 2026
ყოროლისწყალზე ჯებირის მოწყობის სამუშაოები მიატოვეს – თამარის დასახლებაში დატბორვის საფრთხეზე საუბრობენ _AJARATIMES.GE (2)
  • ბათუმი

ყოროლისწყალზე ჯებირის მოწყობის სამუშაოები მიატოვეს – თამარის დასახლებაში დატბორვის საფრთხეზე საუბრობენ

ოქტომბერი 21, 2026
ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საქმეზე განხილვის პირველი დღე დასრულდა _AJARATIMES.GE
  • საქართველო

ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საქმეზე განხილვის პირველი დღე დასრულდა

ოქტომბერი 21, 2026
სამოქალაქო ორგანიზაციები: ოპოზიციური პარტიების აკრძალვა ერთპარტიული დიქტატურის დაკანონების მცდელობაა _AJARATIMES.GE
  • საქართველო

სამოქალაქო ორგანიზაციები: ოპოზიციური პარტიების აკრძალვა ერთპარტიული დიქტატურის დაკანონების მცდელობაა

ოქტომბერი 21, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 23 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE 1
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 23 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ოქტომბერი 22, 2026
ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე საბოტაჟის ბრალდებით დააკავეს dito chubinidze_AJARATIMES.GE 2
  • საქართველო

ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე საბოტაჟის ბრალდებით დააკავეს

ოქტომბერი 22, 2026
„ბათუმი“ FIBA Europe Cup-ზე „პრომითეასთან“ დამარცხდა _AJARATIMES.GE 3
  • სპორტი

„ბათუმი“ FIBA Europe Cup-ზე „პრომითეასთან“ დამარცხდა

ოქტომბერი 22, 2026
ყოროლისწყალზე ჯებირის მოწყობის სამუშაოები მიატოვეს – თამარის დასახლებაში დატბორვის საფრთხეზე საუბრობენ _AJARATIMES.GE (2) 4
  • ბათუმი

ყოროლისწყალზე ჯებირის მოწყობის სამუშაოები მიატოვეს – თამარის დასახლებაში დატბორვის საფრთხეზე საუბრობენ

ოქტომბერი 21, 2026
ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საქმეზე განხილვის პირველი დღე დასრულდა _AJARATIMES.GE 5
  • საქართველო

ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საქმეზე განხილვის პირველი დღე დასრულდა

ოქტომბერი 21, 2026

სიახლეების კალენდარი

ოქტომბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« სექ    

კატეგორიები

არქივი

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.