Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • საქართველო

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამაში“ დაგეგმვის, ჩართულობისა და ფინანსური მართვის პრობლემები გამოვლინდა – აუდიტი

აჭარა თაიმსი მარტი 11, 2026
sofeli_AJARATIMES.GE

მუნიციპალიტეტებში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ განხორციელების პროცესში დაგეგმვის, მოქალაქეთა ჩართულობისა და ფინანსური მართვის მიმართულებით მნიშვნელოვანი ხარვეზები გამოვლინდა. ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის შედეგად მომზადებულ ანგარიშშია აღნიშნული, რომელიც 2020-2022 წლებში პროგრამის განხორციელებას ეხება.

დოკუმენტის მიხედვით, ეფექტიანი საჯარო მმართველობისთვის ადგილობრივი თვითმმართველობა მნიშვნელოვან როლს ასრულებს, ხოლო ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტი რეგიონების განვითარებასა და თვითმმართველობის გაძლიერებას ეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთ პრიორიტეტად განსაზღვრავს.

» შუახევის მუნიციპალიტეტში ბიუჯეტის შესრულებას 3 მილიონ ლარზე მეტი დააკლდა

ამ მიზნის მისაღწევად ქვეყანაში მოქმედებს დეცენტრალიზაციის სტრატეგია და სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამა, მათ შორის „სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“, რომელიც სახელმწიფო და მუნიციპალური ბიუჯეტებიდან ფინანსდება. პროგრამა მუნიციპალიტეტებში ხორციელდება და მიზნად ისახავს სოფლების ინფრასტრუქტურის განვითარებასა და მოსახლეობის ჩართულობის ზრდას ადგილობრივი საკითხების გადაწყვეტაში. პროგრამის ფარგლებში 2020-2022 წლებში 136 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა და განხორციელდა 12 095 ინფრასტრუქტურული პროექტი.

აუდიტის შედეგებით დადგინდა, რომ მუნიციპალიტეტების 40%-ზე მეტს პროგრამის მიზნები და მოსალოდნელი შედეგები საერთოდ არ აქვს განსაზღვრული, ხოლო იქ, სადაც ისინი არსებობს, ხშირად ზოგადი ხასიათისაა და არ ასახავს კონკრეტულ შედეგებს. ამასთან, არცერთ მუნიციპალიტეტში არ არის განსაზღვრული შედეგების შეფასების ინდიკატორები, რაც პროგრამის ეფექტიანობის შეფასებას ართულებს.

» ხულოს მუნიციპალიტეტში სახელმწიფო შესყიდვებსა და ფინანსების მართვაში ხარვეზები გამოვლინდა

დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ პროგრამის შესახებ ინფორმაციის გავრცელება და მოსახლეობის ჩართულობის უზრუნველყოფა არასათანადოდ ხორციელდებოდა. მუნიციპალიტეტების მიერ გავრცელებული ინფორმაცია ხშირად მხოლოდ ტექნიკურ პროცედურებს ეხებოდა და არ მოიცავდა მოქალაქეების როლისა და მონაწილეობის მნიშვნელობის განმარტებას. ამასთან, ბევრი მუნიციპალიტეტი არ აქვეყნებდა მერის ბრძანებებს, სოფლის კრებების გეგმა-გრაფიკს და ინფორმაციას პროექტების მიმდინარეობისა და დასრულების შესახებ.

აუდიტის მიხედვით, მოსახლეობის ჩართულობის დონეც დაბალი იყო. 2020 წელს დასახლებების 14.1%-ში, 2021 წელს 18.8%-ში და 2022 წელს 20.2%-ში ჩატარებული კრებები გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო მინიმალურ რაოდენობას ვერ აკმაყოფილებდა. იმ შემთხვევებშიც კი, როდესაც დოკუმენტურად მინიმალური რაოდენობა დაცული იყო, დასწრების საშუალო მაჩვენებელი მოსახლეობის დაახლოებით 16%-ს შეადგენდა.

» ქედის მუნიციპალიტეტში 3 მილიონ ლარზე მეტი აუთვისებელი დარჩა, გამოვლინდა ფინანსური და შესყიდვების ხარვეზები

პრობლემები გამოვლინდა პროგრამის ფინანსურ მართვაშიც. მუნიციპალიტეტების ნაწილმა ვერ შეძლო პროექტების დროულად დასრულება, რის შედეგადაც წლის ბოლოსთვის დარჩა აუთვისებელი თანხები. აუდიტის მიხედვით, ერთ-ერთი მთავარი მიზეზი შესყიდვების პროცედურების დაგვიანებით დაწყება იყო. 2020-2022 წლებში საპროექტო დოკუმენტაციის ხელშეკრულებების თითქმის 70% მაისიდან გაფორმდა, ხოლო სამუშაოების შესყიდვის ხელშეკრულებების 75%-ზე მეტი წლის მეორე ნახევარში დაიდო.

ასევე აღინიშნა, რომ მუნიციპალიტეტებმა სრულად არ გამოიყენეს პროგრამის თანადაფინანსების შესაძლებლობა. მუნიციპალური დაფინანსების წილი 2020 წელს 24%, 2021 წელს 23%, ხოლო 2022 წელს 28% იყო, მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობა მუნიციპალიტეტებს პროგრამის 100%-მდე დაფინანსების შესაძლებლობას აძლევს.

» მუნიციპალიტეტებს უძრავი ქონების მართვის სტრატეგია არ აქვთ და ხშირად ქონებას არაკონკურენტული წესით განკარგავენ

აუდიტის ანგარიშის მიხედვით, მუნიციპალიტეტებს ასევე არ გამოუყენებიათ დონორების, კერძო სექტორისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან დამატებითი ფინანსური რესურსების მოზიდვის შესაძლებლობები. შესაბამისი პროექტები და წინადადებები დამატებითი დაფინანსების მისაღებად უმეტეს შემთხვევაში არ მომზადებულა.

» განრიდება-მედიაციის პროგრამაში ჩართულ არასრულწლოვანთა თითქმის 19%-მა განმეორებითი დანაშაული ჩაიდინა

Post navigation

Previous: სანქციების შემდეგ „იმედი“ და „პოს ტვ“ ფეისბუქზე ახალი გვერდებით რეკლამირების გზებს ეძებენ – კვლევა
Next: გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 12 მარტს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

lgbt_AJARATIMES.GE
  • საქართველო

საქართველო 17 მაისს ლგბტქი ადამიანების უფლებების გაუარესებული მდგომარეობისა და პოლიტიკური ჰომოფობიის ფონზე ხვდება – საია

აჭარა თაიმსი მაისი 17, 2026
shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 16 მაისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

აჭარა თაიმსი მაისი 15, 2026
amindi_ajaratimes.ge
  • საქართველო

საქართველოში ამინდი უარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი, ქარი და შტორმი ზღვაზე

აჭარა თაიმსი მაისი 14, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

სარფში საწვავის ავზში დამალული 104 კილოგრამი კონტრაბანდული თაფლი აღმოაჩინეს _AJARATIMES.GE
  • უცხოეთი

სარფში საწვავის ავზში დამალული 104 კილოგრამი კონტრაბანდული თაფლი აღმოაჩინეს

მაისი 17, 2026
„დინამო ბათუმმა“ მე-13 ტურში გამარჯვება იზეიმა _AJARATIMES.GE
  • სპორტი

„დინამო ბათუმმა“ მე-13 ტურში გამარჯვება იზეიმა

მაისი 17, 2026
საქართველო 17 მაისს ლგბტქი ადამიანების უფლებების გაუარესებული მდგომარეობისა და პოლიტიკური ჰომოფობიის ფონზე ხვდება – საია lgbt_AJARATIMES.GE
  • საქართველო

საქართველო 17 მაისს ლგბტქი ადამიანების უფლებების გაუარესებული მდგომარეობისა და პოლიტიკური ჰომოფობიის ფონზე ხვდება – საია

მაისი 17, 2026
ბათუმში კომერციული ობიექტების მფლობელები „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებულ გავლენიან პირებს ზეწოლაში, მუქარასა და საკუთრების იძულებით დათმობის მცდელობაში ადანაშაულებენ _AJARATIMES.GE (1)
  • ბათუმი

ბათუმში კომერციული ობიექტების მფლობელები „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებულ გავლენიან პირებს ზეწოლაში, მუქარასა და საკუთრების იძულებით დათმობის მცდელობაში ადანაშაულებენ

მაისი 16, 2026
მაღალმთიან აჭარაში ახალგაზრდა გარდაცვლილი იპოვეს – ადგილობრივები დაპირისპირებაზე საუბრობენ policia_AJARATIMES.GE
  • შუახევი

მაღალმთიან აჭარაში ახალგაზრდა გარდაცვლილი იპოვეს – ადგილობრივები დაპირისპირებაზე საუბრობენ

მაისი 16, 2026
ხულოში, ხრამში გარდაცვლილი კაცი იპოვეს police_AJARATIMES.GE
  • ხულო

ხულოში, ხრამში გარდაცვლილი კაცი იპოვეს

მაისი 16, 2026
სარფში საწვავის ავზში დამალული 104 კილოგრამი კონტრაბანდული თაფლი აღმოაჩინეს _AJARATIMES.GE 1
  • უცხოეთი

სარფში საწვავის ავზში დამალული 104 კილოგრამი კონტრაბანდული თაფლი აღმოაჩინეს

მაისი 17, 2026
„დინამო ბათუმმა“ მე-13 ტურში გამარჯვება იზეიმა _AJARATIMES.GE 2
  • სპორტი

„დინამო ბათუმმა“ მე-13 ტურში გამარჯვება იზეიმა

მაისი 17, 2026
საქართველო 17 მაისს ლგბტქი ადამიანების უფლებების გაუარესებული მდგომარეობისა და პოლიტიკური ჰომოფობიის ფონზე ხვდება – საია lgbt_AJARATIMES.GE 3
  • საქართველო

საქართველო 17 მაისს ლგბტქი ადამიანების უფლებების გაუარესებული მდგომარეობისა და პოლიტიკური ჰომოფობიის ფონზე ხვდება – საია

მაისი 17, 2026
ბათუმში კომერციული ობიექტების მფლობელები „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებულ გავლენიან პირებს ზეწოლაში, მუქარასა და საკუთრების იძულებით დათმობის მცდელობაში ადანაშაულებენ _AJARATIMES.GE (1) 4
  • ბათუმი

ბათუმში კომერციული ობიექტების მფლობელები „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებულ გავლენიან პირებს ზეწოლაში, მუქარასა და საკუთრების იძულებით დათმობის მცდელობაში ადანაშაულებენ

მაისი 16, 2026
მაღალმთიან აჭარაში ახალგაზრდა გარდაცვლილი იპოვეს – ადგილობრივები დაპირისპირებაზე საუბრობენ policia_AJARATIMES.GE 5
  • შუახევი

მაღალმთიან აჭარაში ახალგაზრდა გარდაცვლილი იპოვეს – ადგილობრივები დაპირისპირებაზე საუბრობენ

მაისი 16, 2026

სიახლეების კალენდარი

მაისი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
« აპრ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.