Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • ბათუმი

ქობულეთში კლუბი “ჰავანა” უნებართვოდ საქმიანობს – მფლობელი ლევან ზოიძისა და თორნიკე რიჟვაძის ინტერესებზე საუბრობს

სულხან მესხიძე 11/08/2024
klubi havana_AJARATIMES.GE

AJARATIMES.GE-ის ინფორმაციით, ქობულეთში, ცენტრალურ პარკში არსებული კლუბი “ჰავანა” ამ ეტაპზე უნებართვოდ საქმიანობს. საიჯარო ხელშეკრულების თანახმად, რესტორანი 700 კვადრატულ მეტრ ტერიტორიაზე უნდა მოწყობილიყო, თუმცა მეპატრონემ მოცულობა 1 600 კვადრატამდე გაზარდა.

ფაქტი ქობულეთის მერიაში დაგვიდასტურეს, სადაც განმარტეს, რომ კომპანია უკვე 25 ათასი ₾არით დააჯარიმეს, შენობა კი დემონტაჟისთვის შესაბამისს სამსახურს გადაეცა.

როდის დაიწყება კანონდარღვევაზე რეაგირება, ან რატომ არ გააკონტროლა მერიის ზედამხედველობის სამსახურმა ობიექტი მშენებლობის პროცესში – დამატებით კითხვებს უწყებაში არ პასუხობენ.

რესტორნის დირექტორი მიზანმიმართულ ქმედებაზე საუბრობს. დავით მოწყობილის თქმით, ობიექტის განადგურებით მერი, ლევან ზოიძე და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე არიან დაინტერესებულნი. “ჰავანას” დირექტორი კონკრეტულ მიზეზს ვერ ასახელებს, თუმცა ეჭვობს, რომ მისი ობიექტის მომიჯნავედ არსებული რესტორნის ინტერესებს ეწიერება. ამ უკანასკნელს კი ჩინოვნიკები მფარველობენ.

“ნებართვას ვითხოვ და არ მაძლევენ, მათ შორის 3 მილიონიანი ინვესტიციის განხორციელების პირობასაც ვდებ, რასაც არ თანხმდებიან. სად უნდა წავიდეთ ამდენი თანამშრომელი? კეთილსინდისიერად, ყოველწლიურად ვიხდით გადასახადებს. არ მისაბუთებენ იჯარას რატომ არ მიგრძელებენ. დამაჯარიმეს და აღსრულებას გადაეცა, შენობის ნაწილის დემონტაჟი სურთ. გადაწვეტილება გავასაჩივრე და ახლა სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. ახლომდებარე რესტორნის ინტერესს ვხედავ ამ პროცესში, ამბობენ ზღვის ხედს უფარავო. ლევან ზოიძე და თორნიკე რიჟვაძე ეხმარებიან, მათი ინტერესიცაა როგორც ჩანს. დირექტივა იქედან მოდის,” – განუცხადა დავით მოწყობილმა “აჭარა თაიმსს”. 


ინფორმაციისთვის: ქობულეთში უნებართვო მშენებლობები და უკანონობის მფარველობა არახალია. არაერთ დანაშაულზე სახელმწიფო აუდიტის სამსახურიც წერდა. რეაგირება არცერთ მათგანზე მომხდარა.

აქვე დაგაინტერესებთ: ⇓

  • ქობულეთის ვიცე მერის კლასელისა და კურსელის ოჯახის უკანონო მშენებლობა ცენტრალურ პარკში
  • “აჭარა თაიმსის” მასალის შემდეგ ქობულეთის ვიცე მერი გაათავისუფლეს
  • კიდევ ორი უნებართვო მშენებლობა ქობულეთში, რომელიც მერიამ ვერ აღკვეთა
  • კვების უნებართვო ობიექტი ქობულეთის მერის სამუშაო კაბინეტის წინ
  • უნებართვო ობიექტი ქობულეთში – რესტორანი “ქართული ოცნების” შემწირველს ეკუთვნის
  • ქობულეთის კულტურის სახლის რეაბილიტაცია ვერ სრულდება – მერია კითხვებს გაურბის
  • ქობულეთის მერიის მიერ უკანონო მშენებლობების აღკვეთის მიზნით გატარებულმა ღონისძიებებმა პროცესის აღკვეთა ვერ უზრუნველყო – აუდიტი
  • ქობულეთში კაფეს პლაჟზე ჩასავლელ კიბეზე აშენებენ – უკანონობაზე მერია არ რეაგირებს
  • ქობულეთში ქარსაცავი ზოლი სპეციალისტის რეკომენდაციის გარეშე გაჩეხეს

 

About the Author

სულხან მესხიძე

Author

Visit Website View All Posts

Post navigation

Previous: სარფში დაიღუპა ქვეითი, რომელსაც სატვირთო შეეჯახა
Next: ბათუმში, კორპუსში ხანძარი გაჩნდა

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

dakaveba_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

აჭარაში ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ბრალდებით სამი პირი დავაკავეთ – სუსი

admin 13/10/2025
policia_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში კაცი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს 

admin 13/10/2025
dakaveba_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში პოლიციის თანამშრომელი ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს

admin 12/10/2025

ჩვენ სოციალურ ქსელებში

დასრულდა საერთაშორისო საფეხბურთო ტურნირი „ბათუმის თასი 2025“ _AJARATIMES.GE
  • სპორტი

დასრულდა საერთაშორისო საფეხბურთო ტურნირი „ბათუმის თასი 2025“

13/10/2025
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 14 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 14 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

13/10/2025
წლის პირველ ნახევარში 25 მლნ ლარი გავიდა ქვეყნიდან იმის გამო, რომ ჰესებს არ ვაშენებთ – ნოდარ სირბილაძე _AJARATIMES.GE
  • რეკლამა

წლის პირველ ნახევარში 25 მლნ ლარი გავიდა ქვეყნიდან იმის გამო, რომ ჰესებს არ ვაშენებთ – ნოდარ სირბილაძე

13/10/2025
აჭარაში ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ბრალდებით სამი პირი დავაკავეთ – სუსი dakaveba_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

აჭარაში ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ბრალდებით სამი პირი დავაკავეთ – სუსი

13/10/2025
ბათუმში კაცი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს  policia_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში კაცი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს 

13/10/2025
ბათუმში პოლიციის თანამშრომელი ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს dakaveba_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში პოლიციის თანამშრომელი ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს

12/10/2025
დასრულდა საერთაშორისო საფეხბურთო ტურნირი „ბათუმის თასი 2025“ _AJARATIMES.GE 1
  • სპორტი

დასრულდა საერთაშორისო საფეხბურთო ტურნირი „ბათუმის თასი 2025“

13/10/2025
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 14 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE 2
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 14 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

13/10/2025
წლის პირველ ნახევარში 25 მლნ ლარი გავიდა ქვეყნიდან იმის გამო, რომ ჰესებს არ ვაშენებთ – ნოდარ სირბილაძე _AJARATIMES.GE 3
  • რეკლამა

წლის პირველ ნახევარში 25 მლნ ლარი გავიდა ქვეყნიდან იმის გამო, რომ ჰესებს არ ვაშენებთ – ნოდარ სირბილაძე

13/10/2025
აჭარაში ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ბრალდებით სამი პირი დავაკავეთ – სუსი dakaveba_AJARATIMES.GE 4
  • ბათუმი

აჭარაში ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ბრალდებით სამი პირი დავაკავეთ – სუსი

13/10/2025
ბათუმში კაცი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს  policia_AJARATIMES.GE 5
  • ბათუმი

ბათუმში კაცი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს 

13/10/2025

სიახლეების კალენდარი

ოქტომბერი 2025
ო ს ო ხ პ შ კ
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
« სექ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.