Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

cropped-lelo-ads.jpg
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • ხელვაჩაური

ქობულეთის ვიცე მერის კლასელისა და კურსელის ოჯახის უკანონო მშენებლობა ცენტრალურ პარკში

სულხან მესხიძე 26/07/2024
ukanono mshenebloba_AJARATIMES.GE

ქობულეთის ცენტრალურ პარკში უნებართვო მშენებლობის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე დღის წინ მივიღეთ. მასალაზე მუშაობის შემდეგ გავარკვიეთ, რომ მერიამ სამსართულიანი ნაგებობის დემონტაჟის ნებართვა დაუყონლებლივ გასცა.

ობიექტის დემონტაჟი გუშინ, 25 ივლისს, ღამის პირველი საათის შემდეგ დაიწყეს. ტერიტორია მერიის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლებმა შემოსაზღვრეს და თავდაპირველად სახლზე მისასვლელი კიბე მოშალეს.

» ადგილზე საინფორმაციო ბანერი არაა განთავსებული, შესაბამისად ჩვენთვის უცნობია დარჩა რა ტიპის ობიექტი შენდებოდა. კომპანიას ვებგვერდი არ გააჩნია, მათ შორის ინფორმაცია არც საჯარო რეეესტრის დოკუმენტებშია მითითებული.

დღეს დილით, 26 ივლისს, დაახლოებით 12 საათისთვის კი, ტერიტორიაზე მძიმე ტექნიკა არ მუშაობდა, ადგილზე ზედამხედველობის სამსახურის უფროსი, გიორგი ბეჟანიძე დაგხვდა. რატომ ვერ შეამჩნია ზედამხედველობის სამსახურმა უნებართვო მშენებლობა ცენტრალურ პარკში და რის საფუძველზე გაიცა დემონტაჟის ბრძანება სამი სართული აშენების შემდეგ? კითხვებზე ბეჟანიძემ არ გვიპასუხა და თანამშრომლისკენ გადაგვამისამართა.

ანალოგიური კითხვებით მერიის ზედამედველობის სამსახურის, სამშენებლო საქმიანობის ზედამხედველობის განყოფილების უფროსს მივმართეთ, თუმცა ბესიკ ბაქანიძემ არ გვიპასუხა. ამ უკანასკნელმა მხოლოდ ის გვითხრა, რომ შპს „გრინ პარკი ქობულეთი“ უნებართვო მშენებლობის გამო, 20 000 ₾არით დააჯარიმეს და შენობას ანგრევენ.

როგორ ვერ შეამჩნია უნებართვო მშენებლობა ქობულეთის მერიამ ცენტრალურ პარკში, თვალსაჩინო ადგილზე და რატომ გაიცა დემონტაჟის ბრძანება მშენებლობის დასრულების შემდეგ? კითხვები მერმა ლევან ზოიძემ და მისმა მოადგილემ, დავით ვერულიძემ უპასუხოდ დატოვეს.

აღმაშენებლის ქუჩის 287-ში, ცენტრალური პარკში,  320.00 კვადრატული მეტრი ტერიტორია საჯარო რეესტრის მონაცემებით შპს „გრინ პარკი ქობულეთის“ საკუთრებას წარმოადგენს. ამჟამინდელმა მესაკუთრემ, გელა ხინიკაძემ ტერიტორია და მასზე არსებული ძველი ორ სართულიანი შენობა შპს „გამა+“– გან 2023 წლის სექტემბერში შეიძინა.

წყარო ქობულეთის მერიიდან გვიყვება, რომ უკანონო მშენებლობას ვიცე მერი, დავით ვერულიძე და მერი, ლევან ზოიძე მფარველობენ. ტერიტორიისა და შენობის მესაკუთრის, გელა ხინიკაძის შვილი, მამუკა ხინიკაძე ვიცე მერის, დავით ვერულიძის კლასელი, კურსელი და საუკეთესო მეგობარია.

ქობულეთის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში გვითხრეს, რომ უკანონო მშენებლობისა და მისი მფარველობის შესახებ დავით ვერულიძე კომენტარს არ გააკეთებს. ამ უკანასკნელმა არც ჩვენს შეტყობინებას უპასუხა.

ინფორმაციისთვის: ქობულეთში უნებართვო მშენებლობები და უკანონობის მფარველობა არახალია. არაერთ დანაშაულზე სახელმწიფო აუდიტის სამსახურიც წერდა. რეაგირება არცერთ მათგანზე მომხდარა.

აქვე დაგაინტერესებთ: ⇓

  • ქობულეთის მერიის მიერ უკანონო მშენებლობების აღკვეთის მიზნით გატარებულმა ღონისძიებებმა პროცესის აღკვეთა ვერ უზრუნველყო – აუდიტი
  • ქობულეთში კაფეს პლაჟზე ჩასავლელ კიბეზე აშენებენ – უკანონობაზე მერია არ რეაგირებს
  • ქობულეთში ქარსაცავი ზოლი სპეციალისტის რეკომენდაციის გარეშე გაჩეხეს

About the Author

სულხან მესხიძე

Author

Visit Website View All Posts

Post navigation

Previous: ბათუმში მეგობრებს შორის კონფლიქტი დაჭრით დასრულდა
Next: როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

policia_AJARATIMES.GE
  • ხელვაჩაური

აჭარაში საქართველოს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით 2 პირი დააკავეს

admin 24/09/2025
policia_AJARATIMES.GE
  • ხელვაჩაური

მანქანით ჩარჩენილი ადამიანი მდინარე ჭოროხში – მახოს ხიდის მიმდებარედ სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს

admin 20/09/2025
_AJARATIMES.GE
  • ხელვაჩაური

1 დაღუპული და 2 დაშავებული – ავარია ბათუმი ახალციხის დამაკავშირებელ გზაზე

admin 12/09/2025

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ბათუმში ახალგაზრდებისთვის დემოკრატიის სასწავლო კურსი იწყება _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში ახალგაზრდებისთვის დემოკრატიის სასწავლო კურსი იწყება

28/09/2025
ქობულეთში ავტოავარიის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა _AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ქობულეთში ავტოავარიის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა

27/09/2025
„რაგბის კლუბმა ბათუმმა“ მიმდინარე სეზონში ზედიზედ მეოთხე მატჩი მოიგო _AJARATIMES.GE
  • სპორტი

„რაგბის კლუბმა ბათუმმა“ მიმდინარე სეზონში ზედიზედ მეოთხე მატჩი მოიგო

27/09/2025
როგორ აგვარებს ჰესების მშენებლობა წყლის პრობლემას hesi_AJARATIMES.GE
  • მოსაზრება

როგორ აგვარებს ჰესების მშენებლობა წყლის პრობლემას

27/09/2025
ბათუმში, სიმაღლიდან ვარდნის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა policia_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში, სიმაღლიდან ვარდნის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა

26/09/2025
ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევას ქვეითი ემსხვერპლა _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევას ქვეითი ემსხვერპლა

26/09/2025
ბათუმში ახალგაზრდებისთვის დემოკრატიის სასწავლო კურსი იწყება _AJARATIMES.GE 1
  • ბათუმი

ბათუმში ახალგაზრდებისთვის დემოკრატიის სასწავლო კურსი იწყება

28/09/2025
ქობულეთში ავტოავარიის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა _AJARATIMES.GE 2
  • ქობულეთი

ქობულეთში ავტოავარიის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა

27/09/2025
„რაგბის კლუბმა ბათუმმა“ მიმდინარე სეზონში ზედიზედ მეოთხე მატჩი მოიგო _AJARATIMES.GE 3
  • სპორტი

„რაგბის კლუბმა ბათუმმა“ მიმდინარე სეზონში ზედიზედ მეოთხე მატჩი მოიგო

27/09/2025
როგორ აგვარებს ჰესების მშენებლობა წყლის პრობლემას hesi_AJARATIMES.GE 4
  • მოსაზრება

როგორ აგვარებს ჰესების მშენებლობა წყლის პრობლემას

27/09/2025
ბათუმში, სიმაღლიდან ვარდნის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა policia_AJARATIMES.GE 5
  • ბათუმი

ბათუმში, სიმაღლიდან ვარდნის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა

26/09/2025

სიახლეების კალენდარი

სექტემბერი 2025
ო ს ო ხ პ შ კ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  
« აგვ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.