Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • მულტიმედია
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • ხელვაჩაური

კიდევ ორი უნებართვო მშენებლობა ქობულეთში, რომელიც მერიამ ვერ აღკვეთა

სულხან მესხიძე ივლისი 29, 2024
ukanono mshenebloba_AJARATIMES.GE

კაფე, რომელიც უნებართვოდ აშენდა და საქმიანობს

ქობულეთში, თამარ მეფის ქუჩაზე არსებული უნებართვო ობიექტი ფუნქციონირებას განაგრძობს. კანონდარღვევის ფაქტზე მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახური არ რეაგირებს. ობიექტი დაჯარიმებისა და გაფრთხილების მიუხედავად, კვლავ  ფუნქციონირებს.

აღნიშნულ უკანონობაზე “აჭარა თაიმსი” გასულ წელს წერდა, თუმცა ერთი წლის შემდეგაც ადგილზე მდგომარეობა უცვლელია. მაშინ მერიაში გვითხრეს, რომ მეპატრონე დააჯარიმეს და ობიექტის დაუყონლებლივ დემონტაჟის ბრძანება გასცეს.

“მეპატრონემ მერიის გადაწყვეტილებას სასამართლოში გაასაჩივრა, რამაც პროცესი შეაჩერა,” – გვითხრეს ქობულეთის მერიაში.

კიდევ ერთი უკანონო მშენებლობაა მომიჯნავედ, ამ შემთხვევაშიც მერიამ უკანონობა დღემდე ვერ აღკვეთა. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ კაფის მშენებლობა ზღვაზე ჩასასვლელ კიბეზე მიმდინარეობს.

კაფე ზღვაზე ჩასასვლელ კიბეზე

უკანონო მშენებლობები და ქობულეთიის მერიის უმოქმედობა დააფიქსირა სახელმწიფო აუდიტის სამსახურმაც, რომელიც თავის დასკვნაში მერიას აკრიტიკებს. კერძოდ, დასკვნის თანახმად, მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გაცემული სამშენებლო ნებართვები დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, ასევე, უკანონო მშენებლობებზე სათანადო რეაგირება არ ხდება.

“თამარ მეფის სანაპირო №52-ისა და №54-ის მიმდებარედ, დაფიქსირდა კაფე ბარების უნებართვო მშენებლობები. ორივე შემთხვევაში მშენებლობა განხორციელებულია მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, რომლითაც აღნიშნული პირები სარგებლობდნენ მერიასთან გაფორმებული საიჯარო ხელშერკულების საფუძველზე.

აღნიშნულთან დაკავშირებით 2023 წლის ივლისში მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახურის მიერ მიღებულია დადგენილებები, მშენებელი პირების დაჯარიმებისა და უკანონოდ აშენებული შენობების დემონტაჟის შესახებ, თუმცა აუდიტორების შესწავლის პროცეში აღმოჩნდა, რომ შენობების დემონტაჟი არ იყო განხორციელებული.

მერიის მიერ უკანონო მშენებლობების აღკვეთის მიზნით გატარებულმა ღონისძიებებმა ვერ უზრუნველყო უნებართვო მშენებლობების შეჩერება და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების უკანონო გამოყენება, რაც ქობულეთის ტერიტორიაზე მშენებლობების ზედამხედველობასთან დაკავშირებული შიდა კონტროლის სისტემის არსებით სისუსტეზე მიუთითებს,” – წერენ აუდიტორები დასკვნაში.

კიდევ ერთი უკანონო მშენებლობა რაზეც “აჭარა თაიმსი” რამდენიმე დღის წინ წერდა ქობულეთის ცენტრალურ პარკში მიმდინარეობს. ვიცე მერის კლასელისა და კურსელის ოჯახის უნებართვო მშენებლობის შესახებ უფრო მეტს წაიკითხავთ ბმულზე.

 

Post navigation

Previous: ავარია ქობულეთში – დაშავდა ორი ადამიანი
Next: საზღვაო კურორტებზე არსებულ 10 ობიექტში კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

sarfi_AJARATIMES.GE
  • ხელვაჩაური

სარფში 1.8 კგ ოქროს საიუველირო ნაკეთობა აღმოაჩინეს – დაკავებულია ერთი პირი

აჭარა თაიმსი სექტემბერი 2, 2026
sarfis sabajo_AJARATIMES.GE
  • ხელვაჩაური

სარფში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი აზერბაიჯანის მოქალაქე დააკავეს

აჭარა თაიმსი აგვისტო 29, 2026
policia_AJARATIMES.GE
  • ხელვაჩაური

ახალსოფელში ავტომობილში გარდაცვლილი კაცი იპოვეს

აჭარა თაიმსი აგვისტო 23, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

მარიამისა და აჩის საერთო ღირებულებები და ბრძოლა _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

მარიამისა და აჩის საერთო ღირებულებები და ბრძოლა

სექტემბერი 5, 2026
ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი უცხოელი ბათუმში დააკავეს dakaveba_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი უცხოელი ბათუმში დააკავეს

სექტემბერი 5, 2026
ქობულეთ-ხელვაჩაურის დამაკავშირებელ მაგისტრალზე ავარია მოხდა – გადაყირავდა სატვირთო _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ქობულეთ-ხელვაჩაურის დამაკავშირებელ მაგისტრალზე ავარია მოხდა – გადაყირავდა სატვირთო

სექტემბერი 4, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 5 სექტემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 5 სექტემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

სექტემბერი 4, 2026
ბათუმში ორი კატერი ერთმანეთს შეეჯახა – დაშავდა ხუთი ადამიანი _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში ორი კატერი ერთმანეთს შეეჯახა – დაშავდა ხუთი ადამიანი

სექტემბერი 3, 2026
თურქი მოვაჭრეები მომხმარებლების დაკარგვას უჩივიან, მათი თქმით, ადამიანები საყიდლებზე საქართველოში მიდიან sarfis sabajo, turqeti_AJARATIMES.GE
  • უცხოეთი

თურქი მოვაჭრეები მომხმარებლების დაკარგვას უჩივიან, მათი თქმით, ადამიანები საყიდლებზე საქართველოში მიდიან

სექტემბერი 3, 2026
მარიამისა და აჩის საერთო ღირებულებები და ბრძოლა _AJARATIMES.GE 1
  • ბათუმი

მარიამისა და აჩის საერთო ღირებულებები და ბრძოლა

სექტემბერი 5, 2026
ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი უცხოელი ბათუმში დააკავეს dakaveba_AJARATIMES.GE 2
  • ბათუმი

ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი უცხოელი ბათუმში დააკავეს

სექტემბერი 5, 2026
ქობულეთ-ხელვაჩაურის დამაკავშირებელ მაგისტრალზე ავარია მოხდა – გადაყირავდა სატვირთო _AJARATIMES.GE 3
  • ბათუმი

ქობულეთ-ხელვაჩაურის დამაკავშირებელ მაგისტრალზე ავარია მოხდა – გადაყირავდა სატვირთო

სექტემბერი 4, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 5 სექტემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE 4
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 5 სექტემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

სექტემბერი 4, 2026
ბათუმში ორი კატერი ერთმანეთს შეეჯახა – დაშავდა ხუთი ადამიანი _AJARATIMES.GE 5
  • ბათუმი

ბათუმში ორი კატერი ერთმანეთს შეეჯახა – დაშავდა ხუთი ადამიანი

სექტემბერი 3, 2026

სიახლეების კალენდარი

სექტემბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  
« აგვ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.