Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • მულტიმედია
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • ქობულეთი

24 მაისიდან აჭარაში ყოველდღიური საპროტესტო აქციები დაიწყება – უფლებადამცველი

აჭარა თაიმსი აპრილი 19, 2024
ajaratimes_AJARATIMES.GE

24 მაისიდან აჭარაში ყოველდღიური საპროტესტო აქციები იწყება, ამის შესახებ აჭარის მთავრობის სახლთან სხვადასხვა სოციალური პრობლემის მქონე ადამიანებმა განაცხადეს.

იპოთეკით, ავტობანისა და მეწყრის შედეგად დაწარალებულებმა, ასევე, სოციალურად დაუცველებმა და უსახლკაროებმა დღეს საპროტესტო აქცია გამართეს და თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრა ითხოვეს. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე მათ არ შეხვდა.

მოგვიანებით აქციის მონაწილეებმა რუსთაველის ქუჩა გადაკეტეს, რა დროსაც პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოხდა. ინციდენტისას ერთი პირი პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს.

თამაზ ბაკურიძის ინფორმაციით, დაკავებული შშმ პირია. უფლებადამცველის თქმით, აღნიშნული პირი პოლიციას მას შემდეგ დაუპირისპირდა, როდესაც დაინახა რომ მის დედაზე პოლიციელი ფიზიკურად ძალადობდა.

“დღევანდელი აქცია არის გამაფრთხილებელი. დავაანონსეთ მასშტაბური აქცია, თუმცა მთავრობას მანამდე შეუძლია ხალხთან შეხვედრა,” – განაცხადა თამაზ ბაკურიძემ აქციაზე.

საპროტესტო აქციაზე სამეგრელოს მოსახლეობაც იმყოფებოდა. მათაც პრობლემების მოგვარება აჭარის მთავრობას სთხოვეს.
“ჩვენ ჩამოვედით სამეგრელოდან, არ აქვს მნიშვნელობა სამართლიანობისთვის სად ვიბრძოლებთ. როგორ შეიძლება ადამიანი იყოს უსახლკარო? ეს დანაშაულია! 24 მაისიდან აჭარასა და სამეგრელოში დაიწყება საპროტესტო აქციები. დღეს თუ ცოტანი ვართ, შემდეგში მთელი სამეგრელო ჩამოვა აქ და იქნება ბრძოლის საერთო ველი. არავინ უნდა იყოს უსახლკაროდ,” – განაცხადა აქციაზე მყოფმა ერთ-ერთმა პირმა.

Post navigation

Previous: ბათუმში ავტომობილი ქვეითს შეეჯახა, დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს
Next: სპორტული ჯგუფი ბათუმში უბნის სტადიონს იყენებს, ადგილობრივები კი მოედანზე შესვლას ვერ ახერხებენ – მოქალაქე

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

_AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

აჭის მოსახლეობა სოფლისთვის ცალკე მუნიციპალური ავტობუსის დანიშვნას ითხოვს

ლევან ურიდია ოქტომბერი 15, 2026
_AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ქობულეთში 8 ოჯახი მიწის ნაკვეთების გამო პროტესტს აგრძელებს – ტერიტორიაზე სპორტკომპლექსი უნდა აშენდეს

ლევან ურიდია ოქტომბერი 13, 2026
qobuleti_AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

რა საჭიროებები აქვთ ქობულეთის სოფლებში მცხოვრებლებს – გამოკითხვა

ლევან ურიდია ოქტომბერი 13, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს dakaveba_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს

ოქტომბერი 18, 2026
შუახევის მერიას ორმა კომპანიამ უჩივლა – ერთი საჩივარი სრულად, მეორე კი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა shuaxevis meria_AJARATIMES.GE
  • შუახევი

შუახევის მერიას ორმა კომპანიამ უჩივლა – ერთი საჩივარი სრულად, მეორე კი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა

ოქტომბერი 17, 2026
„დინამო ბათუმმა“ „გაგრა“ დაამარცხა fexburti.sporti.dinamo_AJARATIMES.GE
  • სპორტი

„დინამო ბათუმმა“ „გაგრა“ დაამარცხა

ოქტომბერი 17, 2026
ნარკოდანაშაულში მხილებული პირი დაკავების პროცესში მეოთხე სართულიდან გადახტა policia_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ნარკოდანაშაულში მხილებული პირი დაკავების პროცესში მეოთხე სართულიდან გადახტა

ოქტომბერი 17, 2026
ბათუმის აეროპორტში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს batumis aeroporti,tvitmfrinavi_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმის აეროპორტში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს

ოქტომბერი 17, 2026
თხილის ხეები ხმება, ფერმერები კი პრობლემის პირისპირ მარტო არიან txili_AJARATIMES.GE
  • საქართველო

თხილის ხეები ხმება, ფერმერები კი პრობლემის პირისპირ მარტო არიან

ოქტომბერი 16, 2026
ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს dakaveba_AJARATIMES.GE 1
  • ბათუმი

ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს

ოქტომბერი 18, 2026
შუახევის მერიას ორმა კომპანიამ უჩივლა – ერთი საჩივარი სრულად, მეორე კი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა shuaxevis meria_AJARATIMES.GE 2
  • შუახევი

შუახევის მერიას ორმა კომპანიამ უჩივლა – ერთი საჩივარი სრულად, მეორე კი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა

ოქტომბერი 17, 2026
„დინამო ბათუმმა“ „გაგრა“ დაამარცხა fexburti.sporti.dinamo_AJARATIMES.GE 3
  • სპორტი

„დინამო ბათუმმა“ „გაგრა“ დაამარცხა

ოქტომბერი 17, 2026
ნარკოდანაშაულში მხილებული პირი დაკავების პროცესში მეოთხე სართულიდან გადახტა policia_AJARATIMES.GE 4
  • ბათუმი

ნარკოდანაშაულში მხილებული პირი დაკავების პროცესში მეოთხე სართულიდან გადახტა

ოქტომბერი 17, 2026
ბათუმის აეროპორტში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს batumis aeroporti,tvitmfrinavi_AJARATIMES.GE 5
  • ბათუმი

ბათუმის აეროპორტში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს

ოქტომბერი 17, 2026

სიახლეების კალენდარი

ოქტომბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« სექ    

კატეგორიები

არქივი

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.