Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • უცხოეთი

37 ქვეყანამ საქართველოში ადამიანის უფლებების გაუარესებაზე ეუთო-ს მიმართა

აჭარა თაიმსი აპრილი 12, 2025
euto_AJARATIMES.GE

ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის 37-მა ქვეყანამ ეუთო-ს ერთობლივი განცხადებით მიმართა და საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის გაუარესების გამო შეშფოთება გამოხატა.

განცხადებაში ხაზგასმულია, რომ ბიძინა ივანიშვილის კონტროლირებადი პარლამენტის მიერ მიღებულმა რეპრესიულმა საკანონმდებლო ცვლილებებმა საქართველოს დემოკრატიული განვითარება მნიშვნელოვნად შეაფერხა.

ინფორმაციისთვის: განცხადებას ხელს აწერს: გერმანია, ალბანეთი, ავსტრია, ბელგია, ბოსნია და ჰერცეგოვინა, ბულგარეთი, კანადა, ხორვატია, კვიპროსი, ჩეხეთი, დანია, ესტონეთი, ფინეთი, საფრანგეთი, საბერძნეთი, ისლანდია, ირლანდია, იტალია, ლატვია, ლიხტენშტაინი, ლიეტუვა, ლუქსემბურგი, მალტა, მონტენეგრო, ნიდერლანდები, ჩრდილოეთ მაკედონია, ნორვეგია, პოლონეთი, პორტუგალია, მოლდოვა, რუმინეთი, სლოვენია, ესპანეთი, შვედეთი, შვეიცარია, გაერთიანებული სამეფო და უკრაინა.

“შეშფოთებას გამოვთქვამთ რამდენიმე ძირითად საკითხზე: სამოქალაქო სივრცის საკანონმდებლო შეზღუდვაზე, დამოუკიდებელი მედიის მიზანში ამოღებაზე, პოლიციის მიერ ძალის გადაჭარბებული გამოყენების საკითხზე, ანგარიშვალდებულების არარსებობასა და მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ არაიდენტიფიცირებადი ჯგუფების მიერ არაპროპორციული ძალადობის შესახებ – ასევე, წინასწარი პატიმრობის ზედმეტად ხანგრძლივ პერიოდებსა და წინასწარი პატიმრობის ქვეშ მყოფთა პირთა მიმართ არასათანადო მოპყრობის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციებზეც. უცხოური აგენტების რეგისტრაციის შესახებ კანონი ავალდებულებს ყველა ინდივიდსა და ორგანიზაციას, რომელიც უცხოურ დაფინანსებას იღებს რეგისტრირდნენ, როგორც “უცხოელი აგენტები” – წინააღმდეგ შემთხვევაში მათ, ვინც აღნიშნულზე უარს იტყვის, შესაძლოა ფინანსური სანქცია ან სისხლის სამართლებრივი სასჯელი დაეკისროს.

აღნიშნული კანონპროექტი სხვა ბოლო დროს მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებებთან ერთად, ზღუდავს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებსა და ადამიანების უფლებათა დამცველებს –  ამ კანონს არ გააჩნია სამართლებრივი გარანტიები, ის მიმართულია სამოქალაქო საზოგადოების, მედიისა და კერძო პირების, როგორც უცხოური გავლენის ინსტრუმენტების ბრენდირებაზე, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ დაფინანსების წყაროებზეა დაფუძნებული, რაც მტკიცედ მიუთითებს, რომ ეს კანონი არა გამჭვირვალობას ეხება, არამედ განსხვავებული აზრის ჩახშობას და სამოქალაქო საზოგადოებაზე ზეწოლის გამკაცრებას – ეს განსაკუთრებით შემაშფოთებელია მოახლოებული ადგილობრივი არჩევნების გათვალისწინებით. ჩვენ ასევე დეტალურად ვახდენთ ბოლოდროინდელი საკანონმდებლო ცვლილებების მონიტორინგს საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობაში – აუცილებელია, რომ საარჩევნო კანონმდებლობაში ნებისმერი ცვლილება იყოს გამჭვირვალე და საზოგადოებრივი ნდობიდან გამომდინარე. ჩვენ შეშფოთებას გამოვთქვამთ საკანონმდებლო ცვლილებების მიმართ, რომელიც ძირს უთხრის მშვიდობიანი შეკრების თავისუფლებასაც.

აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებები ძირს უთხრის თანაბარი საარჩევნო უფლების პრინციპს და ზღუდავს შეკრების თავისუფლებას, როგორც აღნიშნულია ODIHR-ისა და ვენეციის კომისიის ბოლო ანგარიშებში – ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას შეასრულოს მათი რეკომენდაციები. მიუხედავად საქართველოს მიერ განმეორებით გაკეთებული განცხადებებისა, რომლითაც კიდევ ერთხელ დაადასტურდა დიალოგისადმი მოწოდება და ეუთო-ს პრინციპები და ვალდებულებები, ჩვენ ჯერ კიდევ ვერ ვხედავთ კონკრეტულ და ნამდვილ ნაბიჯებს აზრიანი ჩართულობისკენ.

სამაგიეროდ, საქართველოს ხელისუფლების მიერ ბოლო დროს განხორციელებულმა ქმედებებმა საქართველო კიდევ უფრო დაშორა დემოკრატიას – ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, დაიწყოს ინკლუზიური დიალოგი ყველა პოლიტიკურ პარტიასთან და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან, რათა მოძებნონ მიმდინარე კრიზისის მშვიდობიანი და დემოკრატიული გადაწყვეტა. ჩვენი ურყევი მხარდაჭერა და ერთგულება საქართველოს სუვერენუობისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ უცვლელი რჩება – ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს ქართველი ხალხსა და მათ მისწრაფებას დემოკრატიული, სტაბილური და ევროპული მომავლისკენ და მზად ვართ ვითანამშრომლოთ საქართველოსთან, რათა უზრუნველვყოთ მისი საერთაშორისო ვალდებულებების შესრულება და ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების სრული პატივისცემა”. – აღნიშნულია განცხადებაში.

Post navigation

Previous: აჭარაში ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვისა და იძულების ბრალდებით 2 პირი დააკავეს
Next: ს/კ გონიომ ეროვნული ლიგა ორის მე-6 ტურის მატჩი მოიგო

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

cixe_AJARATIMES.GE
  • უცხოეთი

თურქეთში საქართველოს მოქალაქის მიმართ აღძრული სისხლის სამართლის საქმე ხანდაზმულობის გამო შეწყდა

აჭარა თაიმსი ივნისი 24, 2026
zurab karchava_AJARATIMES.GE
  • უცხოეთი

სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა,  ბათუმში კარვის გაშლის გამო აქტივისტის დაკავებამ ადამიანის უფლებები დაარღვია

აჭარა თაიმსი ივნისი 23, 2026
cixe_AJARATIMES.GE
  • უცხოეთი

საქართველოში პატიმრობაში მყოფი აზერბაიჯანის მოქალაქეების რაოდენობა გაიზარდა – მედია

აჭარა თაიმსი ივნისი 15, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ძველ ბულვარში ახალი სკვერის სანაცვლოდ სამშენებლო კომპანიები შეღავათებს მიიღებენ kafe tyupebi_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ძველ ბულვარში ახალი სკვერის სანაცვლოდ სამშენებლო კომპანიები შეღავათებს მიიღებენ

ივნისი 25, 2026
მეზღვაურთა საერთაშორისო დღე mezgvaurebi_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

მეზღვაურთა საერთაშორისო დღე

ივნისი 25, 2026
„ქალები ქმნიან ბიზნესს“ – რატომ იწყებს SGBA ახალ მასშტაბურ მოძრაობას ქალი მეწარმეების მხარდასაჭერად _AJARATIMES.GE
  • საქართველო

„ქალები ქმნიან ბიზნესს“ – რატომ იწყებს SGBA ახალ მასშტაბურ მოძრაობას ქალი მეწარმეების მხარდასაჭერად

ივნისი 25, 2026
ხელვაჩაური ბათუმის საზღვრების გადახედვას და ტერიტორის დაბრუნებას ითხოვს xelvachauri_AJARATIMES.GE
  • ხელვაჩაური

ხელვაჩაური ბათუმის საზღვრების გადახედვას და ტერიტორის დაბრუნებას ითხოვს

ივნისი 25, 2026
მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი საქართველოში – კოკა-კოლა ჩემპიონატის გლობალური პარტნიორია rugby x coca-cola - for social media post
  • რეკლამა

მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი საქართველოში – კოკა-კოლა ჩემპიონატის გლობალური პარტნიორია

ივნისი 25, 2026
ბათუმში, პუშკინის ქუჩაზე ორმხრივი მოძრაობა აღდგება _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში, პუშკინის ქუჩაზე ორმხრივი მოძრაობა აღდგება

ივნისი 24, 2026
ძველ ბულვარში ახალი სკვერის სანაცვლოდ სამშენებლო კომპანიები შეღავათებს მიიღებენ kafe tyupebi_AJARATIMES.GE 1
  • ბათუმი

ძველ ბულვარში ახალი სკვერის სანაცვლოდ სამშენებლო კომპანიები შეღავათებს მიიღებენ

ივნისი 25, 2026
მეზღვაურთა საერთაშორისო დღე mezgvaurebi_AJARATIMES.GE 2
  • ბათუმი

მეზღვაურთა საერთაშორისო დღე

ივნისი 25, 2026
„ქალები ქმნიან ბიზნესს“ – რატომ იწყებს SGBA ახალ მასშტაბურ მოძრაობას ქალი მეწარმეების მხარდასაჭერად _AJARATIMES.GE 3
  • საქართველო

„ქალები ქმნიან ბიზნესს“ – რატომ იწყებს SGBA ახალ მასშტაბურ მოძრაობას ქალი მეწარმეების მხარდასაჭერად

ივნისი 25, 2026
ხელვაჩაური ბათუმის საზღვრების გადახედვას და ტერიტორის დაბრუნებას ითხოვს xelvachauri_AJARATIMES.GE 4
  • ხელვაჩაური

ხელვაჩაური ბათუმის საზღვრების გადახედვას და ტერიტორის დაბრუნებას ითხოვს

ივნისი 25, 2026
მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი საქართველოში – კოკა-კოლა ჩემპიონატის გლობალური პარტნიორია rugby x coca-cola - for social media post 5
  • რეკლამა

მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი საქართველოში – კოკა-კოლა ჩემპიონატის გლობალური პარტნიორია

ივნისი 25, 2026

სიახლეების კალენდარი

ივნისი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  
« მაი    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.