
ქედაში ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა. ერთმანეთს ორი მანქანა შეეჯახა.
შემთხვევა სოფელ ვაიოს მონაკვეთზე, ცენტრალურ მაგისტრალზე მოხდა.
დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანა.
შემთხვევის ადგილზეა პოლიცია. გზის ორივე მიმართულება გადაკეტილია. მანქანები სოფლის გზაზე გადაამისამართეს, შედეგად ერთ საათზე მეტია საცობია.