Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • ბათუმი

ელექტრო სკუტერებისა და მოპედების მფლობელების პროტესტი და მოთხოვნა

აჭარა თაიმსი აპრილი 15, 2026
tvitdasaqmebulebi. mopedebi,skuterebi_AJARATIMES.GE

თვითდასაქმებულებმა აჭარის მთავრობის სახლთან საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი წლების განმავლობაში ბათუმის ბულვარის  ტერიტორიაზე ელექტრო სკუტერებსა და მოპედებს აქირავებენ და აცხადებენ, რომ მათი შემოსავლის ძირითადი წყარო სწორედ ეს საქმიანობაა.

აქციის მონაწილეების თქმით, გვიან ღამით, წინასწარი გაფრთხილების გარეშე, მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლებმა მათი კუთვნილი სატრანსპორტო საშუალებები ტერიტორიიდან გაიტანეს, რის შედეგადაც საქმიანობა ფაქტობრივად შეუჩერდათ.

პროტესტის მონაწილეები აღნიშნავდნენ, რომ მიღებული გადაწყვეტილება მათ სოციალურ მდგომარეობას მნიშვნელოვნად აუარესებს. მათი თქმით, ოჯახების არსებობა სწორედ აღნიშნული საქმიანობიდან მიღებულ შემოსავალზეა დამოკიდებული, ხოლო ტურისტული სეზონის მოახლოების ფონზე საქმიანობის შეზღუდვა დამატებით პრობლემებს ქმნის.

აქციის მონაწილეებმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან შეხვედრა მოითხოვეს, თუმცა მათი განცხადებით, სასაუბროდ არავინ გამოსულა. ისინი ამბობენ, რომ არსებული ვითარება მათთვის გაურკვეველია და მომავლის გეგმების დასახვა უჭირთ.

ამ დროისთვის უცნობია, რა გახდა ელექტრო ტრანსპორტის გაქირავების შეზღუდვის მიზეზი. საკითხზე ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია არც ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციას და არც აჭარის მთავრობას.

ინფორმაციისთვის: ბათუმის ბულვარში აქტიურად მიმდინარეობს კაფე-რესტორნების დემონტაჟიც. ზღვისპირა პარკის თითქმის მთელ მონაკვეთზე არსებული ობიექტები უკვე დაშლილია ან მათი დანგრევა მიმდინარეობს.

ბათუმის ბულვარში მდებარე ქორწინების სახლი დაანგრიეს

ცნობისთვის: პარალელურად, საქმიანობა შეუჩერეს მცირე მოვაჭრეებსაც, რომლებიც სუვენირებსა და ნატურალურ წვენებს ყიდდნენ. თვითდასაქმებულები აცხადებენ, რომ მათ არ აქვთ ინფორმაცია, შეძლებენ თუ არა მუშაობის განახლებას ან რა პირობებით მოხდება მათი საქმიანობის გაგრძელება.

შეკვეთილში, ბიძინა ივანიშვილის სახლთან თვითდასაქმებულებმა აქცია გამართეს – მოვაჭრეები პასუხს კვლავ ელოდებიან

აქვე დაგაინტერესებთ ⇓

  • თვითდასაქმებულებმა არ იციან როდის გააგრძელებენ ვაჭრობას – პროტესტი აჭარის მთავრობასთან
  • ახალ ბულვარში ფეკალური მასები ზღვაში ჩაედინება – სასტუმროებისა და აპარტამენტების მფლობელებს კანალიზაცია სანიაღვრე არხზე აქვთ დაერთებული
  • „კლარას ჰოთ-დოგებით“ ცნობილ ობიექტს აღარ ანგრევენ
  • დეპუტატის ოჯახის კომპანიამ ტენდერებიდან მილიონობით ლარი მიიღო – კვლევა
  • ბათუმის ბულვარში მეუღლის მშობლების ბიზნესის მფარველობისთვის დაცვის პოლიციის თანამშრომელი დააკავეს

 

Post navigation

Previous: გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 16 აპრილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს
Next: ბათუმში სტარტი აიღო საქართველოს ჩემპიონატმა ჭადრაკში

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

aeroporti_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმის აეროპორტში უცხო ქვეყნის მოქალაქეს „კოკაინი“ და „MDMA“ აღმოუჩინეს

აჭარა თაიმსი ივლისი 17, 2026
dakaveba_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში ბინის შეძენის დაპირებით 171 000 ლარამდე თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით პირი დააკავეს

აჭარა თაიმსი ივლისი 17, 2026
policia_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი ტაჯიკეთის მოქალაქე დააკავეს

აჭარა თაიმსი ივლისი 16, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 20 ივლისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 20 ივლისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ივლისი 17, 2026
„გახარია საქართველოსთვის“ აცხადებს, რომ შუახევში მათი გუნდის წევრებისთვის პროვოკაციის მოწყობა სცადეს shuaxevi_AJARATIMES.GE
  • შუახევი

„გახარია საქართველოსთვის“ აცხადებს, რომ შუახევში მათი გუნდის წევრებისთვის პროვოკაციის მოწყობა სცადეს

ივლისი 17, 2026
აჭარასა და გურიაში ვალუტის გადამცვლელი 22 უკანონო პუნქტი გამოავლინეს _AJARATIMES.GE
  • საქართველო

აჭარასა და გურიაში ვალუტის გადამცვლელი 22 უკანონო პუნქტი გამოავლინეს

ივლისი 17, 2026
ბათუმის აეროპორტში უცხო ქვეყნის მოქალაქეს „კოკაინი“ და „MDMA“ აღმოუჩინეს aeroporti_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმის აეროპორტში უცხო ქვეყნის მოქალაქეს „კოკაინი“ და „MDMA“ აღმოუჩინეს

ივლისი 17, 2026
ბათუმში ბინის შეძენის დაპირებით 171 000 ლარამდე თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით პირი დააკავეს dakaveba_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში ბინის შეძენის დაპირებით 171 000 ლარამდე თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით პირი დააკავეს

ივლისი 17, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 17 ივლისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 17 ივლისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ივლისი 16, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 20 ივლისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE 1
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 20 ივლისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ივლისი 17, 2026
„გახარია საქართველოსთვის“ აცხადებს, რომ შუახევში მათი გუნდის წევრებისთვის პროვოკაციის მოწყობა სცადეს shuaxevi_AJARATIMES.GE 2
  • შუახევი

„გახარია საქართველოსთვის“ აცხადებს, რომ შუახევში მათი გუნდის წევრებისთვის პროვოკაციის მოწყობა სცადეს

ივლისი 17, 2026
აჭარასა და გურიაში ვალუტის გადამცვლელი 22 უკანონო პუნქტი გამოავლინეს _AJARATIMES.GE 3
  • საქართველო

აჭარასა და გურიაში ვალუტის გადამცვლელი 22 უკანონო პუნქტი გამოავლინეს

ივლისი 17, 2026
ბათუმის აეროპორტში უცხო ქვეყნის მოქალაქეს „კოკაინი“ და „MDMA“ აღმოუჩინეს aeroporti_AJARATIMES.GE 4
  • ბათუმი

ბათუმის აეროპორტში უცხო ქვეყნის მოქალაქეს „კოკაინი“ და „MDMA“ აღმოუჩინეს

ივლისი 17, 2026
ბათუმში ბინის შეძენის დაპირებით 171 000 ლარამდე თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით პირი დააკავეს dakaveba_AJARATIMES.GE 5
  • ბათუმი

ბათუმში ბინის შეძენის დაპირებით 171 000 ლარამდე თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით პირი დააკავეს

ივლისი 17, 2026

სიახლეების კალენდარი

ივლისი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
« ივნ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.