„დინამო ბათუმმა“ ეროვნული ლიგის მე-11 ტურში მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა. „თოლიები“ „გაგრას“ დაუპირისპირდნენ და შეხვედრა ანგარიშით 2:1 მოიგეს.
ბათუმელებს გამარჯვება მანდრიჩენკოს დუბლმა მოუტანა – მან გოლები მე-19 და 67-ე წუთებზე გაიტანა.
მასპინძლების მხრიდან ერთადერთი გოლი 87-ე წუთზე ჭავჭანიძემ შეაგდო.
ამ გამარჯვების შემდეგ „დინამო ბათუმმა“ სატურნირო ცხრილში მერვე ადგილზე გადაინაცვლა. გუნდს 11 ქულა აქვს და მე-9-10 ადგილებზე მყოფ „გაგრასა“ და „მეშახტეს“ ერთი ქულით უსწრებს.
ავტორი: დიმიტრი გორგილაძე


