Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • საქართველო

შსს-მ „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 44 პირი დააკავა – ორ ე.წ. კანონიერ ქურდს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

აჭარა თაიმსი მაისი 13, 2026
policia_AJARATIMES.GE

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციისა და თბილისის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 44 პირი დააკავეს.

როგორც ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, დავით კიკნაძე ბრიფინგზე განაცხადა, კიდევ 7 პირს ბრალი წარედგინა, ნაწილს პენიტენციურ დაწესებულებაში, ნაწილს კი დაუსწრებლად, მათ შორის საზღვარგარეთ მყოფ ორ ე.წ. „კანონიერ ქურდს“ ლევან მარღია და ნოდარ შუკაკიძე.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულები ე.წ. ქურდულ გარჩევებს აწყობდნენ და მოქალაქეებს შორის არსებულ ფინანსურ თუ კრიმინალურ დავებზე „ქურდულ გადაწყვეტილებებს“ იღებდნენ. შსს-ს ცნობით, აღნიშნული სქემის ფარგლებში მოქალაქეებს თანხის გადახდას აკისრებდნენ, მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში კი ფიზიკური ანგარიშსწორებითა და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ.

უწყების განცხადებით, გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები წინასწარ შემუშავებული გეგმით მოქმედებდნენ, გადაადგილდებოდნენ თბილისის სხვადასხვა უბანში, არჩევდნენ კონკრეტულ პირებს და მათი ნების საწინააღმდეგოდ ინტერნეტბანკის საშუალებით სესხების გააქტიურებას აიძულებდნენ, რის შემდეგაც თანხებს საკუთარ ანგარიშებზე ირიცხავდნენ.

სამართალდამცველების ინფორმაციით, ბრალდებულები ე.წ. კანონიერ ქურდებს პერიოდულად აწვდიდნენ ინფორმაციას იმ პირების შესახებ, რომელთაგან შემდგომში შესაძლებელი იქნებოდა ფულის გამოძალვა და მატერიალური სარგებლის მიღება „ქურდული სამყაროს“ სახელით.

ჩატარებული ჩხრეკების შედეგად ამოღებულია მობილური ტელეფონები, კომპიუტერული ტექნიკა და ცეცხლსასროლი იარაღები. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა, 223-ე ტერცია, 223-ე კვარტა და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Post navigation

Previous: ჩინოვნიკებს პრემიებისა და დანამატების მიღების უფლება კვლავ ექნებათ – „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტში ახალი კანონპროექტი დააინიციირა
Next: ჩაქვში ხორცპროდუქტების უკანონო საწარმო გამოავლინეს – სააგენტომ ობიექტი დახურა

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

_AJARATIMES.GE
  • საქართველო

ჩინოვნიკებს პრემიებისა და დანამატების მიღების უფლება კვლავ ექნებათ – „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტში ახალი კანონპროექტი დააინიციირა

აჭარა თაიმსი მაისი 13, 2026
xalxi_.ajaratimes.ge
  • საქართველო

როგორია უმუშევრობის დონე აჭარაში – ცნობილია საქსტატის ახალი კვლევა

აჭარა თაიმსი მაისი 12, 2026
shio mesame, patriarqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

კათოლიკოს-პატრიარქ შიო III-ის ინტრონიზაცია გაიმართა

აჭარა თაიმსი მაისი 12, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩაქვში ხორცპროდუქტების უკანონო საწარმო გამოავლინეს – სააგენტომ ობიექტი დახურა _AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ჩაქვში ხორცპროდუქტების უკანონო საწარმო გამოავლინეს – სააგენტომ ობიექტი დახურა

მაისი 13, 2026
შსს-მ „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 44 პირი დააკავა – ორ ე.წ. კანონიერ ქურდს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა policia_AJARATIMES.GE
  • საქართველო

შსს-მ „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 44 პირი დააკავა – ორ ე.წ. კანონიერ ქურდს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

მაისი 13, 2026
ჩინოვნიკებს პრემიებისა და დანამატების მიღების უფლება კვლავ ექნებათ – „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტში ახალი კანონპროექტი დააინიციირა _AJARATIMES.GE
  • საქართველო

ჩინოვნიკებს პრემიებისა და დანამატების მიღების უფლება კვლავ ექნებათ – „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტში ახალი კანონპროექტი დააინიციირა

მაისი 13, 2026
ხელვაჩაურის მერიის თანამშრომლები VS ჟურნალისტი sulkhan meskhidze_AJARATIMES.GE
  • ხელვაჩაური

ხელვაჩაურის მერიის თანამშრომლები VS ჟურნალისტი

მაისი 13, 2026
ბათუმში ტაქსის მძღოლების პროტესტი გრძელდება taqsis mzgolebis aqcia_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში ტაქსის მძღოლების პროტესტი გრძელდება

მაისი 13, 2026
Coca-Cola x FIFA World Cup – მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილე ქვეყნების დროშები კოკა-კოლას საკოლექციო ქილებზე IMG-20260513-WA0007
  • რეკლამა

Coca-Cola x FIFA World Cup – მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილე ქვეყნების დროშები კოკა-კოლას საკოლექციო ქილებზე

მაისი 13, 2026
ჩაქვში ხორცპროდუქტების უკანონო საწარმო გამოავლინეს – სააგენტომ ობიექტი დახურა _AJARATIMES.GE 1
  • ქობულეთი

ჩაქვში ხორცპროდუქტების უკანონო საწარმო გამოავლინეს – სააგენტომ ობიექტი დახურა

მაისი 13, 2026
შსს-მ „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 44 პირი დააკავა – ორ ე.წ. კანონიერ ქურდს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა policia_AJARATIMES.GE 2
  • საქართველო

შსს-მ „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 44 პირი დააკავა – ორ ე.წ. კანონიერ ქურდს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

მაისი 13, 2026
ჩინოვნიკებს პრემიებისა და დანამატების მიღების უფლება კვლავ ექნებათ – „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტში ახალი კანონპროექტი დააინიციირა _AJARATIMES.GE 3
  • საქართველო

ჩინოვნიკებს პრემიებისა და დანამატების მიღების უფლება კვლავ ექნებათ – „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტში ახალი კანონპროექტი დააინიციირა

მაისი 13, 2026
ხელვაჩაურის მერიის თანამშრომლები VS ჟურნალისტი sulkhan meskhidze_AJARATIMES.GE 4
  • ხელვაჩაური

ხელვაჩაურის მერიის თანამშრომლები VS ჟურნალისტი

მაისი 13, 2026
ბათუმში ტაქსის მძღოლების პროტესტი გრძელდება taqsis mzgolebis aqcia_AJARATIMES.GE 5
  • ბათუმი

ბათუმში ტაქსის მძღოლების პროტესტი გრძელდება

მაისი 13, 2026

სიახლეების კალენდარი

მაისი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
« აპრ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.