ბათუმში სხვადასხვა სოციალური კატეგორიის მქონე მოქალაქეებმა კიდევ ერთი საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი საცხოვრებლით უზრუნველყოფას ითხოვენ და აცხადებენ, რომ წლებია უსახლკაროდ ცხოვრობენ.
აქციის მონაწილეების თქმით, მძიმე სოციალური მდგომარეობის მიუხედავად, მათი პრობლემები დღემდე მოუგვარებელია, რის გამოც დახმარებას ბათუმის მერიისა და აჭარის მთავრობისგან ითხოვენ.
საპროტესტო აქცია თავდაპირველად ბათუმის მერიასთან დაიწყო, შემდეგ კი მონაწილეებმა მსვლელობით აჭარის მთავრობის ადმინისტრაციასთან გადაინაცვლეს. აქცია საბოლოოდ ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე დასრულდა.
მოქალაქეები აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან შეხვედრასა და მათი პრობლემების უშუალოდ გაცნობას ითხოვდნენ, თუმცა მათი თქმით, ზურაბ პატარაძე მათ დღესაც არ შეხვედრია.
უფრო მეტი მათი მოთხოვნების შესახებ ნახეთ პირდაპირი ეთერის ჩანაწერში ⇓
დაკავშირებული თემები ⇓


