თურქული მედიის ინფორმაციით, სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე თურქმა სამართალდამცველებმა კონტრაბანდულად გადატანილი დიდი ოდენობით თაფლი ამოიღეს.
მედიის ცნობით, საქართველო-თურქეთის საზღვარზე, საქართველოს მოქალაქის კუთვნილი მიკროავტობუსი შეამოწმეს. სკანირების შემდეგ ავტომობილი დეტალურ შემოწმებაზე გადაიყვანეს. შემოწმებისას სამართალდამცველებმა საწვავის ავზში სპეციალურად მოწყობილ სათავსოებში დამალული 104 კილოგრამი კონტრაბანდული თაფლი აღმოაჩინეს.
თურქული მედიის წერს, რომ ამოღებული თაფლის საბაზრო ღირებულება დაახლოებით 47 ათასი თურქული ლირაა. ავტომობილის მძღოლი დააკავეს, ხოლო სამართალდამცველებმა კონტრაბანდული პროდუქცია ნივთმტკიცებად ამოიღეს.