Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • საქართველო

ცესკოში გამოვლინდა ხარვეზები ხელფასების გაცემაში, შესყიდვებში, მივლინებებსა და შიდა კონტროლის სისტემაში – აუდიტი

აჭარა თაიმსი ივნისი 16, 2026
cesko_AJARATIMES.GE

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2023-2024 წლებში განხორციელებული საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი ჩაატარა. ანგარიშის მიხედვით, სხვადასხვა მიმართულებით გამოვლინდა ფინანსური მართვისა და შიდა კონტროლის სისტემასთან დაკავშირებული არაერთი ხარვეზი.

აუდიტის თანახმად, შრომის ანაზღაურების ნაწილში ცესკოში თანამშრომელთა სამუშაო დროის აღრიცხვა სათანადოდ არ ხდებოდა, არ ივსებოდა სამუშაო დროის ტაბელები და შენობის ტურნიკეტის მონაცემები ბუღალტერიაში არ აისახებოდა, რაც კონტროლის მექანიზმების სისუსტეზე მიუთითებს.

დასკვნაში ყურადღება გამახვილებულია სახელფასო დანამატების გაცემის პრაქტიკაზეც. აუდიტის პერიოდში, ცესკოში მოქმედებდა დანამატების გაცემა კანონით დადგენილ ზღვრულ ოდენობაზე მეტი მოცულობით, რაც შესაბამისი შიდა გადაწყვეტილებების საფუძველზე ხდებოდა.

სახელმწიფო აუდიტმა ხარვეზები გამოავლინა შესყიდვების პროცესშიც. კერძოდ, აღნიშნულია, რომ ბაზრის კვლევის პროცესი სათანადოდ არ იყო დოკუმენტირებული და ვერ დგინდებოდა, რა მეთოდებითა და რა მოცულობით ტარდებოდა კვლევა. ასევე, სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების შესყიდვებისას ტექნიკური მოთხოვნები არასაკმარისად დეტალიზებული იყო, რაც, აუდიტის შეფასებით, არაკონკურენტული გარემოს ჩამოყალიბების რისკს ზრდიდა და პოტენციური მონაწილეების ინტერესს ზღუდავდა.

ანგარიშში ცალკე არის განხილული საარქივე და სასაწყობე ინფრასტრუქტურის მოწყობის მრავალწლიანი სახელმწიფო შესყიდვაც. აუდიტის მიხედვით, აღნიშნული პროცესი განხორციელდა შესყიდვების სააგენტოს მეთოდური მითითებების სრულად გათვალისწინების გარეშე, რამაც შესაძლოა გავლენა მოახდინა შესყიდვის ღირებულებისა და ეკონომიურობის შეფასებაზე.

დოკუმენტის მიხედვით, ხარვეზები გამოვლინდა მივლინებების ხარჯების ანაზღაურების მიმართულებითაც, სასტუმრო მომსახურების შესყიდვისას ადგილობრივი ბაზრის სრულყოფილი კვლევა არ ხდებოდა, რაც ხარჯების ზრდის მიზეზად სახელდება.

აქტივების მართვის ნაწილში აუდიტმა დაადგინა, რომ ცესკოს კანონით განსაზღვრული სავალდებულო ინვენტარიზაცია სრულად არ ჩაუტარებია, რის გამოც ორგანიზაციას აქტივებისა და ვალდებულებების ზუსტი აღრიცხვის შესაძლებლობა ეზღუდებოდა.

ანგარიშში ასევე საუბარია შიდა კონტროლის სისტემის ნაკლოვანებებზე. აუდიტის სამსახურის შეფასებით, შიდა აუდიტის სუბიექტის დამოუკიდებლობა კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად სრულად უზრუნველყოფილი არ იყო.

ხარვეზები გამოვლინდა ავტოპარკის მართვასა და ტრანსპორტის ხარჯების ნაწილშიც. კერძოდ, სამორიგეო ავტომობილების თანამშრომლებზე გამოყოფა დოკუმენტურად არ დასტურდებოდა, საწვავის ხარჯვის ლიმიტების განსაზღვრის კრიტერიუმები არ არსებობდა, ხოლო დაქირავებული ტრანსპორტის მომსახურების ნაწილში გადაზიდვების მოცულობისა და მარშრუტების სრულყოფილი დოკუმენტაცია ვერ იქნა წარმოდგენილი.

Post navigation

Previous: ბათუმში, ბინაში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია
Next: საქართველოში „წითელი ნუსხის“ განახლება წლების განმავლობაში არ განხორციელებულა – აუდიტი

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

matarebeli, rkinigza_AJARATIMES.GE
  • საქართველო

სუს-მა „საქართველოს რკინიგზის“ ყოფილ ხელმძღვანელ პირებსა და სხვებს მასშტაბურ კორუფციულ სქემაში ბრალი წარუდგინა

აჭარა თაიმსი ივნისი 16, 2026
buneba_AJARATIMES.GE
  • საქართველო

საქართველოში „წითელი ნუსხის“ განახლება წლების განმავლობაში არ განხორციელებულა – აუდიტი

აჭარა თაიმსი ივნისი 16, 2026
shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 16 ივნისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

აჭარა თაიმსი ივნისი 15, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

სუს-მა „საქართველოს რკინიგზის“ ყოფილ ხელმძღვანელ პირებსა და სხვებს მასშტაბურ კორუფციულ სქემაში ბრალი წარუდგინა matarebeli, rkinigza_AJARATIMES.GE
  • საქართველო

სუს-მა „საქართველოს რკინიგზის“ ყოფილ ხელმძღვანელ პირებსა და სხვებს მასშტაბურ კორუფციულ სქემაში ბრალი წარუდგინა

ივნისი 16, 2026
საქართველოში „წითელი ნუსხის“ განახლება წლების განმავლობაში არ განხორციელებულა – აუდიტი buneba_AJARATIMES.GE
  • საქართველო

საქართველოში „წითელი ნუსხის“ განახლება წლების განმავლობაში არ განხორციელებულა – აუდიტი

ივნისი 16, 2026
ცესკოში გამოვლინდა ხარვეზები ხელფასების გაცემაში, შესყიდვებში, მივლინებებსა და შიდა კონტროლის სისტემაში – აუდიტი cesko_AJARATIMES.GE
  • საქართველო

ცესკოში გამოვლინდა ხარვეზები ხელფასების გაცემაში, შესყიდვებში, მივლინებებსა და შიდა კონტროლის სისტემაში – აუდიტი

ივნისი 16, 2026
ბათუმში, ბინაში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში, ბინაში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

ივნისი 15, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 16 ივნისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 16 ივნისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ივნისი 15, 2026
საქართველოში პატიმრობაში მყოფი აზერბაიჯანის მოქალაქეების რაოდენობა გაიზარდა – მედია cixe_AJARATIMES.GE
  • უცხოეთი

საქართველოში პატიმრობაში მყოფი აზერბაიჯანის მოქალაქეების რაოდენობა გაიზარდა – მედია

ივნისი 15, 2026
სუს-მა „საქართველოს რკინიგზის“ ყოფილ ხელმძღვანელ პირებსა და სხვებს მასშტაბურ კორუფციულ სქემაში ბრალი წარუდგინა matarebeli, rkinigza_AJARATIMES.GE 1
  • საქართველო

სუს-მა „საქართველოს რკინიგზის“ ყოფილ ხელმძღვანელ პირებსა და სხვებს მასშტაბურ კორუფციულ სქემაში ბრალი წარუდგინა

ივნისი 16, 2026
საქართველოში „წითელი ნუსხის“ განახლება წლების განმავლობაში არ განხორციელებულა – აუდიტი buneba_AJARATIMES.GE 2
  • საქართველო

საქართველოში „წითელი ნუსხის“ განახლება წლების განმავლობაში არ განხორციელებულა – აუდიტი

ივნისი 16, 2026
ცესკოში გამოვლინდა ხარვეზები ხელფასების გაცემაში, შესყიდვებში, მივლინებებსა და შიდა კონტროლის სისტემაში – აუდიტი cesko_AJARATIMES.GE 3
  • საქართველო

ცესკოში გამოვლინდა ხარვეზები ხელფასების გაცემაში, შესყიდვებში, მივლინებებსა და შიდა კონტროლის სისტემაში – აუდიტი

ივნისი 16, 2026
ბათუმში, ბინაში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია _AJARATIMES.GE 4
  • ბათუმი

ბათუმში, ბინაში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

ივნისი 15, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 16 ივნისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE 5
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 16 ივნისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ივნისი 15, 2026

სიახლეების კალენდარი

ივნისი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  
« მაი    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.