Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • საქართველო

1 ივლისიდან შიდა წყლებში კატარღებისა და ჰიდროციკლების რეგისტრაცია და მართვის სერტიფიკატი სავალდებულო ხდება

აჭარა თაიმსი ივნისი 18, 2026
gemi, zgva, navi_AJARATIMES.GE

საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციით, 2026 წლის 1 ივლისიდან შიდა სახმელეთო წყლებში ნაოსნობაში ჩართული ძრავიანი მცურავი საშუალებების რეგისტრაცია და მართვის სერტიფიკატის ფლობა სავალდებულო ხდება.

ახალი რეგულაციები გავრცელდება ტბებზე, მდინარეებსა და წყალსაცავებზე მოძრავ კატარღებზე, იახტებზე, მოტონავებზე, ჰიდროციკლებზე, კატამარანებზე, სამგზავრო პლატფორმებსა და კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა მცურავ საშუალებებზე.

სააგენტოს განმარტებით, ცვლილების მიზანია ნაოსნობის უსაფრთხოების სტანდარტების გაუმჯობესება, მგზავრთა უსაფრთხოების უზრუნველყოფა და სხვადასხვა შემთხვევის პრევენცია.

მონაცემების მიხედვით, 2020-2026 წლებში საქართველოს მდინარეებზე, ტბებსა და წყალსაცავებზე სხვადასხვა მცურავი საშუალების მონაწილეობით 80 ინციდენტი დაფიქსირდა.

რეგისტრაციის პროცესს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო უზრუნველყოფს. რეგისტრაციამდე მცურავმა საშუალებამ ტექნიკური ინსპექტირება სააგენტოს მიერ აღიარებულ ზედამხედველობის განმახორციელებელ ორგანიზაციაში უნდა გაიაროს.

ამასთან, შიდა სახმელეთო წყლებში ძრავიანი მცურავი საშუალების სამართავად აუცილებელი გახდება მართვის სერტიფიკატის ფლობა. სერტიფიკატი გაიცემა 5 წლის ვადით, 18 წელს მიღწეულ ქმედუნარიან პირზე, რომელიც სააგენტოს მიერ აღიარებულ საზღვაო-საწვრთნელ დაწესებულებაში გადამზადების პროგრამას წარმატებით დაასრულებს.

ამ ეტაპზე შესაბამისი პროგრამა მხოლოდ ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის საზღვაო-საწვრთნელ ცენტრს აქვს აღიარებული.

სააგენტოს ინფორმაციით, აღნიშნული ტრანსპორტის მფლობელებისთვის გარდამავალი პერიოდი 2025 წლის 1 აპრილიდან მოქმედებს. ამ დროისთვის შიდა წყლების გემების რეესტრში 16 მცურავი საშუალებაა რეგისტრირებული, ხოლო მართვის სერტიფიკატი უკვე 38 ფიზიკურმა პირმა მიიღო.

ახალი რეგულაციები არ გავრცელდება კაიაკებზე, პირადი დანიშნულებით გამოყენებულ მცურავ საშუალებებსა და 3 მეტრზე ნაკლები სიგრძის, ძრავის არმქონე მცურავ საშუალებებზე.

სააგენტო განმარტავს, რომ ნებაყოფლობითი რეგისტრაციის პერიოდის დასრულების შემდეგ, 2026 წლის 1 ივლისიდან რეგულაციების დარღვევა ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობასა და დაჯარიმებას გამოიწვევს.

Post navigation

Previous: სარფში დიდი ოდენობით კოკაინის შემოტანის ბრალდებით თურქეთის მოქალაქე დააკავეს
Next: გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 19 ივნისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

_AJARATIMES.GE
  • საქართველო

მხარეებს შორის კამათი და მწვავე კითხვები – საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეზე განხილვა გრძელდება

აჭარა თაიმსი ნოემბერი 13, 2026
shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 16 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

აჭარა თაიმსი ნოემბერი 13, 2026
sakonstitucio sasamartlo_AJARATIMES.GE
  • საქართველო

ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეზე სასამართლოში ურთიერთბრალდებები და მწვავე დისკუსია გრძელდება

აჭარა თაიმსი ნოემბერი 12, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

მანდარინის სეზონი გამოწვევებით – ფერმერებს მოსავლის აღება უძვირდებათ mandarini, citrusi_AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

მანდარინის სეზონი გამოწვევებით – ფერმერებს მოსავლის აღება უძვირდებათ

ნოემბერი 15, 2026
„განდაგანა“ აჭარის ბიუჯეტს 738 567 ლარი უჯდება – ჭამა-სმა და გართობა ქართული სიმღერების თანხლებით gandagana festivaliAJARATIMES.GE
  • ბათუმი

„განდაგანა“ აჭარის ბიუჯეტს 738 567 ლარი უჯდება – ჭამა-სმა და გართობა ქართული სიმღერების თანხლებით

ნოემბერი 15, 2026
ბათუმში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს policia_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

ნოემბერი 14, 2026
ქობულეთში საცხოვრებელი სახლის მეორე სართული დაიწვა _AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ქობულეთში საცხოვრებელი სახლის მეორე სართული დაიწვა

ნოემბერი 14, 2026
ქობულეთში საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა _AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ქობულეთში საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა

ნოემბერი 14, 2026
მხარეებს შორის კამათი და მწვავე კითხვები – საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეზე განხილვა გრძელდება _AJARATIMES.GE
  • საქართველო

მხარეებს შორის კამათი და მწვავე კითხვები – საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეზე განხილვა გრძელდება

ნოემბერი 13, 2026
მანდარინის სეზონი გამოწვევებით – ფერმერებს მოსავლის აღება უძვირდებათ mandarini, citrusi_AJARATIMES.GE 1
  • ქობულეთი

მანდარინის სეზონი გამოწვევებით – ფერმერებს მოსავლის აღება უძვირდებათ

ნოემბერი 15, 2026
„განდაგანა“ აჭარის ბიუჯეტს 738 567 ლარი უჯდება – ჭამა-სმა და გართობა ქართული სიმღერების თანხლებით gandagana festivaliAJARATIMES.GE 2
  • ბათუმი

„განდაგანა“ აჭარის ბიუჯეტს 738 567 ლარი უჯდება – ჭამა-სმა და გართობა ქართული სიმღერების თანხლებით

ნოემბერი 15, 2026
ბათუმში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს policia_AJARATIMES.GE 3
  • ბათუმი

ბათუმში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

ნოემბერი 14, 2026
ქობულეთში საცხოვრებელი სახლის მეორე სართული დაიწვა _AJARATIMES.GE 4
  • ქობულეთი

ქობულეთში საცხოვრებელი სახლის მეორე სართული დაიწვა

ნოემბერი 14, 2026
ქობულეთში საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა _AJARATIMES.GE 5
  • ქობულეთი

ქობულეთში საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა

ნოემბერი 14, 2026

სიახლეების კალენდარი

ნოემბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30  
« ოქტ    

კატეგორიები

არქივი

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.