შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი სარფის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე დააკავეს.
გამოძიების ვერსიით, ბრალდებულმა ყოფით ნიადაგზე მომხდარი დაპირისპირებისას ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობები მამას მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
პოლიციელებმა იგი დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე საათში, სარფის სასაზღვრო გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე, მაშინ დააკავეს, როდესაც, გამოძიების ინფორმაციით, ქვეყნის დატოვებას ცდილობდა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახედ 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.



