Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • მულტიმედია
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • ბათუმი

გაყიდული აჭარა – როგორ ინაწილებენ უკონკურენტოდ რეგიონის ქონებას „ქართული ოცნების“ დონორები

აჭარა თაიმსი სექტემბერი 10, 2026
batumi, qalaqi, shenobebi_AJARATIMES.GE (1)

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ ჩატარებული ელექტრონული აუქციონების კვლევა გამოქვეყნა. ორგანიზაციის ინფორმაციით, რეგიონში სახელმწიფო ქონების პრივატიზების პროცესში სერიოზული ხარვეზები, ჩაშლილი აუქციონები და დაბალი კონკურენცია ფიქსირდება.

კვლევის მიხედვით, 2025 წლის 1 იანვრიდან დღემდე გამოცხადებული 69 ელექტრონული აუქციონიდან 54 არ შედგა მონაწილეების არარსებობის გამო. ხოლო იმ 15 აუქციონიდან, სადაც გამარჯვებული გამოვლინდა, 8 უკონკურენტო იყო, მათში მხოლოდ თითო პრეტენდენტი მონაწილეობდა და უძრავი ქონება საწყის საპრივატიზებო ფასზე მინიმალური ფასნამატით, ერთ ბიჯში გაიყიდა.

არშემდგარი აუქციონების გამო კვლავ ვერ სრულდება აჭარის ბიუჯეტის საპრივატიზაციო გეგმა. 2025 წლის 9 თვეში დაგეგმილი 125 მილიონზე მეტი ლარის ნაცვლად, მხოლოდ 4.5 მილიონი ლარის ღირებულების უძრავი ქონება გასხვისდა, რაც დასახული გეგმის მხოლოდ 3.6%-ს შეადგენს.

არასამთავრობო ორგანიზაცია ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ გამარჯვებული კომპანიების ნაწილის მესაკუთრეები და ხელმძღვანელები „ქართული ოცნების“ მსხვილი შემწირველები არიან:

  • ორ გამარჯვებულ კომპანიასთან დაკავშირებულ პირებს მმართველი პარტიისთვის ჯამში 1,387,000 ლარი აქვთ შეწირული. მათ ბათუმის კომერციულად მიმზიდველ ზონებში (ბაქოს ქუჩასა და პორტის მიმდებარედ) 20,000 კვ.მ-ზე მეტი მიწის ნაკვეთები და შენობები შეიძინეს.

  • კურორტ გოდერძიზე მიწის ნაკვეთი უკონკურენტოდ მოიგო კომპანია შპს „ხიდი-2006-მა“, რომლის მფლობელიც აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, ზურაბ პატარაძის მეგობარი, ბიზნესმენი ედნარ პაპუნაიშვილია.

  • დაფიქსირდა შემთხვევაც, როდესაც აუქციონში გამარჯვებული კომპანია (შპს „გოდე 2026“) აუქციონის გამოცხადების შემდეგ, მის დასრულებამდე სულ რაღაც ერთი კვირით ადრე დარეგისტრირდა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ შეფასებით, აღნიშნული ტენდენციები მიუთითებს, რომ რეგიონის ქონების გასხვისებისას ჯანსაღი კონკურენცია დარღვეულია, ხოლო პროცესი ხშირად პოლიტიკურ გავლენებთან და ინტერესთა კონფლიქტთან არის დაკავშირებული.

Post navigation

Previous: „დინამო ბათუმმა“ საშინაო შეხვედრა მოიგო და მნიშვნელოვანი სამი ქულა ჩაიწერა აქტივში
Next: ხულოში სარდაფში უკანონოდ მოპოვებული წიწვოვანი ხე-ტყე აღმოაჩინეს

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში, ფიროსმანის ქუჩაზე, კორპუსებს შორის მოწყობილი აივნები დაიბზარა

აჭარა თაიმსი სექტემბერი 9, 2026
_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ისტორიულ შენობაზე მიმდინარე სამუშაოების კანონიერების შესწავლას ორი ოპოზიციონერი ითხოვს

აჭარა თაიმსი სექტემბერი 9, 2026
dakaveba_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში ქურდობის მცდელობისთვის ორი პირი დააკავეს

აჭარა თაიმსი სექტემბერი 8, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ხულოში სარდაფში უკანონოდ მოპოვებული წიწვოვანი ხე-ტყე აღმოაჩინეს xe tye_AJARATIMES.GE
  • ხულო

ხულოში სარდაფში უკანონოდ მოპოვებული წიწვოვანი ხე-ტყე აღმოაჩინეს

სექტემბერი 10, 2026
გაყიდული აჭარა – როგორ ინაწილებენ უკონკურენტოდ რეგიონის ქონებას „ქართული ოცნების“ დონორები batumi, qalaqi, shenobebi_AJARATIMES.GE (1)
  • ბათუმი

გაყიდული აჭარა – როგორ ინაწილებენ უკონკურენტოდ რეგიონის ქონებას „ქართული ოცნების“ დონორები

სექტემბერი 10, 2026
„დინამო ბათუმმა“ საშინაო შეხვედრა მოიგო და მნიშვნელოვანი სამი ქულა ჩაიწერა აქტივში _AJARATIMES.GE
  • სპორტი

„დინამო ბათუმმა“ საშინაო შეხვედრა მოიგო და მნიშვნელოვანი სამი ქულა ჩაიწერა აქტივში

სექტემბერი 10, 2026
ბათუმი–სარფის ახალი გზის მშენებლობაზე ხელშეკრულება ჩინურ კომპანიასთან გაფორმდა sarfis axaligza_AJARATIMES.GE
  • ხელვაჩაური

ბათუმი–სარფის ახალი გზის მშენებლობაზე ხელშეკრულება ჩინურ კომპანიასთან გაფორმდა

სექტემბერი 10, 2026
პირდაპირი უცხოური ინვესტიციები საქართველოში 23.2%-ით შემცირდა investicia,saqstati,statistika,fuli_AJARATIMES.GE
  • საქართველო

პირდაპირი უცხოური ინვესტიციები საქართველოში 23.2%-ით შემცირდა

სექტემბერი 10, 2026
ბათუმში, ფიროსმანის ქუჩაზე, კორპუსებს შორის მოწყობილი აივნები დაიბზარა _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში, ფიროსმანის ქუჩაზე, კორპუსებს შორის მოწყობილი აივნები დაიბზარა

სექტემბერი 9, 2026
ხულოში სარდაფში უკანონოდ მოპოვებული წიწვოვანი ხე-ტყე აღმოაჩინეს xe tye_AJARATIMES.GE 1
  • ხულო

ხულოში სარდაფში უკანონოდ მოპოვებული წიწვოვანი ხე-ტყე აღმოაჩინეს

სექტემბერი 10, 2026
გაყიდული აჭარა – როგორ ინაწილებენ უკონკურენტოდ რეგიონის ქონებას „ქართული ოცნების“ დონორები batumi, qalaqi, shenobebi_AJARATIMES.GE (1) 2
  • ბათუმი

გაყიდული აჭარა – როგორ ინაწილებენ უკონკურენტოდ რეგიონის ქონებას „ქართული ოცნების“ დონორები

სექტემბერი 10, 2026
„დინამო ბათუმმა“ საშინაო შეხვედრა მოიგო და მნიშვნელოვანი სამი ქულა ჩაიწერა აქტივში _AJARATIMES.GE 3
  • სპორტი

„დინამო ბათუმმა“ საშინაო შეხვედრა მოიგო და მნიშვნელოვანი სამი ქულა ჩაიწერა აქტივში

სექტემბერი 10, 2026
ბათუმი–სარფის ახალი გზის მშენებლობაზე ხელშეკრულება ჩინურ კომპანიასთან გაფორმდა sarfis axaligza_AJARATIMES.GE 4
  • ხელვაჩაური

ბათუმი–სარფის ახალი გზის მშენებლობაზე ხელშეკრულება ჩინურ კომპანიასთან გაფორმდა

სექტემბერი 10, 2026
პირდაპირი უცხოური ინვესტიციები საქართველოში 23.2%-ით შემცირდა investicia,saqstati,statistika,fuli_AJARATIMES.GE 5
  • საქართველო

პირდაპირი უცხოური ინვესტიციები საქართველოში 23.2%-ით შემცირდა

სექტემბერი 10, 2026

სიახლეების კალენდარი

სექტემბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  
« აგვ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.