შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ერთი პირი მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრების მიზნით, საზღვარგარეთ მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეს დაჰპირდა, რომ ბათუმში ბინის შეძენაში დაეხმარებოდა. მან დაზარალებულს ეტაპობრივად სხვადასხვა ოდენობის თანხა ჩაარიცხინა, თუმცა დანაპირები არ შეასრულა და მოტყუებით, უკანონოდ დაეუფლა მის კუთვნილ 16 300 ლარამდე თანხას.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც დიდი ოდენობით თაღლითობას გულისხმობს და სასჯელის სახედ 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

