მიმდინარე წლის აგვისტოში ბათუმში გაყიდული ბინების მყიდველების 70% უცხოელი იყო, საქართველოს მოქალაქეების წილი კი 30%-ს შეადგენდა. ამის შესახებ საკონსულტაციო კომპანია Colliers-ის უახლეს კვლევაშია აღნიშნული.
კვლევის მიხედვით, საქართველოს მოქალაქეების წილი ბათუმში უძრავი ქონების მყიდველებს შორის 2021 წლიდან მცირდება და 2025 წელს 51%-ს მიაღწია.
Colliers-ის მონაცემებით, 2025 წელს ბათუმში უძრავი ქონების ტრანზაქციების რაოდენობამ 2022 წლის მაჩვენებელს გადააჭარბა და ქალაქისთვის ახალი პიკი დაფიქსირდა. ამასთან, ბათუმის საბინაო ბაზრის მოცულობა 2.9%-ით გაიზარდა და 81 მილიონ აშშ დოლარს მიაღწია.
კვლევის თანახმად, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად გაიზარდა 1 კვადრატულ მეტრზე 1 600 დოლარზე მეტი ღირებულების მქონე გარიგებების წილი.
გაყიდული აჭარა – როგორ ინაწილებენ უკონკურენტოდ რეგიონის ქონებას „ქართული ოცნების“ დონორები
ბათუმში ბინების ფასი და უცხოელი მყიდველების წილი გაიზარდა – ვისთვის შენდება ქალაქში ამდენი კორპუსი
ვინ და როგორ აწყობს რუსი ბროკერების ტურებს ბათუმსა და ჩაქვში – ჟურნალისტური გამოძიება

